მონაზონი, მორწმუნე მკვლელი, მეძავის კაცუნები და უზნეობის მასწავლებელი

16 სექტემბრის პროგრამაში წარმოდგენილი ფილმებიდან, სამწუხაროდ, ჟან ლუკ გოდარის ფილმის – ,,მშვიდობით, ენავ” – ჩვენება ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. თუმცა, შაბათს გასამართ კინოჩვენებაზე დაგეგმილია მისი ე.წ. განმეორებითი ჩვენება.

დანარჩენ ფილმებს რაც შეეხება, შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ ჩემი მოსაზრებები მათზე, რომლებიც ვნახე და სინოფსის-ტრეილერებით შემოვიფარგლო იმ ფილმებზე, რომელთა ნახვაც ვერ მოვახერხე.

საკონკურსო ფილმებში წარმოდგენილი იყო  ჰეილიკა პიკოვის ,,ყვავილები ზეთისხილის მთიდან”,  მოჰამად რასულოვის ,,ხელნაწერები არ იწვიან”.

ყვავილები ზეთისხილის მთიდან მოგვითხრობს მონაზვნის შესახებ, რომელმაც მელე უნდა დადოს დუმილის აღთქმა. ფილმი სავსეა რელიგიური ელემენტებითა და მონაზვნის ცხოვრებისეული დეტალებით .


ხელნაწერები არ იწვის 

მოჰამად რასულოვის უცნაური ფილმი ერთი ხელნაწერისა და მისი ავტორის ისტორიას მოგვითხრობს. ირანელი რეჟისორი თავისი ენით გადმოგვცემს თუ რა პირობებში უხდებათ ცხოვრება და ყოფნა ადამიანებს ირანში. ყველაფერს ცენზი ადევს, ყველაფერი კონტროლდება, ჯაშუშობენ და ამ დროს რასულოვი ქმნის  ფილმს, რომელსაც არცერთი პოსტტიტრი არ გასდევს ფილმის დასრულებისას. მხოლოდ მოკლე ახსნა მსახიობთა უსაფრთხოების მიზნით და შემდგომ ჩნდება მხოლოდ შავი ეკრანი. ფილმში სიუჟეტები არეულია და მაყურებლისგან ელოდება დაწყობა-დალაგებას. ვხვდებით მთავარი გმირების სასოწარკვეთილ ბრძოლას სინათლის, თავისუფლებისა და სიმართლისთვის. მათთან წინააღმდეგობაში მოდის ცენზორი და ზემო ინსტანციები, მათ მიერ დაქირავებული ქილერები, რომელთაგან ერთ-ერთი საკმაოდ ღრმად და ბრმადმორწმუნე აღმოჩნდება. მოქმედებს რა ღვთის სახელით, გულისხმობს თავის შინაგან ღმერთს – თვის ეგოსა და ოჯახს და მათთვის მზადაა ნებისმიერ ბოროტებაზე წავიდეს. თუმცა ფილმის იდეა, მთავარი სათქმელი მაინც ის ცენზურა და შეზღუდულობაა, რაც ირანშია გამეფებული.

ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი ( ან ლორელაი)

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალაქი. თუმცა მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს ის რომ აქ ცხოვრობენ ჭორფლიანი, მწვანეთვალება, წითურთმიანი ქალთევზა-მეძავი, პატარა მეოცნებე ბიჭები, რომელთაგან ერთ-ერთი ყურებამდეა შეყვარებული ზემოთხსენებულ მეოცნებე ლორელაიზე (გერმანული მითების ქალთევზა) და ტრამვაის მძღოლი, რომელსაც ყველაფერი ჰკიდია – გაჩერებებიც, ხალხიც და ისიც, რომ ქალაქის მკვიდრია – დააქროლებს თავის ტრამვაის სადაც უნდა და როცა უნდა.  უცნაურ მაცხოვრებელთა უცნაური ცხოვრება არც თუ ისე ორიგინალურადაა წარმოჩენილი ნანა ჯორჯაძის ფილმში. იგი რაღაცით ჩამოჰგავს ე. კუსტურიცას სტილს (ასოციაციები ჩნდება ,,შავი კატა, თეთრი კატა”-სთან), ნაზავია ფრანგული და რუსული კინოსი. თუმცა ფერების სიცხადე, კადრების სინათლე და ცხოვრებისსიყვარული, აგრეთვე ამბის კეთილმბობა, იმთავითვე აჯაჭვავს მაყურებელს ეკრანს.

 ჯიმის დარბაზი  მასტერთა კოლექციის ფილმების სექციაში აჩვენეს. კენ ლოუჩი გვიყვება ჯიმი გრანტონის შესახებ, რომელმაც ე.წ. ცოდვას პროპაგანდა გაუწია და საცეკვაო დარბაზი გახსნა ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში. ეს არის ფილმი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებზე.

Categories: ფილმი | Tags: , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: