ღვდელი, პრივილეგია და ყველაფერი, რაც დეგრადაციასთანაა კავშირში

ღვდელი-ტაბურეტკა

ღვდელი-ტაბურეტკა

ფოტოების გადაღება კარგია. კარგ ფოტოსურათებზე არაერთი ადამიანი კარგავს ჭკუას. ვიცით ფოტოები, რომლებსაც უღებენ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, შვილებს და ასე შემდეგ. არის პორტრეტები, პეიზაჟები, შიშველი ფოტოები (ე.წ. ნუდები). ფოტოებს იღებენ რაიმე მასალის ვიზუალიზაციისა და უკეთ აღსაქმელობისთვისაც. მათ ფართო გამოყენება აქვს როგორც რეკლამირების, ასევე სამეცნიერო თუ სხვა საქმიანობისთვის. არის სახუმარო ფოტოებიც, რომლის გადაღებასაც ქვემოთ ნახსენები პერსონა შეეცადა. მასთან შეხვედრის ბედნიერება ჯერ-ჯერობით ორჯერ მქონდა. ხვალ მესამედ მექნება, ალბათ და ზეგ მეოთხედ.

***
კვირა დღეს, წმინდა დღეს (🙂 ), ღვდლის შვილი მოიყვანეს მარჯვენა მხარ-ლავიწ-კისერ-სახე კარგად გადახეხილი. კისრის სისხლძარღვების სერიოზული დაზიანებით. მიმღებში შემოსვლიდან სამ წუთში რომ საოპერაციოში ააქანეს, ისეთი. მოტოციკლიდან გადმოვარდნილა. უადგილო ადგილას გამოვარდნილ ტაქსის მანქანას თავი ვერ აარიდა და მაგრად დაშავდა ასფალტზე.
იმ დღეს კატასტროფის სამსახურში ვიყავი მორიგე. რადგან საქმე არაფერი მქონდა, მიმღებ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს შევეხიზნე და იქაურ ექთნებსა და ექიმებს ვეხმარებოდი. საოპერაციოდან პირდაპირ CT კვლევაზე ჩავიყვანეთ – ძირითადმა საფრთხემ რომ ჩაიარა.
პირველად მაშინ შევხვდი მამა ღვდელს. შვილს დახედა და სურათების გადასაღებად რომელიღაც ,,სვეცკი” (ეს სიტყვა იმიტომ, ერთმორწმუნემ არ გვიწყინოს, თორე ფეშენსაც ვიტყოდი) ტელეფონი გააძრო (ოდნავ სლენგ ტერმინოლოგიასაც ხვდებით, ალბათ, რატომ ვიყენებ). მშვიდად ვუთხარი, რომ სურათების გადაღება კატეგორიულად იყო აკრძალული, მით უმეტეს პაციენტის სახის ამსახველის. დიდი ახსნა-განმარტების შემდეგ, გაიგო – ამას დაახლოებით მთელი გზა დასჭირდა: ჯერ -მიმღებიდან, შემდეგ მიმღების ლიფტიდან CT ოთახამდე. იქ, როცა პაციენტის გადასაწვენად დამხმარე ძალა მოვიძიეთ, მან კიდევ გადაღება დაიწყო. გავბრაზდი და ცოტა მკაცრად მოვთხოვე ტელეფონის გამორთვა, რაზეც მიპასუხა, რომ ექიმმა დართო ნება.
გავჩერდი. რადგან ექიმმა ნება დართო, მთელი პასუხისმგებლობა მასვე ეკისრებოდა და ყლეზე დავიკიდე. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ არავისაც არ დაურთავს ნება და თავნებობა-თვითნებობა-მატყუარობის გამო ჯოხი ჩემზე გადატყდა. ერთი პირობა ვიფიქრე, შენი საქმე არაა, ვინ გტყნავს, შარვალს რომ იხდი – ადე, წადი, დაიძინე და ამათ თავში ქვა უხლიათ, ტრაკში კიტრი გაუჩრიათ-თქო. მაგრამ დავიკიდე ეს გაბრაზებაც და მშვიდობით დავაბინავე იმ განყოფილებაში, სადაც მეორე დილით მიწევდა მისვლა.
***
ინტენსიურ თერაპიაში მუშაობისას რაც მღლის ყველაზე მეტად იქიდან პირველია ექიმის მიერ გაცემული განკარგულებების უთავბოლობაა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, მეორე – პაციენტის მნახველების საათები და მათთან ურთიერთობა – ათასში ერთხელ გაგიმართლოს და ვინმემ გაიგოს სწორედ ის, რასაც ეუბნები და არა ის, რაც მას აწყობს. დღესაც ასე მოხდა. როგორღაც, ოთხიდან ორი პაციენტი გავწერე და დარჩენილ ორთან მიწევდა მუშაობა შედარებით მსუბუქად.
ღვდლის შვილი ჩემი პაციენტების სიაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ნახვის საათებში მოტეხილი ქვედა ყბის კორექციას უტარებდნენ საოპერაციოში. ნახვის საათების გასვლის შემდეგ კი ადმინისტრაცია კატეგორიულად გვიკრძალავს ვინმეს გამონაკლისად შეშვებას. მოხდა ისე, რომ ეს ხსენებული ღვდელი როგორღაც შემოვიდა – უხალათოდ, ანაფორით და წვერით. ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მალე დაესრულებინა თავისი საქმე და წასულიყო. სიტუაციაც ავუხსენი. ნამდვლად არ მინდოდა, ვიღაცის და მით უმეტეს, მატყუარა ღვდლის გამო, მეორედ საყვედური ამერტყა და კიდევ ერთი ჯარიმა პირველ უაზრო და დღემდე გაურკვეველმიზეზიან (105 ლარიან) ჯარიმასთან ერთად.
მე: – დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.
ღვდელი: -ჩემთვის შეიძლება.
მე:- არავისთვის შეიძლება. ეს განყოფილებაა, სადაც ნებიმიერი სახის ზედმეტი კონტაქტი პაციენტთან და დიდი ხნით მასთან დარჩენა არ შეიძლება. თანაც ნახვის საათები დასრულებულია და მცირე დროის განმავლობაში, რადგან აქ ხართ, მოასწარით ნახვა და გასვლა.
ღვდელი: – ჩემთვის შეიძლება. – ჯერ გავოგნდი. მერე გავბრაზდი. ეს მატყუარა ღვდელი, დიდი რეგვენიც ყოფილა და შეუგნებელიც.
მე:- არ შეიძლება. თქვენ არც სამკურნალო მირონი შემოგაქვთ და არც განმკურნებელი შუქი.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ მირონიც შემოჰქონდა და შუქიც. აღმოჩნდა ისიც, რომ ,,ექიმად” უმუშავია 1992 წლამდე. ესეც, სავარაუდოდ, ტყუილი – ელემენტარული სანიტარული ნორმების გარტყმაში არ იყო.
განსაკუთრებული აგრესია გაუჩნდა მაშინ, როდესაც გაიგო, რომ ათეისტი ვიყავი. დაასკვნა, რომ აგრესიით ვეპყრობოდი, ვერ აიტანა, მის ღვდლობას – ანუ პრივილეგირებულობას- ვიღაც არ აღიარებდა. ვერ აიტანა ისიც, რომ ვიღაც თავდახრილი არ მივიდა და ყლეზე არ ემთხვია მადლის მისაღებად. გამოიძია ჩემი შტატიანობა-უშტატობა, სახელი – ალბათ, მუქარის შეფარვითი ფორმის გამოხატულებად. აღნიშნა, რომ ხუთ საათზეც ამოვიდოდა შვილის სანახავად, რადგან ღვდელი იყო და კიდევ ყოველდღე იმ საათებში, როცა მას გაუხარდებოდა. ადმინისტრაციის კარისკენ დავულოცე გზა. ვუთხარი, იქ შეეთანხმებინა და მე პრობლემა არ მექნებოდა მასთან არანაირი. გარდა ამ უზრდელურ- ჯიხვური ქცევისა, თავის აგრესიას იმით ამართლებდა, რომ სიყვარულის ენით მესაუბრებოდა.
საბედნიეროდ, მთავარი ექიმი შემოვიდა და მას მოახსენა ყოველივე. როცა მანაც ჩემი მხარე დაიჭირა და აუხსნა ყველაფერი თავიდან, რაც მე ათასჯერ გამამეორებინა რამდენიმე წუთის წინ, მაგრამ მაინც რქებით მაწვებოდა, ახლა მასზე გადავიდა.
ამდენ ლაყბობაში თავის საქმეს სრულად მოითავებდა, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ და მის ნება-სურვილებს სხვა, მისთვის მიუღებელი, სრულიად სამართლიანი კანონები ეღობებოდა წინ – ეს კი რა თქმა უნდა, მის ზეგავლენასა და პიროვნულ თავდაჯერებულობა-ამპარტავნებას სულაც არ აწყობდა. ამიტომაც გამართა სპექტაკლი. მთავარმა ექიმმა ნება დართო ცოტა ხნით დარჩენილიყო და ლოცვა წაეკითხა შვილისთვის. რახან ნება დართული იყო, მე ისევ ყლეზე დავიკიდე და მშვიდად განვაგრძე ის საქმე, რასაც მასთან საუბრის პარალელურადაც ვაკეთებდი.
როცა მორჩა ლოცვის კითხვას, მომიბრუნდა და მითხრა:
– ცუდად არ გაიგო, მაგრამ ერთი რაღაც უნდა გითხრა. წყევლად ნუ ჩათვლი, ლოცვაა – ისე მოხდეს, რომ ღმერთმა თავის არსებობაში დაგარწმუნოს (თუ რაღაც ამდაგვარი მითხრა. მოკლედ, ,,იაგავად” – როგორც ბებიაჩემი იტყოდა).
გავცოფდი.
– უკან მოგიბრუნდეთ! – ვუთხარი მშვიდად და ზურგი ვაქციე – მიბრძანდით და იმედია ნებას არ დაგრთავენ აქ ყოველ ხუთ წუთში ირბინოთ და ხელი შემიშალოთ საქმიანობაში.
გასვლამდე მისცვივდნენ ექთნები, რომლებიც აქამდე ერთვებოდნენ ჩვენს საუბარში შიგადაშიგ და ძირითადად, ღვდლის მხარეს იჭერდნენ, და დალოცვა სთხოვეს. დალოცა და წავიდა.
ცოტა ხანში დაცვის ბიჭები ამოვიდნენ და მისი ძებნა დაიწყეს – სავარაუდოდ, მთავარმა ექიმმა შეატყობინა ადმინისტრაციას და კატეგორიულად მოსთხოვა ასეთი რამის განუმეორებლობა.
გულს მეფონა. ამდენი აგრესიის ფრქვევის შემდეგ, დავინახე ერთი კარგი რამ – ადმინისტრაცია იმ მხარეს დგას რომ ღვდლები არ არიან პრივილეგირებული არსებები და ისინიც ისევე დაატარებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, უხილავ სიბინძურესა თუ მტვერს, როგორც სხვა მოკვდავები და მათი ტანსაცელი და არ არსებობს არანაირი მირონ-ნათელიანი გამოვლინება მათ შორის.
მივხვდი იმასაც, რომ სრულიად ხელფასისთვის უნდა ვიმუშაო და არაფერი გავაკეთო ზედმეტი იმისთვის, რისთვისაც არათუ მადლობას მეტყვიან, არამედ, აქთ გამომლანძღავენ და მიმაწყევლიან. მესმის, რომ შვილია და გული შესტკივა (და მაგიტომ უღებდა ფოტოებს ^_^ ) ასეთ განყოფილებაში რომ უწევს, მაგრამ რით არის სხვებზე მეტი, რა აძლევს საკუთარ თავზე გამორჩეულობის წარმოდგენის უფლებას? სხვების შვილებიც ხომ წვანან, დედები, მამები, ცოლები და ქმრები, ან უბრალოდ მეგობრები და კარგი მეგობრები? როდემდე უნდა განისაზღვრებოდეს ანაფორით, წვერით და ”ლოცვის” ლუღლუღით ადამიანის სტატუსი და პრივილეგირებულობა?
p.s. დიალოგებს აკლია ის აზრს, ლოგიკას და აზროვნების კანონებს მოკლებული ყლეობები, რასაც ღვდელი საუბრობდა. IQ – 0. ცხოვრებისეული სირობა მაგალითები, სიყვარულის ენით ნაქადაგები ბოროტება და ამ ყლეობას- ჩემი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი, არ დავიჯერებდი – უსმენს ხალხი!

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: