BIAFF- დღე პირველი – გაუპატიურებული პომელო, დაპირისპირებები და ერთობა

15 სეტემბერს, BIAFF-ის ფარგლებში ოლი ვალჰდაუერისა და ფარიდ ესლამის ,,ერთიანი სტამბული’’ აჩვენეს. ფილმის მთავარი ხაზი ხალხს შორის დაპირისპირება და მათი გაერთიანებაა სახელმწიფოს ტირანული კანონებისა და ქმედებების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, თავი ვერ ვაიძულე ფეხბურთის გულშემატკივართა ფანატიზმი მენახა, თუმცა ფილმი სინოპსისისა და ტრეილერის მიხედვით ფრიად საინტერესო ჩანდა.

შემდეგი იყო გახსნის ფილმი- ,,ლეგენდა სურამის ციხისა’’ – რომელიც წინა დღეს ვნახე და რომლის შესახებაც გახსნის დღეს დავწერე დავწერე.

რაც შეეხება დანარჩენ ფილმებს, წარმოდგენილი იყო ლუის მინაროს ,,მოწყვეტილი ვარსკვლავი”, ივან ტვერდოვსკის ,,გამოსასწორებელი კლასი”, ბენ ჰოპკინსის ,,კარასტანში დაკარგული” და ეტორე სკოლას ,,უცნაურია, გერქვას ფედერიკო”.

****

მოწყვეტილი ვარსკვლავი

რამ შეიძლება გაიძულოს სამეფო ტახტზე უარის თქმა? სქესობრივმა ორიენტაციამ, პარლამენტის ინტრიგებმა თუ ცოლის სიყვარულმა? ამადეო დე სავოის, იტალიელ დიდგვაროვანს, რომელიც ესპანეთის მეფე გახდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ჩამოთვლილთაგან ვერც ერთი აიძულებს უარი თქვას მეფის ტიტულზე. მას იდეები აქვს, როგორ განავითაროს ესპანეთი, როგორ შეცვალოს მისი ყოფა უკეთესობით, შექმნას წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მისცეს განათლება ყველას განურჩევლად სქესის, ასაკისა და გვაროვნებისა.
თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა – მას არ აფასებენ. არ უყვართ არც პარლამენტარებს, არც ხალხს და საკუთარი მოახლეებიც კი აბუჩად იგდებენ ზურგს უკან. ფილმში წარმოჩენილია სუსტი, უნებისყოფო ადამიანი, რომელიც იმ თაგვს მოგვაგონებს, ფორმაცვალების მიუხედავად, გული რომ თაგვისა რჩებოდა. სავოის მმართველობის მცირე ხანა არ გამოირჩეოდა არც კულტურული, არც სტრატეგიული და არც რაიმე ღირებულებით -გასაკვირიც არაა – ის ხომ მხოლოდ რამდენიმე წელი (დაახლოებით 3) იმეფა.  იგი იჯდა ტახტზე, მიირთმევდა უხორცო საკვებს, ხილს, რომელსაც მოახლეები მოართმევდნენ – ხანდახან სპერმით გაჟღენთილს, ხანაც სუფთას. მეფე კი მიირთმევდა  და არ არჩევდა გემოს.


ჰომოსექსუალური თუ ჰეტეროსექსუალური კავშირებით, სევდიანი იუმორით, სატირით გაჟღენთილი ფილმი ერთი ადამიანის ტრაგედიაზე, მის შეუმდგარ მონარქობაზეა. ვხედავთ, როგორ დასცინის მას თვით მინაროც და ამასთანავე რაოდენ პატივისცემითაა განწყობილი მისდამი. მოსწონს მისი იდეები, თუმცა გულს ურევს მეფის სისუსტე და უმოქმედობა.
სიმართლე ვთქვა, სცენარი ცოტა სუსტი მეჩვენა, თუმცა კადრების სილამაზემ და მუსიკალურმა გაფორმებამ ძალიან მომხიბლა.

***

გამოსასწორებელი კლასი
ი. ტვერდოვსკის ფილმი, მოგვითხრობს სკოლის მოსწავლე გოგონას ლენას შესახებ, რომელსაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა იმისთვის, რომ სკოლაში დაეწყო სიარული. ლენა, რომელიც მიასთნიით იტანჯება, ეტლსაა მიჯაჭვული და შშმპ კატეგორიას ეკუთვნის.


ფილმში კარგადაა წარმოჩენილი გარშემომყოფთა დამოკიდებულება. რაოდენ ,,მზრუნველები’’ არიან გარშემომყოფები, რამდენადაა დაცული ლენას მსგავსი პირების უფლებები და რა კეთდება მათთვის ცხოვრების გასამარტივებლად.
გოგონა თავდაპირველად თავს კარგად გრძნობს კლასელების გარემოცვაში. არ ანაღვლებს მასწავლებელთა ქცევა, რადგან იცის, რომ მეგობარი კლასელები ყოველთვის დაიცავენ. როცა იგი ფხიზლდება და ბრძოლას იწყებს განათლებისთვის, იმისთვის, რომ კორექციის კლასიდან გაიქცეს და დაამტკიცოს,  მისი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები კავშირში არაა გონებრივ შესაძლებლობებთან, იწყება მთელი რიგი პრობლემები – დაპირისპირება მასწავლებლებთან, რომელიც კარგს არაფერს უქადის. პირველი სიყვარულის ფონზე იგი ერთგვარ მოტივატორად გვევლინება თანაკლასელებისთვის, უმაღლებს მათ თვითშეფასებას და თითქოს კლასის ლიდერობას იგდებს ხელთ. იგი მეგობრებისთვის საყვარელ პირადაა ქცეული გარკვეულ დრომდე. თუმცა შემდეგ ყველაფერი იცვლება – ლენა გავლას ცდილობს და ყოველ ჯერზე დაცემა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. ამას ემატება კლასელების ქცევა იმ ბრბოდ, რომლისგანაც ისინი მოზღუდული იყვნენ გისოსებიანი კარით.
დებიუტანტი რეჟისორი ცდილობს ნათლად წარმოაჩინოს ფილმში შშმ პირების ყოფა, საზოგადოების მათდამი დამოკიდებულება . ეს ყველაფერი წარმოდგენილია ემოციურ ფონზე და ამ ემოციურად გადატვირთვით უგულებელყოფილია ლენას დაავადების კლინიკა და პროგნოზი.
ერთგვარად გაუგებარი რჩება კლასელების დამოკიდებულება გოგონასადმი ფილმის ბოლოს. ამ ფაქტის ახსნა ვერ მოვუძებნე გარდა იმისა, რომ ბავშვებმა შეიგრძნეს მათი ლენასგან განსხვავებულობა. ისინი სრულფასოვან ადამიანებად აღიარეს. მათ და სამყაროს შორის წაიშალა გისოსები, ლენა კი ისევ ეტლს მიჯაჭვული და ,,ნორმალური’’ ადამიანებისგან მოზღუდულ, გისოსებიან გარემოში დარჩა.
მოკლედ, ფილმის იდეა, პრობლემა, ემოციურობა, საკმაოდ შთამბეჭდავია. საერთო ჯამში, რომ არაფერი ვთქვათ უკანა ფონზე გადატანილი ფაქტებსა და ლენას დაავადებაზე, საკმაოდ კარგი კინოა, თანაც რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია და იმედი მაქვს, შემდგომი ფილმები, რომელთაც აუცილებლად ვნახავ, უფრო უკეთესი იქნება.

***
კარასტანში დაკარგული

ბენ ჰოპკინსის ფილმი, კარასტანში დაკარგული, მოგვითხრობს ერთი ბრიტანელი რეჟისორის შესახებ რომელიც თავისი ფილმების ჩვენება-განხილვისთვის მიემგზავრება კარასტანში. იგი საკმაოდ უცნაურ  სიტუაციაში აღმოჩნდება კავკასიის რეგიონში ვითომარსებულ რესპუბლიკაში.

***

უცნაურია, გერქვას ფედერიკო

ეტორე სკოლა მოგვითხრობს ფედერიკო ფელინის შესახებ. დოკუმენტური მასალებით გაჯერებული ფილმიწარმოაჩენს ფელინის ცხოვრებას – როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა გენიალური რეჟისორი. ფილმში აგრეთვე გადმოცემული მისი და სკოლას შეხვედრა და მათ შორის მეგობრობა.

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: