გამიტყდა ძილი

რა მეკეთებინა?!

ინტელექტუალური გასართობები გაიქცნენ. ვითვალე ცხვრებიც. შევეცადე, გარკვეული მიმართულებით ბოძების მიმდევრობაც დამეთვალა, ავტობუსის გაჩერებებიც – ლოგინზე გაუნძრევლად მილუსმულს . მერე ჩემი მომავალის ოცნებითმა დაგეგმვარებამ გამიტაცა, ცოტა მოძალებულად ირეალურის. არ გაჭრა.

ჰოდა, მართლა რა მეკეთებინა?! ორიოდე ბლოგზე შევიხედე, მარტივ პოსტებს ვეძებდი გულის გადასაყოლებლად და აზრი რომ ვერ დავატანე, ისინიც გამოვრთე. არც ფილმმა მიშველა. ვცადე კომედიაც, დრამაც, ჰორორიც (რომელიც ყველაზე მეტად მშველის, თუ უხასიათოდ ვარ – დავჯდები, ვუყურებ, გულს გადავაყოლებ და ცოტას დავმშვიდდები), მერე საყვარელი მულტსერიალებისკენ გამიწია გულმა. ვერც მაგათ ქნეს რამე. წიგნსაც მოვკიდე ხელი, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არადა, გამიგია, უძილობას შველისო (🙂 ).

მერე დავჯექი და პოსტის წერა დავიწყე. როგორი უთავბოლოსი, უინტელექტო, მშრალი და გამოწურული ჭყინტი ყველივით, კი კითხულობთ, ვინც კითხულობთ.

აბა, რატომ დავწერე? გული გადავაყოლე. დროა კარგი სამსახური გამიწიოს. ღამე თავს მათენდება და ამ გამთენიის ჟამს ,,პოლნოებსაც” ხომ არ ვუყურებ?!

P.S.  ხვალ ან ლექციას გავაცდენ, ან ლექციაზე დამეძინება, ან ვიღაც ახლომახლო მოსიარულე შემომეჭმება. თუ არცერთი მოხდა, ესე იგი, მე შემჭამა და გამომხრა ვიღაცამ.

Categories: U-კატეგორიო | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: