Penny Dreadful

Penny-Dreadful-TitleShowtime-ს მომდევნო, კარგად გაკეთებული სერიალი, რომლის პირველი სერია 2014 წლის 11 მაისს დაანონსდა (თუმცა 28 აპრილს გაუშვეს ინტერნეტ-სივრცეში). კარგი ეფექტებით, შინაარსითა და გემოვნებით შეზავებული სიუჟეტები საშინელებათა ჟანრით დაინტერესებულ მაყურებელს იმთავითვე დამოკიდებულს ხდის თავისზე. მისტიკისა და ფენტეზის ელემენტები აძლიერებენ დრამას, სადაც ბოროტისა და კეთილის ბრძოლასთან ერთად ჩანს ადამიანის თავისუფალი ნება. ადამიანის ეს ნება, ანუ შუა ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის, თავისდაუნებურად ერთვება სინათლისა და სიბნელის ომში.
სერიალის სიუჟეტი მთავარი გმირების შეკრებით იწყება, წინ კი მაყურებლის დასაინტრიგებლად, უძღვის რამდენიმე უცნაური და შემზარავი ფაქტი. მთავარი გმირების ერთად შეკრების უპირველესი მიზეზი ძიებაა დაკარგული გოგონასი, რომელიც იდუმალებითმოცულ ვითარებაში გაუჩინარდა.

ტელეშოუში ვხვდებით ბევრ ჩვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟს – თავისი, ძველთან შერწყმული ახალი ისტორიებით: დოქტორ ვიქტორ ფრანკენშტეინს (Harry Treadaway) და მის ქმნილებებს, ასევე – დორიან გრეის (Reeve Carney), (პროფესორ) ვან ჰელსინგს (David Warner), ვამპირებს. მათ გვერდით, ახალ გმირებს: სერ მალკოლმ მიურეი(Timothy Dalton), ვანესა აივსი (Eva Green), ითან ჩენდლერი (Josh Hartnett), სემბინი (Danny Sapani)…

Penny-Dreadful-Megasite-16x9-1ბოროტებასთან ბრძოლის გარდა, სერიალი წინ გვიშლის აკრძალული ხილის დაგემოვნებით მიღებულ შედეგს – როგორ იცვლება ერთ-ერთი მთავარი გმირი (ვანესა აივსი) ბავშვობიდან პირველცოდვამდე. სუსტი სქესის დაცემა და ბრძოლისუნარიანობა, რომ კვლავ დადგეს ფეხზე, შეერკინოს მასში გამეფებულ უხილავ ძალას, მაყურებელში ერთგვარ აღფრთოვანებას იწვევს. თითქოს, მაშინ იწყება ბოროტებასთან ბრძოლა, როცა აღმოაჩენს, რომ მისითაა გარემოცული.

არანაკლებ საინტერესოა ჯოშ ჰარტნეტის გმირი – იდუმალებით მოცული ითან ჩენდლერი, რომელიც თავისი ასაკის შეუფერებელ ისტორიებს ,,მიიწერს”. იგი თავიდან უხალისოდ ერთვება ვამპირებთან ბრძოლაში, თითქოს არ სცნობს მათ და პირველად ხედავს (თუმცა, სავარაუდოდ, მისთვის ახალი ხილი არ უნდა იყოს).
ფრანკენშტეინი აქაც ახალი ქმნილებების შექმნითაა გატაცებული. მაგრამ უფრო ინტერესით მოცულია მისი ურთიერთობა თავის ამ უკვდავ ქმნილებებთან.
დორიან გრეი – ისევ ისეთი მიმზიდველი, ნარცისი და ცდუნების სიმბოლოა, რომელიც ტკბება სამყაროს სილამაზით, მისი წარმავლობითა და მისი მდგმურებით.

Penny.Dreadful.S01E01.1080i.HDTV.DD5.1.MPEG2-NTb5სერ მალკოლმ მიურეი – მოგზაური, მკაცრი იერის, ცივი გულისა და შვილებზე უზომოდ შეყვარებული გმირია. იგი შეიძლება წარმოვიდგინოთ სამოთხის იმ გველად, ევას რომ ვაშლი გაუწოდა. თუმცა, ქალის დაცემის შემდეგ, იგი მზადაა ამ ქალთან კავშირის შესაკრავად, რათა კვლავ დაუბრუნდეს ძველებურ ცხოვრებას.
ხანდახან აქა-იქ გაკრთება ზოგიერთი კარგად ნაცნობი გმირი, რომლებიც სულ სხვა, თუმცა არა რადიკალურ, ამპლუაში გვევლინება.
გმირების გამორჩეულობის, თემის სიმდიდრის, კადრების ხარისხისა თუ სხვა ოსტატობების გამო, საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ისეთი სერიალია, რომლის ყურებისას დაკარგულ დროს ნამდვილად არ ინანებთ.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: