BIAFF 2014 იწყება

IX BIAFFსაავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა. მის შესახებ ცოტა მოგვიანებით შევიტყვე და იმის შემდეგ მოსვენებას არ მაძლევს მასზე წასვლის ფიქრი. ერთი შეხედვით, არაფერი უნდა იქ მოხვედრას – მთავარია, საზაფხულო განწყობა და კარგი კინოს სიყვარული. დანარჩენს მოევლება. მაგრამ, როცა არც თუ ისე წარმატებული სტუდენტი ხარ, შენს საქმეში ასე თუ ისე მოიკოჭლებ და სხვა, არასაშენპროფესიო რამეებიც გიტაცებს, ყველაფერი რთულდება – ეჭვქვეშ დგება შენი დიპლომის საკითხი და არაა სახარბიელო, ექვსწლიანი შრომის შემდეგ, შენი პროფესიის ნაცვლად საღორეში აღმოჩნდე (ფერმის პატრონები ცუდად ნუ გამიგებთ – მიუხედავად გლეხის ბიჭობისა, ღორი მხოლოდ საჭმელად მიყვარს. ისიც თოვლიან ზამთარში და სოფლის ბუხრისპირას).
თემიდან შორს წავედი. ნოსტალგია და ფესტივალზე წასვლის სიხარული თავისას შვება. დიდხნიანი დაგეგმარების, ათასი ხელისშემშლელი ფაქტორის მოშორების შემდეგ მე მივდივარ ბათუმში. მართალია, ჯერ არ დამიგეგმავს რას და როგორ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი, რომ ზღვისთვის არ მივდივარ. მთელი ერთი კვირის განმავლობაში (14-21 სეტემბერი) ფილმებში და თანაც გემოვნებიან ფილმებში უნდა ჩავერთო. მოვიწყვიტო მთელი სამყარო და ალბათ, ბლოგსაც, რომელიც ასე ჩაკვდა, ეშველება ბათუმური პოსტების სიმრავლით.
რაც შეეხება კინოფესტივალის აფიშას, ჟიურის წევრებს, სიახლეებს, შეგიძლიათ იხილოთ BIAFF-ს ოფიციალურ გვერდზე.

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: