ჩემი რექსი

rex

ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კარგი ძაღლი სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობს, სახლიდან მიდის, რათა პატრონმა მისი სიკვდილი არ ნახოს. მამაჩემი თვლის – ადამიანი შინაური ცხოველის სიკვდილით ხვდება, რომ ყველაფერი წარმავალია და გარშემომყოფთა სიკვდილსაც ნაკლებემოციურად აღიქვამს. დედა მოშინაურებული ცხოველებისადმი ვერაა მთლად კეთილგანწყობილი. განსაკუთრებით არ უყვარს კატები. მე, რა თქმა უნდა, დედის წამბაძველობით, საკუთარი თავი ბავშვობიდან შემომერწმუნა იმაში, რომ კატები ცუდები არიან. ძაღლებსაც ვერ ვწყალობ დიდად მას შემდეგ, რაც ჩემი ბავშვობის მეგობარი – რაღაცასთან ნაჯვარი გერმანული ნაგაზი სახლიდან თორმეტი თუ ცამეტი წლისა წავიდა. მას შემდეგ საოცარი უხასათობა, უჟმურობა და ყველაფრისადმი ინდიფერენტულობა დამჩემდა. ერთადერთ მიზანს მამაზე დიდ ,,ბიზნესმელად” ქცევა წარმოადგენდა.

ასე და ამგვარად ვცხოვრობდი არც თუ ისე შეძლებული ოჯახის ,,რანჩოზე”, სანამ მამამ წმინდა სისხლის გერმანული ნაგაზის ლეკვი არ მაჩუქა. არ გამხარებია – მისი მოვლა მე დამევალებოდა და ზედმეტი დროის გამოყოფა მასზე ზრუნვისთვის არ მინდოდა. სახელის შერჩევაზეც არ მომიკლავს თავი. ერთადერთი მოსაზრება მაშინ გამოვთქვი, როცა აწგარდაცვლილი მეგობრის სახელს არქმევდნენ. მამას ძმაკაცებმა ბაქსა დაარქვეს, მამამ – რექსა. ,,ა”-ზე დაბოლოებული სახელი გაკვეული მიზეზების გამო არ მომწონდა და მე დღემდე თანხმოვანფუძიანი სახელით მოვიხსენიებ.

იმ დღიდან მოყოლებული, სახლში ყოფნისას, რექსი არ მშორდება. თავიდან არც ვეფერებოდი, არც ვკვებავდი. ერთი სიტყვით, მანამ არ ვზრუნავდი მასზე, სანამ მამამ რამდენჯერმე არ დამსაჯა. მის მოვლაში მოფერებასაც დავეჩვიე. რექსს ჩემს დანახვას დღემდე არაფერი უჩევნია. ცდილობს, სულ ჩემთან იყოს, ჩემს ლოგინზე დაიძინოს ჩემთან ერთად (რაზეც დედა ყოველთვის ჩხუბობს) და აბა, ვინმემ ჩემი მისამართით ხმას აუწიოს. მის გარეშე სოფლის ქუჩაშიც ვერ გავდივარ და არც ის მწყინს, ვიღაც დუმბაძეწაკითხულმა ,,სულძაღლიანი” რომ შემარქვა.

თითქოს, ყველაფერი ესმის. კარგი ძაღლი და მეგობარია რექსი. ერთადერთი, რაც არ უყვარს, განსაკუთრებით ზამთარში, ბანაობაა. დაღვრემილი სახით დგას აბაზანასთან და ყოველთვის ,,იქნებ გადაიფიქრო” თვალებით მიყურებს. ცუდია, რომ ლაპარაკი არ შეუძლია.

***

მამა ავარიაში მოყვა. თვითონ ადვილად გადარჩა, მანქანა საერთოდ ვერ. ღვედმა გადაგარჩინაო – უთხრეს. ასეთ რაღაცებზე ყოველთვის მეცინება, მაგრამ, მგონი, მართლაც ასე იყო. რექსი იმ დღეს ვერ ჩერდებოდა, მოუსვენრობდა, ყეფდა, წკმუტუნებდა, საითკენღაც წასვლას მანიშნებდა. მამამ რომ დარეკა – მანქანა დავამტვრიეო- უკვე წყნარად იყო. ოთახში ჩემი ლოგინის წინ იწვა და წყლიანი თვალებით მიყურებდა.

რამდენიმე თვეში მამამ ახალი მანქანა, ,,მერსედეს” რაღაც იყიდა.

– მა, არ გინდა მანქანა დააზღვიო? რა იცი რა ხდება. ფრთხილი მძღოლი კი ხარ, მაგრამ მაგანაც ვერ გიშველა – ირონიულად არ მითქვამს.

– მერე, როცა მოვიცლი. ახლა არ მცალია, ხომ მხედავ?! იმ ავარიამ ბევრ რამეს მომაცდინა.

– ჰოდა, კიდევ რომ არ მოსცდე… იცი, GPI Holding-ს  რა კარგი ავტოსადაზღვეო პაკეტი აქვს? ანაზღაურებით ხომ გინაზღაურებენ უმნიშვნელო შემთხვევასაც, დოკუმენტებთან, პოლიციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც გიგვარებენ. თან ჩვენი რექსის სეხნიაა, ოღონდ ის მისტერია – გავიღიმე, რექსმა კი თავისი სახელის ხსენებისას თავი წამოჰყო.

დავაზღვევ, შვილო, დავაზღვევ– მამა დაინტერესდა.

რამდენიმე დღეში მართლაც დაააზღვია მანქანა. ახლა უწინდელზე უფრო მშვიდად მართავს და მეც მპირდება საჩუქრად მომავალ დაბადების დღეზე. მე უარზე ვარ, რადგან მანქანებთან ცუდ დამოკიდებულებაში ვარ, თანაც მართვის მოწმობაც არ მაქვს, ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვა.  მაგრამ, ვინ იცის, იქნებ, ისიც ისევ შევიყვარო, როგორც ჩემი რექსი.

P.S. საწოლზე წამოწოლილი ვწერ. რექსს ჩემს ფერდზე უდევს თავი და ბგერის ყოველი გრაფიკული გამოხატულიების გამოჩენას ისე ადევნებს თვალს, თითქოს კითხულობს. ჯერ-ჯერობით საღ ჭკუაზე ვარ, კი და ვიცი, რომ ძაღლები ვერ კითხულობენ, მაგრამ რექსი ხომ მთლად ძაღლი არაა.

P.P.S. პოსტი დაწერიალია GPI Holding-ის კონკურსის ფარგლებში.

Categories: კონ-COURSE-ი | Tags: , , , , , , , | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “ჩემი რექსი

  1. რა კარგია❤ წარმატებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: