ქართველი მიცვალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

სუდარიანი მიცვალებული აქციაზე

ფოტოშოპით გაკეთებული ინტერნეტიდან აღებული ფოტო

ორი დღეა, 2014 წლის 12 თებერვლის დილის ათის ნახევრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით  სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიებზე მიცვალებულები საპროტესტო აქციას მართავენ. ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების უმეტესობამ მათთან მიახლოება ვერ გაბედა. ისინი მხოლოდ შორიდან, გონებაში იფიქსირებენ მიმდინარე მოვლენებს.

მიცვალებულთა მოთხოვნები ფრიად შეზღუდულია. ისინი ითხოვენ კუბოების ზომის გაზრდასა და მათში საყოფაცხოვრებო ნივთების უფრო მეტი რაოდენობით ჩაყოლებას.

გარდაცვლილები უარს აცხადებენ საკუთარი სახელის ხსენებაზე და ოჯახის წევრებისა და ნათესავების ადგილზე მისვლას ითხოვენ. როგორც ცნობილი გახდა, მათ ეკრძალებათ საკუთარი სახელის ხსენება, რადგან ამ შემთხვევაში, ისევ განსაწმენდელში დაბრუნება მოუწევთ (განსაწმენდელი ადგილია საიქიოსა და სააქაოს შორის, სადაც გარდაცვლილი პირველად  ხვდება გარდაცვალების შემდეგ. აქ დაჰყოფს ორმოც დღეს ან უფრო ნაკლებს და შემდეგ გადადის საიქიოში. განსაწმენდელში შეყოვნება დამოკიდებულია რწმენის სიმყარესა და ცოდვების რაოდენობაზე. ასევე, მიცვალებულთა ოჯახის წევრების ლოცვის სიძლიერესა და მათ სახელზე ეკლესიებში გაღებულ შეწირულობებზე – ავტ. შენიშვნა).

– მე პირადად, ნათელი და სანთლი არ მაკლია, არც ხსენებასა და მოგონებას ვუჩივი – განაცხადა ერთ-ერთმა მიცვალებულმა- საკვებიც თავზესაყრელი მაქვს, მაგრამ ბოლო სუდარა-ღა დამრჩა, რომლითაც ამ აქციაზე მოვედი. ვთხოვ ჩემს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, მათ მეზობელ რობერტს, რომელიც ორ დღეში გარდაიცვლება, გამოატანონ ჩემი საზაფხულო კაბა, რამდენიმე ხელი საცვალი და ცისფერი სანდლები. კარგი იქნება, თუ ყოველ წელიწადს რამეს გამომიგზავნიან. ჩვენთან არ არის ფაბრიკა-ქარხნები. მიცვალებულთა უმეტესობა შიშველი დადის, მაგრამ მე მრცხვენია ასე სიარული.

– უთო მინდა, შვილო და სავარცხელი. სარეცხ მანქანას ვერ მოვთხოვ ჩემს ოჯახის წევრებს, სიცოცხლეშიც არ მქონია და როგორც ვიცი, ახლაც არ აქვთ თავადაც. ერთი უთო გვაქვს, ისიც საბჭოთა კავშირის დროინდელი და რა გახდა ნორმალური უთოს გამოგზავნა – აცხადებს წითურთმიანი, მაღალი ქალბატონი.

– ძმა, სია მქონდა ჩამოწერილი, რაც უნდა ჩაეყოლებინათ ჩემთვის, მარა არაფერი ჩამატანეს. არ ჩატეულა, როგორც გავიგე. მინდა, რომ ჩემი მამიდაშვილის კუბოში რამე ჩადონ. გამხდარია და კარგად ჩაეტევა ყველაფერი ჩემთვისაც – აღნიშნა სუდარაზე ტყავისკურტკამოცმულმა, სათვალეებიანმა ახალგაზრდა ბიჭმა.

– ბაბუა, ვერ მშველოდი, ვერ მშველოდი და სასტრაფო მაინც გამეგეძახებიაყენ – მითხრა ბაბუაჩემმა – რაიზა არ წეიკითხე ი ლოცვები ჩემ თავთან, ორმოცი დღეი ვიყაი გასაწმენდელში. ასთე მიგდება ვის გოუგონია.

მიცვალებულთა შორის შევნიშნეთ პოლ უოკერიც, რომელიც ქართველი მიცვალებულების მხარდასაჭერად  და ერთი თხოვნით მოსულა:

– კარგი ხალხია, თავიანთ სუფრაზე ხშირად მიწვევენ. ნათელსა და სანთელს მიზიაებენ. ხსენება ჩემიც მაქვს და მოგონება. ქართველებთან ერთი თხოვნა მაქვს: წარმოშობით ქართველი ვყოფილვარ. უოკერები ადრე სირბილაძეები ყოფილან. ჩემი შტო ძალიან ზანტი ყოფილა და ჩემს წინაპრებს ამერიკაში წასვლამდე ,,მოსეირნეებს” ეძახდნენ. ამიტომაც, პირველმა წარმომადგენელმა ამერიკაში მოხვედრისთანავე ეს ზედმეტსახელი გვარად აიღო. ძალიან გთხოვთ, გამირკვიოთ, მართლა ასეა თუ არა. მაინტერესებს, რამდენად ქართველი ვარ. საიქიოში ბევრი ტესტი გავიარე და ასი ქულიდან ოთხმოცზე ნაკლები არცერთში ამიღია -განაცხადა პოლმა.

– ჩვენ გვინდა შევახსენოთ ხალხს, რომ ისინიც გარდაიცვლებიან და მათაც მოუწევთ მსგავსი აქციების გამართვა. ეს საკითხი დრულად უნდა მოგვარდეს, რადგან სამომავლოდგადაცვლილებსაც არ მოუწიოთ შემდგომში აქ დგომა. ჩვენ გადავიცვალეთ, სხვა სამყაროში გადავედით. მხოლოდ ნათელი, სანთელი, ხსენება და მოგონება არ გვყოფნის. გარდაცვლილები, მაგრამ ჯერ კიდევ ადამიანები ვართ და საყოფაცხოვრებო ნივთები ჩვენც გვჭირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შიშის დაძლევის შემდეგ, ისინი აუცილებლად შეუერთდებიან მათ.

– ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ მათ დახმარებას. გვესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს და ვერ ამარაგებენ თავიანთ მიცვალებულებს სათანადოდ. გვაქვს პროექტები და იდეები, დაიკრძალოს კუბოები ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს პროექტი დღესვე შემუშავდა და ”წმ. თამარ მეფის სახელობის ცხრაზემეტი კუბოს საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა-დაკრძალვის” სახელით უნდა წარვადგინოთ შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციაში.

დამკრძალავი ბიუროები იწყებენ ფიქრს კუბოების კომპაქტურობისა და კეთილმოწყობის შესახებ. ისინი აპირებენ გაოაცხადონ კონკურსები. აპირებენ მოიწვიონ ჟურნალისტები და ბლოგერები იდეის გასაშუქებლად და პოულარიზაციისთვის. გამარჯვებულს პრიზად კონკურში გამარჯვებული მეკუბოვე კომპანიის თანამედროვე, კეთილმოწყობილი კუბო და დამკრძალავი ბიუროს უფასო ერთჯერადი გამოყენების ტალონი გადაეცემა.

საქართველოს მთავრობა ჯერ-ჯერობით თავს იკავებს სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გაკეთებისგან. აშკარა ხდება, რომ საჭიროა  შეიქმნას და ფუნქცონირება დაიწყოს გარდაცვლილ პირთა სამინისტრომ, რომელიც შეიმუშავებს კანონს მათ უფლებებსა და საფლავთა კეთილმოწყობის შესახებ.

P.S. სამწუხაროდ, ფოტო-ფონო-ვიდეომასალის მოპოვება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან თანამედროვე აღჭურვილობას ჯერ კიდევ არ ძალუძს დააფიქსიროს გარდაცვლილთა გამოსახულება და ხმა.

Categories: დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tags: , , , , , , , , , , , , , | 4 Comments

Post navigation

4 thoughts on “ქართველი მიცვალებულები საპროტესტო აქციას მართავენ

  1. ვაიმე ომარ!😀 შეშფოთებას და აღშფოთებას გამოვხატავ, შეარ მათ მდგომარეობას😀 აუ რამდენი ვიცინე. :DDD

    ისე კი, ამას წინათ საფლავზე ვიყავი გასული, ჯერ ერთი საფლავი ვნახე, საფლავი კი არა დასასვენებელი სკვერი იყო, მანქანის დასაყენებელი ადგილიც კი ქონდათ გამოყოფილი, სულ წითელ მარმარილოში ჩასმული, მოსასვენებელი სკამებით. ეს ერთი შოკი! და მეორე შოკი ის იყო, როცა ქვა დავინახე, გულის ფორმის და ზედ ახალგაზრდა ქალი და კაცი იყო გამოსახული. საწყლები, ეტყობა ან ავარიაში მოყვნენ ერთად ან რამე მსგავსითქო, ვიფიქრე. არ მკითხოთ რატომ მიხვედი და დაათვალიერეო, მივედი და ვნახე რომ ამხელა ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, მამაკაცის საფლავი იყო, ქალის არც სახელი იყო და არც გვარი. ჩემი ვარაუდით მოსიყვარულე ცოლმა მიუძღვნა ქმარს. ამის მერე რაღა უნდა თქვა და გააკეთო, გაკერპებული ყავთ მიცვალებულები და ცოცხლებს არ ახარჯებენ იმდენ ფულს რამდენსაც გარდაცვლილის საფლავს.

    • არა, საფლავებს მეც ვათვალიერებდი და ვკითხულობდი ერთ დროს. ახლა საუკუნეა არ გავსულვარ სასაფლაოებზე კი არა, მახლობლადაც არ ჩამივლია :დ ოღონდ ეგეთი საფლავები ჩვენთან მართლა არ მინახავს. აკლდამებს და მსგავსს ყველგან უგებენ თითქმის. ხელოვნების ძეგლებად აქვთ მიცვალებულთა მოსასვენებელი ქცეული. ვიღაცას ფბ-ზე მდიდარი ბოშების საფლავების ფოტოებიც ედო ადრე :დ

  2. როგორც მახსოვს დათო ტურაშვილს აქვს დაწერილი დაახლოებით ასეთი რამ, რომ საბჭოთა კავშირმა ყველანაირი საკუთრება რომ წაგვართვა, ქართველ კაცს მხოლოდ საფლავი შემორჩა, მხოლოდ ამით ინიშნავდა რაღაც ისეთს რაც მხოლოდ მისი იყოო, ალბათ ამიტომ გვაქვს ქართველებს საფლავების ნაცვლად სასახლეები და ჩვენი ოცნებების რეალიზებას რატომღაც დღესაც ამ ფორმით ვცდილობთ.
    პ.ს. ძალიან საინტერესო იყო გარდაცვლილების ესაპროტესტო აქცია, მაგრამ საქართველოს მთავრობა ცოცხალ ხალხს ვერ ეხმარება და არამგონია კიდევ ერთი სამინისტროს შექმნამ რამე შედეგი გამოიღოს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: