ჰო, ეშმაკმაც დასწყევლოს, ჰო!

დათო ტრაპაიძის ფოტო

დათო ტრაპაიძის ფოტო

2014 წლის საავტორო კინოს ბათუმის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი, ჩემთვის პირველი, ისე უცებ დასრულდა, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი.

კარგი ფილმები, საინტერესო ადამიანები, მასტერები, რეჟისორები, მსახიობები, ორგანიზატორები და ა.შ. – ახლა ნამდვილად მესმის, რატომ იკლავენ კონომოყვარულები თავს ფესტივლებზე სიარულით. ეს ჭეშარიტად დიდი სიამოვნებისმომგვრელი და ამასთანავე, ამაღელვებელი სანახაობაა. უფასოდ ნახულობ ყველა იმ ფილმს, რომელიც კონკურსში იღებს მონაწილეობას, ან მრავალფეროვნებისა და მაყურებელთა უკეთესი განწყობის შესაქმნელად ნაჩვენებ სახელგანთქმულ რეჟისორთა კინონამუშევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ხსენებისას ადამიანთა უმეტესობას ზღვა ახსენდება, ჩემთვის იგი კარგ კინოსთან ასოცირდება. მართალია, ამ ზღვისპირა ქალაქისკენ მიმავალმა, ბარგში ყოველი შემთხვევისთვის ჩავაგდე აღჭურვილობა ბანაობისთვის, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, ნაკლებად მომიწევდა სანაპიროზე გასვლა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოცინარი მზის უკან ყოველთვის იმალება მოქუფრული ღრუბელი. მეორე და მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ როცა მთელი დღე ფილმებს უჩვენებენ, ჩემნაირი უყურადღებო და ზედაპირული ადამიანიც არ გაუშვებს შანსს ხელიდან, ნახოს ის კინო, რომელთა ტორენტებზე გამოჩენასაც თვეები და წლები უნდა ელოდო.

მანამდე კი, შენ თვალწინ დაქრიან კადრები, რომლებმაც ოქროსფერი ცხენთევზა უნდა მოაპოვებინონ ფილმს, რეჟისორსა თუ მსახიობს. კვირის ბოლოს, კომპეტენტური ჟიურის ჯამს გამოაცხადებენ დახურვის ცერემონიალზე და მომავალ წლამდე, მშვიდობით, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალო.

ამ აბდაუბდა ნაწერიდან გამომდინარე, სრულიად სულელური იქნება კითხვა: ,,წავალ თუ არა მომდევნო ფესტივალზე”, მაგრამ რახან საიდანღაც მოვიდა და დაიბადა, ჩემი პასუხი იქნება:

– ჰო, ეშმაკმაც დასწყევლოს, მე მივდივარ!

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომდევნო წელი, ანუ საავტორო კინოს ბათუმის  მეათე საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF 2015), საიუბილეოა, უფრო დიდი მოლოდინით ვიმოსები და გონება-ხელ-ფეხის დამორჩილებას ვცდილობ.

წარმოგიდგენიათ, ქართულმა ფესტივალმა ათი წელიწადი იცხოვრა! იცოცხლა და იცხოვრა  იმ ადამიანების დამსახურებით, რომელთაც დიდი შრომა და ამაგი გასწიეს მის შესანარჩუნებლად და სრულიად მიუკერძოებელი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ბევრ პრესტიჟულ ფესტივალს, არაფრით ჩამოუვარდება.

აღსანიშნავია, ისიც, რომ წელს BIAFF-ის ორგანიზატორებმა საქველმოქმედო კამპანიის წამოწყება სცადეს – დღის ბოლო ორი სეანსი ფასიანი იყო, აქედან შემოსული თანხა კი რომელიმე ქველმოქმედი ორგანიზაციის ფონდში ჩაირიცხებოდა.

P.S. გამარჯვებული ფილმები (დააწკაპეთ ხაზგასმულ სიტყვებს).

P.P.S. ალბათ, ბევრი შეამჩნევდა, რომ პოსტები ,,ფილმებისა”და ,,საკონკურსო” კატეგორიშია მონიშნული. სპეციალურად ბლოგერთათვის პრიზი ტექნიკის ინტერნეტ – მაღაზიამ, BE.GE – მ, დააწესა. ვერ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ეს პრიზი ნაკლებადმნიშვნელოვანია, მაგრამ რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს, ჩემთვის ამ ერთი ოცნების ახდენაც, BIAFF-ზე მოხვედრის ბედნიერება, არაა უფასური.

ფესტივალის სხვა სპონსორებზე, პარტნიორებსა და მხარდამჭერებზე იხილეთ აქ

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: