Drawn together

drawn together

drawn together


მილიონობით კამერა. რვა გმირი. მათი ცხოვრების შიშველი დეტალები. შარჟებით, ბინძური იუმორით, არაადეკვატურობით აღსავსე სცენები -ეს არის Comedy Central-ის უფროსებისთვის გადაღბული ანიმაციური სიტკომი.
ზემოთხსენებულთაგან თითოეული დაუსრულებელ სატელევიზიო შოუში ცდილობს გამარჯვებას. ყველა მათგანი ებრაული წარმოშობის მდიდარმა ამერიკელმა ,,დინამიკმა” შექმნა, ,,ჩახატა” და მთელი ცხოვრება გაუწერა. გმირები იქცევიან ისე, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ და გაუცნობიერებლად,როგორც შოუს პროდუსერს სურს.

გმირი კაპიტანი ლესლი – ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ანტიგმირი, გარყვნილი, პანსექსუალი, ავხორცი პერსონაა, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც სასარგებლო და სასიამოვნოა მხოლოდ მისთვის. აქვს სექსი ყველასთან და ყველაფერთან. მისი პროტოტიპი თითქმის ყველა სუპერგმირია, ვისაც კომიქსებიდან, მულტფილმებიდან თუ ფილმებიდან ვიცნობთ.
ტუტ ბრაუნშტაინი – შექმნილია ბეტი ბუპის მიხედვით. 20-იანი წლების სექს სიმბოლო, ალკოჰოლიკი, შავ-თეთრში გადაწყვეტილი გმირი, რომელსაც სურს ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს (attention whore). კონფლიქტების მაპროვოცირებელი მთავარი ფიგურა. გვევლინება ხან ფსიქო-მაზოხისტად, ხან ალკოჰოლიკად, ხან წმინდა ძროხად და ა.შ.
პრინცესა კლარა – განებივრებული, რელიგიური ფანატი, შეუწყნარებელი პერსონაჟი, რომლის პროტოტიპი დისნეის პრინცესები არიან. მასაც, როგორც ყველა პრინცესას, არ შეუძლია,,მოისაქმოს” და მალავს საშინელ საიდუმლოს რვაფეხა ვაგინას სახით.
ვოლდორ ჯებედაია სოკბეტი შეიქმნა სპანჯბობისა და სტიმპის შერწყმით. არის ყვითელი, პენისთანმიახლოებული წარმონაქმნი, რომლის წინდები ძალიან ჰგავს პრეზერვატივებს.
ქსანდირ ვიფლბოტომი – კომპიუტერული თამაშების გმირი, რომელიც შეპყრობილია რომელიღაც პრინცესას გადარჩენის იდეით. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, არის ჰომოსექსუალი და გარყვნილი კაპიტნის მკლავებშიც აღმოჩნდება.
ფოქსი ლავი – აფროამერიკული წარმოშობის სექს-თოჯინა მელიის კუდით, ლამაზი ძუძუებითა და უკანალით. მისი მთავარი იარაღია ენა, რომელსაც იყენებს როორც თავდაცვის, ისე სექსუალური ფანტაზიების ხორცშესხმის მიზნით.
სპენკი ჰემი – სექსუალური ობსესიების, ბინძური, გულისამრევი იუმორის მქონე,ინტერნეტ-ღორი. შეიქმნა პორკი პიგის მიხედვით.
ლინგ ლინგი – იაპონური მულტფილმების სუიციდური მიდრეკილების მქონე გმირი, რომელიც ფსევდოიაპონურად საუბრობს.
რეალითი შოუს მონაწილეები ამბობენ ყველაფერს, რაც პირზე მოადგებათ, აკეთებენ იმას რაც უნდათ. სასაცილოა, მათ მიერ გარკვეული სიტუაციების ‘სწორი’ შეფასება. სცენარისტებს ყოველთვის მიჰყავთ გმირები დასკვნამდე, რომ აუცილებელია სიყვარული, სიმშვიდე და მეგობრობა, ბოლოს კი საოცრად აშარჟებენ ამ იდეას. დასცინიან ეროვნულ ღირსებებს, რელიგიების წმინდა ადამიანურ წარმოდგენებს, ადამიანურ სულმოკლეობას, ან სიდიადეს. სცენარისტებისთვის არ არსებობს ჩარჩო, რომელსაც მათი მოქნილი და მყრალი ენა ვერ გაარღვევს.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: