შესვენება

cello34

– ქალი წიგნივით უნდა იყოს, ბიძია, უნდა იდოს გადაშლილი და კითხულობდე – ისე უნამუსო გაფიქრებად კი არა, შენ რომ წარმოიდგინე ახლა, წიგნივით – გინდ იჯდეს, გინდ დადიოდეს, გინდ იწვეს, ან რასაც უნდა აკეთებდეს მას უნდა კითხულობდე. ყოველი ფურცლის გადაშლისას სიმშრალე კი არ უნდა გრჩებოდეს, მისგან სწავლობდე რაღაცებს.

მე ვიკრიჭები, მაგრამ ეს გადახსნილი ტუჩები მისი ნათქვამის დაცინვის მანიშნებელი კი არა, ჩვეულებრივ, როგორც ვიცი, პასუხის არქონისას, ისაა და არაფერი ზედმეტი.  მას რა ეწყინა არ ვიცი.

-ნუ იცინი, ხომ მხედავ, ფხიზელი ვარ – არადა, ალკოჰოლის სუნი მახრჩობს უკვე და მთვრალივითაც ‘ბღუის’ თუმცა, რომ ვთქვა, ერთი სული მაქვს სახლში შევიდე და გავეცალო-თქო, ტყუილს ვიტყვი. ვცდილობ, უაზროდ გაათასებული ღიმილი მოვთოკო და ის პასუხიც, მის ბოლო სიტყვებს რომ უნდა გამოეწვია. – წიგნივით, გადაშალო და იკითხო. იკითხო ცხოვრების ბოლომდე – თავი ჩაღუნა და ნიგვზის ახლადმოტეხილი უფოთლო ტოტი დაყნოსა.

მე მახსენდება მისი ცოლი. ქოთქოთა, ფაშფაშა, აშარი, არც ისე სუფთა ქალი. დილიდან დაღამებამდე ჭორაობაში გაყვანილი დღე. ყავის გაურეცხავი ჭიქები – რიგებად შემოწყობილი სარეცხ ნიჟარას, ახალ დოზამდე რომ არ უწერიათ გარეცხვა. მახსენდება მისი წინსაფარიც, თვეობით უსუფთაო, ხან წაღმა რომ უკეთია და ხან – უკუღმა. არც არაფერში სჭირდება, მაგრამ საქმიანი ქალივით უკეთია ყოველთვის, მეზობლებში გადასვლამდე. ან ხანდახან, სოფლის ბირჟაზეც. საინტერესოსი რა ვთქვა, მაგრამ წიგნად წარმოვიდგინე და ჩემი თანამოსაუბრის ერთფეროვანმა, უინტერესო წიგნმა ლამის იქვე გამათავა. ალბათ, აქ ამოიკითხა რამე უჩვეულო. გაღიმება არ მიფიქრია და არც რამე სხვა აზრს გაუვლია. მშრალად ვიდექი.

წამიერად გამიქროლეს ამ წარმოსახვებმა და მის დაკოჟრილ, გრძელ თითებს, ჭაღარა, მრგვალ, მომცრო ზომის თავს ასევე წამიერად ვავლებ თვალს. რაღაცნაირი პეწი აქვს. მიკვირს, რომ ასე კოხტად დაიარება.

ლოთიაო, სოფელში ამბობენ. მაგარამ ქელეხის და ქორწილის სუფრების მეტად მე გალეშილი არ მინახავს, დღევანდელს თუ არ ჩავთვლით. დილით გადაჰკრავს ერთ პატარა ჭიქა არაყს, და მე თუ მკითხავთ, ასე ყველა უნდა სვამდეს – სხვანაირად ხედავ ყველაფერს, მეტი სიყვარულით.

– მერე, ხანდახან, როცა თვალების დახუჭვა გინდება, შეიძლება მოგბეზრდეს კარგი წიგნი. ან ვიღაცამ გირჩიოს, რომ ასეთი წიგნები კი არ უნდა წაიკითხო, აი, ისეთი, თვითონ როგორსაც კითხულობენ. უეცრად, ხელში ისე აღმოგიჩნდება ეს ნარჩევი წიგნი, ვერც აცნობიერებ და ბიჭოს, ვეღარ იშორებ.

შებრუნდა და წავიდა. არც დამემშვიდობა, არც სხვა უთქვამს რამე. უცნაურად, სწორ ხაზად გაჰყვა გზისპირა ბილიკს და ამ ბილიკთან ჩამავალ ვიწრო, დამშრალ არხში მოისროლა ის ნიგვზის ტოტი. მიდიოდა თავჩაქინდრული, ჩამოშვებული, გაშეშებული ხელებით და ფეხები ისე მიათრევდნენ მის ზემოთ მდებარე სხეულს, როგორც შავოსანი მომლოცველები  საგზალს.

მე არ შემოვბრუნებულვარ სახლისკენ მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა და მერეც, ცოტა ხნით, სანამ დასავლეთით ჩაწითლებული მზის ფონზე გამეფებულმა მყუდროებამ არ გამომაფხიზლა, ვიდექი გაუნძრევლად.

საინტერესოა, სწორი გზა აღმართია თუ დაღმართი? ალბათ, აქაც მიმართულებას აქვს მნიშვნელობა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “შესვენება

  1. ,,ქალი წიგნივით უნდა იყოს, ბიძია, უნდა იდოს გადაშლილი და კითხულობდე ” – რთული წარმოსადგენია :)))

    • gijmaj

      ნუთუ? :))) ეს არ იცი შენ? :)))

      ახალ გათხოვილი გოგო წერს დედამისს წერილს: აღარ შემილია დედა მიშველე რამეო,რამდენი ხანია გავთხოვდი და სექსი ჯერაც არ გვქონიაო,აიღებს ჩემი ქმარი წიგნს და მთელი ღამე კითხულოსო,,დედამისი ჩავიდა შვილთან და უთხრა ეგ როგორ მოდი ერთი საღამო მე დავწვები შენ ქმართან არ მჯერა მასეთი რამისო,,,დაღამდა დაწვა სიდედრი სიძეს არც შეუხედია წამოწვა აიღო წიგნი და დქიწყო კითხვა,შუა კითხვის დროს გააპარა სიძემ ხელი სიდედრის მუცელზე შეკრთა სიდედრი, ნელ ნელა გააცურა ხელი და რო უნდა მიიტანოს ხელი უკვე ფეხებს შუა ჩაარტყავს ხელში ადგება და გაიქცევა შვილთან:რას ერჩი შვილო კითხვის დროს ხელი ესე ჩამაპარაო მშვენიერი ბიჩიაო :)) შვილი: ხოდა ეგაა პრობლემა დედა რო მასე მეც მიკეთებსო ჩააცურებს ხელს თითს შეყოპს დაისველებს და წიგნს ფურცლავსო :))))))))

    • ხო, რთული წარმოსადგენია, ქალს რომ შეხედავ და გადაშლილ წიგნად გეჩვენება🙂

      • მე თუ მკითხავ ძალიანაც სწორი შედარებაა, ორივე – სექსუალური და ინტელექტუალური გაგებით.
        კარგად წერ, ცოტას წაურომანტიკოსებ, მაგრამ გიხდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: