Field of Dogs

onirica-field-of-dogs-2014-lech-majewski-03

პოლონელი რეჟისორის, ლეხ მაიევსკის ფილმი – ძაღლების ველი გადმოგვცემს ახალგაზრდა პოეტის, ადამის ცხოვრებას ავტოავარიის შემდგომ. ძილის სურვილის იმპერატიულობა და სულიერი აშლილობის ზღვართან ყოფნა ხელს უშლის საქმიანობაში.  ვეღარ თხზავს ლექსებს. სევდა იმდენად ისადგურებს მასში, რომ ყველაფერ დანარჩენს განდევნის. იცლება ყველაფრისგან რაც მასშია. გაურბის გარე სამყაროს და ძილში ეძებს თავშესაფარს.

აქ საიმედოდ შეხიზნული ხედავს უამრავ უცნაურობას – მისთვის მოვლენილ მფარველ ანგელოზს, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში თან დაჰყვება. ღვთისმშობლის ალეგორიას ხედავს მდინარის პირას მდგარ შიშველ ქალში, აგრეთვე, დეიდამისის მტრედში, რომელიც სახლშია გამოკეტილი, დებს კვერცხს და ,,მამა ვინ არის” გაურკვევლად რჩება. ცდუნებას – გველსა და სარეკლამო რგოლებში. მამა, რომელიც შრომისკენ უემოციოდ მოუწოდებს, ხნავს სუპერმარკეტს.

ადამს ზღვარი ეშლება რეალობასა და სიზმარს შორის. გარბის მატარებლიდან, რომელიც მოძრაობის სიმბოლოა და ტყეში, უცნაური წარმოდგენის მოწმე ხდება. წარმოდგენისა, რომელსაც მკვდრები მართავენ. განთიადისას კი იგი ხედავს ანგელოზსა და ალმოდებულ ბუჩქს.

ფილმი მრავლად შეიცავს სურეალისტურ ელემენტებს, სავსეა ბიბლიური ელემენტებით. ადამის – პირველკაცის მოსახელის ტრაგედიაში, მაევსკი აჩვენებს მთელი პოლონეთის სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს. თანამდევი და მიმდინარე მოვლენები ტელევიზორის საშუალებითაა გადმოცემული, ხოლო ირეალური სამყარო – ადამის სიზმრებით.

საკმაოდ რთული და გაუგებარი აღსაქმელია ერთი შეხედვით. არ კმარა მხოლოდ კინემატოგრაფიის ცოდნა, საჭიროა აგრეთვე პოლონეთის ისტორიაში ჩახედვაც. მაყურებლისთვის ერთბაშად გაუგებარი რჩება რიგი სიმბოლოებისა თუ ალეგორიებისა. დაულაგებელი მეჩვენა კადრები, რაც ერთგვარად უფრო ართულებდა მათ აღქმას – ჯერ ისედაც რთულად იყო გადმოცემული სათქმელი და ახლა მთლიანად ყველაფერი აირია.

როგორც აღვნიშნე, ბევრი კადრი გაუგებარი დარჩა, ბევრის მნიშვნელობა ვერ გავიგე. გასაგები იყო მტრედის სიმბოლიკა, ბავშვისა და ანგელოზის, ტყეც გასაგებია, ალმოდებული ბუჩქიც, მატარებლიდან, ცხოვრების სვლიდან გაქცევაც. თუმცა სრულიად გაუგებარია, რატომ იდებს საშოში დეიდა მტრედის დადებულ კვერცხს, რა შუაშია ნიაგარის ჩანჩქერის მიერ კათედრალის ,,განწმენდა” – რისი განწმენდის ჩვენება სცადა ამით. რა მოსდის ადამს – გამოღვიძების კადრით დაუბრუნდა სამყაროს თუ ალმოდებული ბუჩქის ნახვით ისევ ირეალურ სამყაროში დარჩა.

Untitled

მომეწონა ორფეოსისა და ევრიდიკეს მითის რეჟისორისეული ხედვა, მათი სხეულების შერწყმა და ზ. რიბჩინსკის გავლენა მომეჩვენა აფრენილ სექსში.  აგრეთვე, საინტერესო იყო დანტეს ,,ღვთაებრივი კომედიის” მიხედვით სიუჟეტის განვითარება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ბევრი კადრი გაუგებარი დარჩა და ალბათ, სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა სხვათა რეცენზიებისა და შეფასებების კითხვა.

 

Categories: კონ-COURSE-ი, ფილმი | Tags: , , , , , | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “Field of Dogs

  1. მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა, რაღაც მომენტში დანტე ალიგიერის ხარჯზე “გაღრმავებული” სცენარის შთაბეჭდილება დამიტოვა.

    • დანტეზე აგებული იყო მთლიანად და მაგიტომ ალბათ. ალიგიერით ცდილობდა სიუჟეტების ახსნას. მე ასე მომეჩვენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: