კარგი ფილმია, კარგი!

თანამედროვე ქართული კინოსთვის არსებობს რამდენიმე თემა: ნარკომანია, ციხე და პატიმრობა, აფხაზეთი და ნელ-ნელა წინ იწევს სამაჩაბლოც. გასაგებია, რომ გვტკივა სამივე პრობლემა, მაგრამ როდემდე შეიძლება ღეჭო და აუფასურო ერთი და იგივე გემოგასულ საღეჭ რეზინასავით?!

BIAFF-ზე 19 სექტემბერს წარმოდგენილი ორი ფილმიდან – თ. ყაჯრიშვილის ,,პატარძლები” და ლ. კოღუაშვილის ,,შემთხვევითი პაემნები” – ვერცერთში გავექეცით პატიმრობის თემას.

,,პატარძლები” მსუბუქი იუმორით ნაგები ფილმია და ტერმინის ქვეშ იგულისხმებიან ქალები, რომელთა დაუკანონებელი ქმრები თუ შეყვარებულები საპატიმროში სხედან და რომელთაც, გარკვეული შეზღუდვების მოხსნის მიზნით, სურთ დააკანონონ ქორწინება.

რეჟისორი გვიყვება ახალგაზრდა ქალის, მკერავი ნუცას ამბავს, რომლის მეუღლე სხვა სამყაროში ცხოვრობს, გისოსებს მიღმა. მას მარტოს უწევს ცხოვრებასთან გამკლავება და ორი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა. ფილმი დიდი ემოციურობით გამოირჩევა, თუმცა მე დარბაზი დავტოვე იქ, სადაც კლიენტი შარვლის დამოკლებას სთხოვს ნუცას. ჩემთვის ცხადი გახდა, რა მოხდებოდა და აღარ იყო საინტერესო სიტუაციის შემდგომი განვითარება. მით უმეტეს, რომ ფინალშიც მაყურებლის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა იგი.

მისგან განსხვავებით, ლ. კოღუაშვილი თავის ფილმში ,,შემთხვევითი პაემნები” ზედაპირულად ეხება ციხის თემას. წინ გამოტანიალია უფრო ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები. მთელი ფილმი გაჟღენთილია იუმორით და ამ იუმორში გამოხატულია გმირების ტრაგედია, რასაც აასმაგებს ნაგრევებსა თუ სიცივეში გადაღებული კადრები. გეცინება შერჩეულ მუსიკაზე, თუმცა ხვდები, რომ არ უნდა იყოს სასაცილო.

მთავარი გმირის, სანდროს ისტორია ერთგვარი ნაზავია რეალობისა და აბსურდისა. ერთადერთხელ უყვარდება და ისიც უიმედოდ. მთელი ფილმის მანძილზე ველოდებით მისგან გაბედულ ნაბიჯებს, თუმცა რაღაცის შიში და წარმოსახვითი ხელისშემშლელი ფაქტორები ცალსახად უკვეთავენ ფეხებს. მიჰყვები გმირს, სხვა გმირებსაც, განიცდი მათთან ერთად ყველაფერს რასაც ხედავ და უეცრად, ფილმი მთავრდება იქ, სადაც ყველაზე მეტად გაინტერესებს რა მოხდება.  არ ჩანს არც სანდროს და არც სხვათა ცხოვრებაში სად უნდა დაისვას წერტილი და დაიწყოს ახალი წინადადება.

რა თქმა უნდა, ორივე კარგი ფილმია, მაგრამ დაუსრულებელი ამბები და ,,მაყურებელი თავად გადაწყვეტს” ფინალი, ცოტა არ იყოს, მარტივი და ბანალურია.

დარბაზში ვზივარ არამარტო იმისთვის, რომ ფილმი წავიკითხო, არამედ, მაინტერესებს რეჟისორი, მისი ხედვა. მომეცი შენეული დასასრული, რათა არაცალსახად, ნათლად შევაფასო შენი ნამუშევარი და გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, თამამად ვთქვა, მომეწონა თუ არა იგი.

Categories: კონ-COURSE-ი, ფილმი | Tags: , , , , | 3 Comments

Post navigation

3 thoughts on “კარგი ფილმია, კარგი!

  1. აბსოლუტურად გეთანხმები ბლოგერო მთელს მოსაზრებაში, ვერ ამოვიდა ქართული კინო სკოლა ძველის ტკეპნვიდან და არც აქვს სურვილი რაიმე ახალი დადოს, მუდამ ზეგავლენის ქვეშ იყო ფანტაზიის ან ინსპირაციის თემა და ეტყობა კიდეც ყველა ჯერზე. გული მწყდება ქართველი შემოქმედების ფანტაზიის დეფიციტზე და ასე მგონია კლაუსტოროფობია დამართეს ქართულ არტს, დატკბნენ ან შეირგეს მისი უსაზღვრო დანიშნულებით…. თუმ,ცა მაინც კარგია, რომ რაღაცას ქმნიან!

    • აბსოლუტურად გეთანხმები ბლოგერო მთელს მოსაზრებაში, ვერ ამოვიდა ქართული კინო სკოლა ძველის ტკეპნვიდან და არც აქვს სურვილი რაიმე ახალი დადოს, მუდამ ზეგავლენის ქვეშ იყო ფანტაზიის ან ინსპირაციის თემა და ეტყობა კიდეც ყველა ჯერზე. გული მწყდება ქართველი შემოქმედების ფანტაზიის დეფიციტზე და ასე მგონია კლაუსტოროფობია დამართეს ქართულ არტს, ვიდრე დატკბნენ ან შეირგეს მისი უსაზღვრო დანიშნულება…. თუმცა მაინც კარგია, რომ რაღაცას ქმნიან!

      • კი, რა თქმა უნდა. კარგია, რომ ნორმალურ ფილმებსაც იღებენ ამ კუთხით. მადლობა კომენტარისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: