რეცესია

ბეჰემოთი

არასტანდარტული და არაპროპორციული ხარ-თქო, რომ ვუთხარი, ეწყინა. არც მიმიქცევია დიდად ყურადღება მისი ტუჩების აწეული კუთხეებისთვის. ახლა ისე ვიყავი გამაძღარი, მუცლის მოსვენების მეტი არაფერი მინდოდა. ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, ერთს გემრიელად ავაწნავდი სახეში და მისი ზლუქუნის ფონზე ჩავიძინებდი.

სადისტური შემოტევები მაქვს ხანდახან, თორემ ეჭვი მეპარება, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს. ერთი ორი ალაწუნებაც უნდა მოითმინოს, მადლობა თქვას, წინდების გახდას და ფეხის დაბანას არ ვთხოვ.

ჩემ გვერდით ყველაფერი უნდა მოითმინოს. თუ არ ვუყვარვარ… ვერსადაც წავა. ან რას ჰქვია არ ვუყვარვარ.  უკეთესს სად იპოვის?!

მოთმინების უნარი და ამტანობა ჩემზე მეტი იმისთვის მიეცა, რომ… ან რას ითმენს?! ერთი უკუღმა არტყმული ხელი მისთვის სასჯელი კი არა, წამალია. ეცოდინება, როდის გააჩუმოს ენა და როგორ გაზარდოს შვილები.

რაღა გაზრდა უნდათ, მაგრამ რჩევა ხომ სჭირდებათ. ისეთ ასაკში არიან თანაც, კაცმა არ იცის რას გააკეთებენ.  უფროსს პიდარასტული გამოხტომები შევნიშნე. სულ დედამისის ბრალია, პოეზიას და მხატვრობას რო ატენიდა თავში. ან ეს ლიტერატურული გმირის სამყარო რაღა ჯანდაბაა, ან რა საჭიროა საერთოდ?!

გმირის კი არა, გარეშემო ადამიანების ათვისებაა საჭირო. ყველას ისე უნდა მიუდგე, როგორც იმსახურებენ. ორ თეთრ კბილს დაგანახებს, შენ ერთი აჩვენე და ისიც ქვიანი – მიხვდებიან, როგორ დაიჭირონ საქმე შენთან. ეს კარგად ავათვისებინე, იცოცხლე. ვამაყობ და ხანდახან, ვაღიარებ, რომ ჩემი გაზრდილებიც არიან. ეს კი უჩიჩინებს და აზუთხვინებს რაღაც ხარახურებს – ადამიანურები უნდა გაიზარდონ, კაცთმოყვარენიო. წიგნში რომ არ ჩამიხედავს, მაგიტომაც ვარ სხვაზე ნაკლები თამადა? მე შენ გეტყვი და ნაკლები სათამადო ფრაზა ვიცი და ლექსს ვერ ვიტყვი სადღეგრძელოს ნაცვლად სუფრაზე, თუ რა?!

არა, რა! ქალმა შვილები კი უნდა გაზარდოს, მაგრამ თვალყური ადევნო ზემოდან, ზედმეტი არაფერი შეახვილიფოს. მაგის ბრალი იქნება სწორედაც, გზას რომ ვერ დაადგნენ. აბა მე რა შემეძლო მეტი, ფული შემომქონდა ოჯახში – განა ასე არ უნდა ყოფილიყო? ეგ შვილებთან და სამზარეულოში.

სამზარეულოში კი უნდა იტრიალოს და კარგი კერძები აკეთოს, მაგრამ ჭამაც არ უნდა მოუვიდეს ზედმეტი. ორ კილოსაც რომ მოიმატებს, ეკარგება თავის ძველებური მომხიბლაობა და ისიც მაგის ბრალი იქნება, ბოზებში თუ გავაჭენებ ჩემს ხვინტრიცას. კაცს უხდება ღიპიც და ზედმეტი წონაც, ქალს- არა! კაცის ყოველი სიტყვა მისი ღიპის გარშემოწერილობით, აქშინებული სახით და ცოცხალი თვალებით იზომება, ქალის სიტყვას კი ფასი ისედაც არ აქვს, რაც უნდა იყვირონ ფემინისტებმა. ქათმებივით არიან – ცალ ფეხზე მდგომარეები რომ კაკანებენ და სიმღერა ჰგონიათ.

იტრიალოს სამზარეულოში, კარგად გაზარდოს შვილები ისე, როგორც მე გავზრდიდი და ჩემს რისხვასაც არ დაიმსახურებს, არც ალაწუნებას გამოსაფხიზლებლად და მეც ხშირად ვაჩუქებ სამკაულებს, კაბას და რა ვიცი, რაც მოესურვება. არა, მანქანა ქალის საქმე არაა!

მე მოვალ სახლში, ვჭამ, ხანდახან ჩემს ღიპსაც მოვაფერებინებ, მერე კი დავიძინებ და ხვალინდელ დღეზე ფიქრში ჩამეძინება. კარგი იქნებოდა, ფუფუნებისთვის განძრევა არ მჭირდებოდეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, მოხერხება და განძრევის უნარი იმდენი მომცა, სხვის ათს უდრის.

ამ ლაყბობაში პირჯვრის გადაწერა დამავიწყდა ლამის, ძილის წინ.

ხელწერით: ქართველი ჰიპოპოტამი.

Categories: U-კატეგორიო | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “რეცესია

  1. მართლა ჰიპოპოტამურია. :))))ან უფრო ისეთ სიტყვას შევარჩევდი.. აი მოზვერი მაგალითად

    • მოზვერი დაკავებული იყო :დ და ჭეშმარიტი ჰიპოპოტამი ჩემი თვალით რომ არ მენახა, ამ პოსტსაც არ დავწერდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: