სიკვდილი ისვენებს

თქვენ, როგორც ყველა მოკვდავს, ალბათ, გიფიქრიათ, რა იქნებოდა რომ არ არსებობდეს სიკვდილი. ზოგს ბიბლიური მითები წარმოუდგება თვალწინ, სადაც ყველაფერი ისე კარგადაა, რომ არავინ კვდება, არავინ იტანჯება; ზოგსაც სიკვდილის გაქრობა, უბრალოდ, სიკვდილის გაქრობად წარმოუდგენია და იმითაც ბედნიერია, რომ ცხოვრების ციკლის ეს არასასურველი რგოლი საბოლოოდ ამოვარდება. ზოგიც (ძალიან ცოტა),  შორს წავიდა მასზე ფიქრით. Mors-ის დროებით შეწყვეტაში დაიწყეს ადამიანური, პრაქტიკული პრობლემების ძიება.  პორტუგალიელმა მწერალმა ჟოზე სარამაგომ კი ამ პრობლემებს მხატვრულობა, მცირედი ცინიზმი, განსჯები, რომანტიულობაც მიუმატა. ჩვენს ხელებს მიანება მისი უდიდებულესობა და მისი რუტინული საქმიანობა.

death with interruptions

წიგნი ,,სიკვდილი ისვენებს” (As intermitencias de morte -ალბათ, უფრო სწორი, არამხატვრული თარგმანი სიკვდილი ნაწყვეტებად ან სიკვდილი წყვეტილად იქნება), მთლიანად მოიცავს სიკვდილით შეშინებული ადამიანების, შემდეგ მისი არარსებობით დაშინებულების ყოფას, სიკვდილის ცხოვრებას. სათაურიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე, უმეტესობა სიხარულით შეხვდება იმ ცნობას, რომ ამ წუთისოფელში ყიალის მეტი დრო მიეცემოდა, სინამდვილეშიც ასე რომ იყოს. თუმცა, როგორც ვიცით, ყველა დადებითში მოიძებნება რაღაც უარყოფითი და ეს უარყოფითი, ამ შემთხვევაში, არც თუ ისე მცირედია – სიკვდილის პირამდე მისული ადამიანები, უკურნებელი სენით შეპყრობილნი, ტანჯულნი, მიხრწნილებაში გადასულები ამაოდ ელოდებიან ცელის დაქნევას, რომ მათი მწუხარება ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს. მაგრამ ამაოდ.

რაღა გაახარებთ მოხუცებს, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრის სამუდამო ტყვეებად ქცეულან აწ უკვე სამუდამოდ? ან ადამიანებს, რომლებსაც სამარადჟამოდ მოუწევთ თავიანთი წინაპრების მოვლა და აცნობიერებენ, რომ სიკვდილის არდადგომის შემთხვევაში მოსავლელთა რიცხივი მომვლელებს ბევრად გადააჭარბებს მალე? ადამიანებს, რომელთათვისაც დროის მდინარება ჩვეულებრივ გრძელდება, ბერდებიან, მაგრამ არ კვდებიან, ცოცოხლობენ გვამებად? რა უნდა იღონოს სახელმწიფომ, რომელიც მალე ეკონომიკის რღვევის ზღვარზე აღმოჩნდება? ან რელიგიამ, რომელიც თავის არსებობას ერთი რამით – სიკვდილით ამართლებს, ვინაიდან  ის  არანაკლებს სჭირდება, ვიდრე პური არსობისა?

ვერაფრით. ადამიანთა მოდგმა უძლურია მისი უდიდებულესობის წინაშე, მან კი დასვენება გადაწყვიტა. რამდენიც უნდა იკვლიონ მისი კალიგრაფია ლილისფერ კონვერტებში მოთავსებული წერილების (რომლების დაგზავნაც რვა თვიანი პაუზის, უსიკვდილობის შემდეგ ინება) მიხედვით,ვერაფერს დაადგენენ, გარდა იმისა, რომ სიკვდილი ქალია. ასეთი რომანტიული გზაც – წერილების დაგზავნა ადამიანთათვის მათი გარდაცვალების წინ ერთი კვირით ადრე, ამიტომ აირჩია, ალბათ.

საიდანღაც წამოღებული სურათი

ცივ ოთახში ზის განუყრელ ცელთან ერთად. წერს წერილებს.  დღეში ორასზე მეტს. მერე კონვერტში ათავსებს და ერთი ხელის აქნევით აგზავნის ადრესატებამდე. კონვერტებიც წამის უსწრაფესად მიდიან დანიშნულების ადგილებამდე და ადამის მოდგმის ვერც ერთი წარმომადგენელი უკან ვერ აბრუნებს არასასურველ გზავნილს, ვერც ემალება, რადგან სიკვდილისთვის ადამიანის დაბადებიდანვე ცნობილია მისი ყველა ნაბიჯი.

მაგრამ გამონაკლისი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, მაინც მოხდა და ერთადერთი წერილი ადრესატამდე არ მივიდა. ეს კი იმდენად ყურადსაღები ფაქტია, ამაფორიაქებელი და  სიკვდილისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი, რომ მოკვდავთა შორის ჩამობიჯება და მიზეზის გარკვევა ინება. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, აქამდე არასდროს გამოპარვია მის ცელს ადამიასნი კისერი, ახლა კი წერილი უკან ბრუნდება. ვიღაცამ რაღაც მანქანებით შეძლო და წერილი არ მიიღო.

შეერია ადამიანებს, ბახის მეექვსე სუიტას ჩელოსათვის,  თავისი გათვლით, ერთი კვირით, მაგრამ კვირის მიწურულის მომდევნო დღეს, ანუ ორშაბათს, არავინ მომკვდარა.

P.S.  ჟურნალ ‘‘ლიტერატურული პალიტრა”- ს პროექტის ,,ქართულად ნათერგმანები”-ს მეორე (თბერვლის თვის) წიგნი.

P.P.S. პირველის ყიდვა და წაკითხვა ვერ მოვასწარი სამწუხაროდ. მაგრამ ეს პუნქტი აუცილებლად წაიშლება მაშინ, როცამ ამ პოსტის წინ აუცილებლად იქნება პოსტი პირველი წიგნის შესახებ.

Categories: წიგნი | Tags: , , , , | 4 Comments

Post navigation

4 thoughts on “სიკვდილი ისვენებს

  1. სიკვდილი, ცხადია, ქალია🙂 და გემოვნებაც დახვეწილი ჰქონია- ბახს უსმენს.

    • და კონვერტებსაც, წერილის ფურცლებსაც დახვეწილად არჩევს. საუკუნო სევდასაც ქალურად იახლებს თან და შეგრძნება რომ არ შეუძლია მისი.
      ისე, ყველა ფემე-ფატალესთვის ხაზი თუ არ გადამასმევინა ნაწილობრივ, ამას კი გავუსვი ქვეშ სქელი ხაზი. გაქალებული მომეწონა ძალიან – თან ქალი კი არა, ან საბედისწერო ქალი, ქალი-ბედისწერაა. ჯერ ვიოლონჩელოს როგორ ეფერება თვალებით, და მერე ბოლოს წინა წინადადება – მთელი ადამიანობა ძილით რომ შეიგრძნო და მისით დაიწყო.

  2. Rusa

    სიკვდილი რომ არსებობდეს, არ გვექნებოდა ათასი შედევრი, რაც სიკვდილის შიშმა დააწერინა/დაახატვინა/შეაქმნევინა ადამიანებს🙂

  3. მგოსან ბიდლის ზრაპარი გამახსენდა, როგრო დაისაკუთრა სიკვდილმა ორი უფროსი ძმა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: