თავისუფალი ვარდნა ან ვარდნა თავისუფლებაში


Szabadeses_01

ვადნას ხელისშემშლელი პირობების გარეშე თავისუფალი ვარდნა ეწოდება. იგი სხეულის მასისგან დამოუკიდებელია.  დამოკიდებულია მხოლოდ სიმაღლესა (საიდანაც) და დროის პერიოდზე, რომელშიც სხეული გაისროლეს. თუ ამ კუთხით შევხედავთ, და მხოლოდ სახურავიდან მხტომარე ქალს განვიხილავთ, მწარედ შევცდებით – ქალს სხეულის წონა აქვს და ეს წონა ხელს გვიშლის ექსპერიმენტების ჩატარებაში თავისუფალი ვარდნის გამოსაკვლევად.

პალფი თვისუფალ ვარდნას სხვა კუთხით განიხილავს – ვაკუუმში (ანუ სივრცეში, სადაც სხეულს წონა შორდება) ის, ჩემი აზრით, იმ ემოციური ფონის მოშორებას გულისხმობს, გრძნობების გაუფასურებას,  ადამიანებს რომ აკრავთ გარს.

ფილმი რამდენიმე ნოველისმაგვარი ამბისგან შედგება. თითოეულში რეჟისორი თავისი ხედვით გადმოგვცემს ზოგიერთი დიდი კინემატოგრაფის ნამუშევარს და ამ ყველაფერს ლაიტმოტივად გასდევს ყველაფრის ამაოება. ამასთანავე, იგი დასცინის დახურულ კარს მიღმა მცხოვრებ მეზობლებს, რომელთა უმსგავსო ცხოვრებაში არ დევს არანაირი აზრი გარდა იმისა, ცხოვრება მიათრიონ რაღაც ნაპირამდე.

კადრების მსვლელობისას ვხვდებით, რომ ვაკუუმის მოშორების შემდეგ ვარდნა ხორციელდება თავისუფლებაში. ანუ ცხოვრებას დამატებულ ემოციებს მარტივი გზებით მივყავართ ადამიანობის იმ ელემენტებამდე, რამაც ცხოველებისგან გამოგვარჩია და სინამდვიელში, თავისუფალი ვარნის განხორციელება, სხეული მასის ტანაარსებობისასაც შეიძლება.

პიტნის ჩაი

ამბის თხრობა მოხუცი პენსიონერი ქალის სახლში შემოსვლით იწყება, მეოთხე სართულიდან. ერთგვარად დარღვეულია გაბატონებული, თანმიმდევული ხაზი ანუ თხრობა იწყება არა პირველი სართულიდან, არამედ სადღაც შუიდან. მერე ერთმანეთში ირევა და ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან ფილმის გმირები.

მანამდე კი მოხუცი პენსიონრები, ერთი შეხედვით, იდილიურად ცხოვრობენ. თუმცა მალევე იკვეთება მათი სახეები – ქმარი მუდმივი ეჭვიანობის სინდრომითაა შეპყრობილი – არა ღაზოიანობის, არამედ, ვიღაც ქურდის, რომელიც ვითომდა სასმელს ჰპარავსდა რომელიც შეიძლება ცოლიც იყოს. თავის დროზე, ალბათ, ცოლ-ქმრულ ღალატზეც ჰქონდა ეჭვი. მათ შორის გამართული საუბარი გვარწმუნებს, რომ სიყვარული, ემოციები და პატივისცემა ერთიანადაა გაცივებული. ქმარს, რომლისგანაც სათანადო პასუხს არც მოელის, ცალყბად ეკითხება, ჰყვარებია თუ არა ოდესმე. ქალი ხვდება, რაოდენ ამაოა ცხოვრება. მისგან გაქცევას თავისუფლების მოპოვებით –  სახურავიდან ხტომით გამოწვეული სიკვდილით პოულობს. თუმცა, იგი ერთი დაუსრულებელი ციკლის რგოლი ხდება. აქვე ნათელი ხდება პირველი კადრის არსი.

images

ერთისთვის ერთი

პენსიონერი ქალი კიბეებზე ასვლისას ხედავს პირველ, მეწამულჩარჩოიან თეთრ კარს. რეჟისორს შევყავართ მასში და გვითხრობს ახალ ამაბავს ბიზნესმენსა და მის ახალ შთაგონებაზე, ახალ გასართობზე, მონაპოვარზე. იგი ურცხვად და აღტაცებით აცნობს თავის მეგობარ- პარტნიორებს ესემეს – შიშველ ქალს, რომლის სიშიშვლეც არავის აღელვებს, ზედაც არავინ უყურებს.

სინამდვილეში, ახალგაზრდა ქალი სულაც არაა შიშველი. მას, ალბათ, უმშვენიერესი კაბა აცვია. მაგრამ გარშემომყოფებთან თავს უცხოდ გრძნობს. იგი არ ეკუთვნის ამ საზოგადოებას. არაა მათი ნაწილი, ვინც მხოლოდ სილამაზითა და ყოფიერებით ტკბება. მას სულ სხვა მატერია სურს და აინტერესებს – ის, რისი ნაწილიც თავადაა. ამ ფონზე, თანამყოფები სასოწარკვეთით მღერიან რელიგიურ სადიდებელს. მუსიკა და ბგერების ტკბილხმოვანება თანდათანობით, ჟრუანტელისმომგვრელად აწვება სულსა და სხეულს და მაშინ, როცა მისგან სრული ორგაზმი უნდა განიცადო, მოწყვეტით და მოგუდულად ჩაგესმის ყურს უკან. სტუმრების ალიაქოთსა და გადარბენაში, გაუცხოებული ქალი პოულობს იმ ერთს, მასავით შიშველლსა და უცხოს.

ფობიური პარანოია

მეორე სართულზე, მუქლურჯგისოსებიანი თეთრი კარის მიღმა ვხედავთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. მათი იდეალური ყოფა და არსებობა გამოხატულია სისუფთავის, ბაქტერია-ვირუსებისა თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების მოშორებით. აკვიატებული შიშები გარე სამყაროს სხვა ბინადართა მიმართ ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია. ,,რა ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ” – ქმრის ეს სიტყვები ცოლში აღგზნებას იწვევს და შემსწრენი ვხდებით საოცარი სექსის, რომლის დასრულებასაც მხოლოდ ტერმიტების გამოჩენა თუ შეუშლის ხელს.

აქ რეჟისორს, სავარაუდოდ, გაშარჟებული უნდა ჰყავდეს საშინელებათა ფილმების მამა, ალფრედ ჰიჩკოკი. ასევე სავარაუდოა, კბილი წაეკრა სტივენ კინგისთვისაც. ქვეტექსტი კი იგივე რჩება – ამაოება ამაოებათა.

მედიტაცია კედელში

მესამე სართულზე მოძღვარი ცხოვრობს. იგი ქადაგებს სიყვარულზე, მშვიდობასა და ერთობაზე, თუმცა მალევე ვრწმუნდებით მისი საუბრისა და ქმედებების ანტაგონიზმში. იგი ხელს უშლის ახალგაზრდა მოწაფის ლევიტაციასა და ადგილის დამკვიდრებას, მისდამი გამოჩენილ ლტოლვას სწავლისა და დახელოვნაბისადმი.

მიუხედავად მასწავლებლის წინააღმდეგობისა, მოსწავლე შეუპოვრად ცდილობს დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი ადგილი, გადალახოს ბარიერები და კედლები. ამ დროს კი ჩვენ, მაყურებლები, მთელი სიცხადით აღვიქვამთ და შევიგრძნობთ ყველა რელიგიის ამაოებას.

სატელევიზიო შოუ

მეხუთე სართულზე ბედნიერი წყვილი ცხოვრობს. მათი სიყვარული  ღია და გახსნილია, ამით კი გამარტივებულია ურთიერთობები. სიტუაცია ოდნავ რთულდება მესამე პირის დავანებით. იქმნება ე.წ. ქალური ჰარამხანა. ქმარი, მიუხედავად თავისი გახსნილობისა, ვერ ეგუება ახალ მამაკაცს ოჯახში. ეჭვიანობს, სჩადის უმსგავსო საქციელებს და გონებაში წარმოიდგენს მოწინააღმდეგის მოშორების მრავალ გეგმას. თუმცა, საბოლოოდ მათი დამეგობრება წარმოშობს სხვა, ახალი გმირის შემოსვლის საფფუძვლიან ვარაუდს.

მონაკვეთი რაღაცით ჩამოჰგავს ფრანგულ ფილმს, უფრო კი იაპონური ან კორეული სატელევიზიო, ვარდისფრად გაფორმებული სერიალის ელფერი აქვს.

უკუაბორტი

ალბათ, გაგიგიათ ფრაზა: – ,,იქ დაგაბრუნებ, საიდანაც გამოძვერი”. პალფის ერთ-ერთ გმირს, უბრალოდ თეთრკარიან გინეკოლოგსაც გაუგია, როგორც ჩანს. მერე დაფიქრებულა, სერიოზულად უმუშავია ამ თემაზე და აბორტის თავისეული ვერსიაც შეუმუშავებია.

მონაკვეთში ვხედავთ დედის ცრემლებსა და ჩანასახადსაქცევი შვილის ურთიერთობას. გული გვერევა აბორტის შემსრულებლებსა თუ მოსურნეებზე. უეცრად გვახსენდება, თუ რამე კადრი გვაქვს ნანახი ამ პროცედურაზე ან რომელიმე ფილშია გამოყენებული საშოში დაბრუნებისკენ სწრაფვა. წამიერად გაიელვებს ლარს ფონ ტრიერის მელანქოლიის ტრილოგია, თუმცა შესაძლოა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ამ კონკრეტულ კადრებთან (სექსის გარდა) და ზიზღით ივსები, როცა ხვდები, რაოდენ ამაოა თვით დაბადებაც.

ბუა დედაა შენი

რა უფრო სახიფათოა, ტირანი მამა თუ წარმოსახვითი ძროხა,რომელიც მოსვენებას არ გაძლევს? ალბათ, მამა, თორემ რატომ უნდა გინდოდეს ემბრიონის პოზაში მოკუნტული ჩაუსახლდე საშოში ქვეცნობიერ ჩლიქოსანს?

ამ მონაკვეთში, პალფი მთლიანად დასცინის და აშარძებს მამების აღმზრდელობით სისტემასა და მექანიზმს, ყველა ფილმს, რომლეიც მასზე გადაუღიათ. ტირანი მამა, სანამ მამა გახდებოდა, იყო ვიღაც ტირანის შვილი – მსგავსი შობს მსგავსს. თუმცა როცა ბავშვი ხვდება რა ელოდება გაზრდის შემთხვევაში, მოკუნტული, ემბრიონის პოზაში ემონება და ეშვილება შიშის წარმოსახვით ფიგურას.

***

გიორგი პალფის ამ ერთგვარ არეულობასა და უსწორმასწორობაში, დაულაგებელ ამაოებებში – რომ ამაოა თანაცხოვრებაცხოვრება, რომ ამაოა სიმდიდრე, რომ ამაოა სიყვარული, რომ ამაოა რელიგია, რომ ამაოა ურთიერთობა, რომ ამაოა დაბადება, რომ ამაოა ოჯახი, ასევე არეულად შემოდის თეორია ემოციების აუცილებლობის შესახებ.

მოკლედ, და ჩემი აზრით, ეს ფილმი ნამდვილად იმსახურებს ბიაფის მთავარი პრიზის აღებას.

P.S. მართალია, ბევრი რამის თქმა დამავიწყდა, ბევრი რამეც გამომრჩა, ცოტა რამ არასწორად აღვიქვი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ მეც უბრალო მაყურებელი ვარ, რომელიც მხოლოდ კინოს სიყვარულით შემოიფარგლება.

Categories: ფილმი, U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | %(count)s კომენტარი

Post navigation

One thought on “თავისუფალი ვარდნა ან ვარდნა თავისუფლებაში

  1. როგორ მომინდა ამ ფილმის ნახვა.
    ინტერნეტში იქნება ვითომ?:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: