ერთი მაგის დედაც

ხანდახან მინდება, გული ამოვიღო და მაგიდაზე ხორცის საბეგვი ჩაქუჩით ვცემო. იმის გამო კი არა, რომ ვინმე შემიყვარდა, უბრალოდ, ასე იცის ხოლმე. რაღაცა მჩხვლეტავი, უაზრო ტკივილებთი ამავსებს, მერე თვითონ მიჩუმდება, მიწყნარდება და მთელი სხეულის ცახცახს თავისი ბუხრისპირა სავარძლიდან უყურებს.

წვერის პარსვას ვეჩვევი ნელ-ნელა. აღარ მყოფნის დაბალზე გაკრეჭვა და სამართებლის სიბასრეს დავეხარბე. თუმცა ყველაფერს სიბერეს ვერ დავაბრალებ. ზოგიერთი სიზარმაცის ბრალია. აი, მაგალითად ის, რომ ამ ორ აბზაცს შორის არანაირი პირდაპირი კავშირი არაა და სავარაუდოდ არც მომდევნოებს შორის იქნება. ტექსტსაც არ ჩავასწორებ, ალბათ.

სახლში ჯდომას დავეჩვიე. არადა, ხომ შეიძლება, გავიდე ბუნებაში სადმე. თუნდაც, მარტო. დაჯდე და იფიქრო. არავის მოვუშლი ნერვებს გაუმართავი წინადადებებით, მოუფიქრებელი აზრებით. არც წუწუნით ვიწუწუნებ სადმე.

ბუნება ამოჩემება კი არა, აუცილებლობა უფროა, რომელსაც თანდათან ვშორდები და საბოლოოდ, მის წიაღში უკუღმართად აღმოჩენამდე ტრაკის წესიერად დადებასაც ვერ მოვასწრებ სადმე.

ბლინ! რამდენი რამის თქმა მინდოდა და ერთი მაგის დედაც მოვტყან. ყველაფერი გაიქცა, სანამ დაჯდომას, გაზმორებას და დამთქნარებას მოვასწრებდი. წესიერება გაქრა და ლანძღვა გინება ბევრს ეცოდინება ჩემზე კარგად.

P.S. კომენტარების და მოწონებების წაშლაც მეზარება ახლა. ისე კი პირობას გაძლევთ, ასეთი რაღაცები აღარ დაგხვდეთ ჩემთან (თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა)

Categories: U-კატეგორიო | %(count)s კომენტარი

Post navigation

One thought on “ერთი მაგის დედაც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: