მე ვარ ბესო

თანამედროვე ქართული ფილმების ყურებისას მუდამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მეუფლება. ველოდები უფრო მეტს იმ ფონზე, რომ წინა შეცდომებს, სხვის შეცდომებსა და ლაფსუსებს სხვა რეჟისორები გაითვალისწინებენ. გარდა სიუჟეტური ხაზის არასათანადო წყობისა, ყურადღებას აუფასურებს ათასჯერ გადაღეჭილი თემები: ნარკოტიკები, აფხაზეთი, 90-იანების თბილისი და სასჯელაღსრულება.
ამიტომ მეშინია ხოლმე კინოთეატრებში მათ სანახავად წასვლა. ათასჯერ გადაღეჭილი თემა – რა ინტერპრეტაციით უნდა მიიტანოს მაყურებლამდე რეჟისორმა? ასეთ შემთხვევაში ემოციებიც გაციებულია პრობლემებისადმი და მგონი, რაც ამ თემებთან დაკავშირებით დარჩათ ფილმის შემქმნელებს, ფსიქედელიურ და სურეალისტურ ასპექტებში გაკეთებული კინოა.
ამას გარდა, ყოველთვის უკმაყოფილების შეგრძნებას აჩენს ის, რომ მოქმედიებები უმეტესად თბილისში ხდება და ვერ ვხედავთ პროვინციულ ცხოვრებას. მოვლენები ცენტრალიზებულია და ეპოქისა თუ გარეშე სივრცის ასახვა არ ხდება. მხოლოდ სინოფსისიდან ან ტრეილერიდან ვხვდებით, როდინდელ მოქმედებასთან გვაქვს საქმე.

wpid-wp-1443960071596.jpeg


ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს 2015 წლის საიუბილეო, მეათე ბიაფზე ნაჩვენები ქართული ფილმი ,,მე ვარ ბესო”, რომელსაც შარშან თბილისის მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალზე ფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მოქმედება ჩვეულებრივ, პროვინციულ ქართულ ოჯახში ხდება. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, მამა არ მუშაობს და ოჯახი დედის სარჩენია.
ქუჩური გარჩევები, ბავშვური თამაშები, სოციალური ყოფა. თურმე, დედაქალაქის გარეთაც შეიძლება შეიქმნას კინო – იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და სიცოცხლე დუნედ, მაგრამ მაინც
საინტერესოდ მიედინება. ის პრობლემები, რომელიც დიდ ქალაქს აწუხებს, თურმე მასშტაბური ყოფილა. ბესო კი მხოლოდ იმით განსხვავდება ქალაქელი ნავშვისგან, რომ პროვინციაში ცხოვრობს. თურმე, მასაც შეიძლება ჰქონდეს სათქმელი მაყურებლისთვის. ისიც ისევე იტანჯებოდეს არაჯანსაღი გარემოებით, მის გარშემომყოფებსაც შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებისა და არსებობის უფლება.
ასეთმა ხედვამ რეჟისორს, ლაშა ცქვიტინიძეს არც თუ დაუმსახურებლად მოუტანა ფილმმა პრიზი თბილისის კინოფესტივალზე და მისდამი დაინტერესებაც უფრო დიდი გახდა მაყურებლის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ ხაზად ფილმს პროვინციული გეი ცხოვრებაც გასდევს. ამ მხრივ, ვთვლი, რომ ოდნავ მოიკოჭლებს – საჭირო იყო ცოტა ნეიტრალური მსახიობის შერჩევა (თუნდაც, არაჰომოსექსუალის), რომელიც მაყურებლის თვალში არც ისე უარყოფითად თვალშისაცემი იქნებოდა. ასევე, სჭირდებოდა ცოტა მეტი ლაკონურობით მის გადმოცემა.
გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ საოცრად არ მომეწონა ბესოსა და ლერის მამის მსახიობური ოსტატობა. აკლდა დამაჯერებლობა მასაც, ოდნავ დედასაც და ლერისაც. რეჟისორის მუშაობას პირველ რიგში მსახიობების თამაშით აფასებს მაყურებელთა დიდი ნაწილი და ასეც უნდა იყოს. თუ არაპროფესიონალი ან კამერასთან მუშაობის ნაკლებგამოცდილებიან მსახიობს ამტკიცებ როლზე, ყველა ღონე უნდა იხმარო, რომ იგი გარდაქმნა (და ამ გარდაქმნით, შესაძლოა როლშიც ჩარჩეს. ეს რეჟისორს აღარ უნდა აინტერესებდეს) ისე, რომ მაყურებელს გაუჭირდეს მსახიობისა და პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. იგი ამ როლთან უნდა ასოცორდებოდეს.
ამ და სხვა მცირედი ლაფსუსების ფონზე ფილმი მაინც კარგი გამოვიდა და წარსულის (რომელიც მთლად წარსული არაა) გამოსახვა ეკრანზე ლაშამ კარგად მოახერხა. ეს ის ერთ-ერთი კარგი ფილმია, რომლის ნახვისას დროის დაკარგვა მაყურებელს სანანებელი არ ექნება. თანაც, თანამედროვე ქართული კინოთი ასე მკაფიო მესიჯები, ასე დალაგებულად და ლამაზად არავის მიუხლია პირში მაყურებლისთვის. (იმედია, არ ვცდები. ამოსავალ წერტილად ჩემ მიერ ბოლოს ნანახი ქართული ფილმები მაქვს).

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: