18 მარტი – 2 წელი ვორდპრესთან

Capture

ზედმეტი უყურადღებობის გამო, ბლოგის დაბადებისდღე გამომრჩა შარშან. გამომრჩა კი არა, აღვნიშნე, მაგრამ დაგვიანებით იმის გამო, რომ ზუსტი თარიღი არ მახსოვდა.  ამიტომაც, ვიფიქრე, დაე, 30 მარტს (პირველი პოსტის გამოქვეყნების თარიღს) დავარქმევ ამ სახელს-თქო.

წელს ვორდპრესმა  ითავა, შეეხსენებინა, დღეს იდგა ის დღე, მე რომ პირველად შევდგი ფეხი ბლოგოსფეროში (უფრო სწორად, რაც ეს ექაუნთი მაქვს).

შარშანდელის შემდეგ, რომ ვთქვა, დიდი არაფერი შეცვლილა. ისევ ძველებურად, ნელა ვწერ პოსტებს და თუ მაშინვე არ გამოვაქვეყნე, მერე დრაფტებში ყვინთავენ ცოდვილი სულებივით დიდხანს, დიდხანს, სანამ ერთხელაც ფრთას არ წამოედებიან. ასეთი სისწრაფით ას პოსტამდეც ვერ ავედი, რაც დამეთანხმებით და კარგი არც ბლოგისთვის არის და ჩემს დიდ სიზარმაცეზეც მიუთითებს.

მახსოვს, დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს, მზად მქონდა, რას და როგორ დავწერდი, მაგრამ მერე თანდათან სულ სხვა ჩარჩოში მოექცა ყველაფერი. მართალს თუ ვიტყვი, ჩარჩოს გარეშე აღმოჩნდა – რაც ცხელ გულზე მომინდება, იმაზე ვწერ, და ერთი კონკრეტულის ირგვლივ ვერასდროს ჯერდება. ამიტომაც იყო, ალბათ, თავის დროზე ფეისბუკის გვერდზე ,,ლაბილური ვექტორის” ცნება რომ გაჩნდა.

ჩვენ მივდივართ, ჯერჯერობით ვაგრძელებთ გზას ერთად და ასეთი ცარიელთავიანიც მყოფნის. მერე ალბათ, დადგება ის დროც, როცა ამაყად წელშიგამართული ივლის, არც პატრონის სიზარმაცეზე იწუწნებს ბევრს, უბრალოდ, უსურვებს მას, მეტი თავისუფალი დროის ქონას თავისთან გასატარებლად.

თქვენ, კი მკითხველებს, როგორც შარშან, ახლაც დიდ მადლობას გიხდით, და მომავალშიც გადაგიხდით (თუ ვიარსებეთ) თითოეული ,გრავტოგრაფისთვის’, კომენტარისთვის, ბლოგ-პოსტების ბჟუტურში დაკარგული თითოეული წუთისთვის და კიდევ რავიცი, ბევრი რამისთვის, მხარში დგომისთვის, მაგალითად.

აი, ასე, მოკრძალებულად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აღინიშნება დაბადების დღე ბლოგზე, საგლეხოში.

Categories: U-კატეგორიო | 17 Comments

Post navigation

17 thoughts on “18 მარტი – 2 წელი ვორდპრესთან

  1. გილოცავ🙂 და, მე თუ მკითხავ, ახლაც შეუძლია, ამაყად წელგამართულმა იაროს.

    • მადლობა, მოლი.🙂
      შენგან მითუმეტეს, მიხარია ასეთი სიტყვების წაკითხვა, მაგრამ 2 წელიწადში 86 პოსტით ცოტა რთულია წელში გამართულობის მოწადინება :დ

  2. ჰმ
    რამდენი დრო გავიდა
    ჩემი ბ;ოგიც 9 მარტს ორი წლის გახდა და დამავიწყდა😀
    გილოცავ,❤

  3. გილოცავ! დიდი და წელგამართული, უხვპოსტიანი ბლოგი გქონოდეს.

  4. ვულოცავ ბლოგს🙂

  5. გილოცავ, მე ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს პოსტებს, ასე განაგრძე😉

  6. Rusa

    დიდი ბიჭი გაიზარდოს შენი ბლოგი, კარგი ბიჭი ისედაც არის🙂 გილოცავ!

  7. მთელი 2 წლის :3
    გილოცავთ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: