ახალი გვერდი

როგორ დაკაცებულა!
გაზრდილა.
სულ სხვა შესახედაობა აქვს.
ბავშვური სახე წაუღია ზედმეტად მოხუც ფიქრებს. სიტკბოს ველოდებოდი.
ასეთი არ მახსოვს და ვერც ვიცნობდი, რომ არა ხმა. მართალია, კილო არ აქვს, მაგრამ ,ლ’-ს ისევ ქვემოიმერლებისთვის დამახასიათებლად მოიხმარს.
ღრმა, ფიქრიანი, არაამქვეყნადმყოფი გამომეტყველება.
არადა, სულ 21 თუ 22 წლისაა. ზუსტად არ მახსოვს და კითხვაც მერიდება. მის კარგ მეგობრად ვითვლებოდი ერთ დროს.
მერე მოვიდნენ შემთხვევითობები, აცდენები და ერთმანეთის ამბებს შორიდან ვიგებდით.
წავიდნენ ნათელი დღეები, როცა მშობლები შეფარვით გვაჩვევდნენ დამოუკიდებელ შრომას. გაიყოლეს გარდატეხის ასაკი და ახლა ჩემ თვალწინ 21-22 წლის ჭაბუკის ნაცვლად ახალგაზრდობაგამოტოვებული მოხუცი იდგა.
მხოლოდ კანის აგებულებაზე იტყვის ადამიანი, რომ ახალგაზრდაა. სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მზერა – დაბრძენებული მოხუცის.
ალბათ,ამას გულისხმობდა ნოსტრადამუსი, როცა წინასწარმეტყველებდა მოხუცი ბავშვების დაბადებას. მაგრამ იმას რას გაუგებ. დამშეულის წინასწარმეტყველური სიზრები.
ეს იქით იყოს და ჩვენ რაზე უნდა გვესაუბრა ბანალური მიმოკითხვების გარდა. მომერიდა. მომერიდა მეკითხა, რა დაემართა მის სახეს, რამ გარდაქმნა ასე.
მისი ღიმილიც კი, მრავლისმთქმელი, ასე განუზომელ კივილად რომ შემოიჭრა ჩემში, გაურკვეველ სევდას ასხივებდა.
იქნებ, უნდა მეკითხა. იქნებ წამალი ყოფილიყო მისთვის.
***
,,დასაბამითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო”…

Categories: საგლეხო | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “ახალი გვერდი

  1. რა ნაცნობი განცდაა…

    • ილო საუბრობდა ამას წინათ ახლო კავშირებზე. რა ვიცოდი, ასე ახლოს და ცხადად თუ დამიდგებოდა მსგავსი დღე

  2. იქნებ😦 სიტყვა მართლა წამალია.

    • ჰო, წამალია, მაგრამ ჩემნაირი ექიმის ხელში მოხვედრილი ვერც საწამლავობას იკვეხნის

  3. ბურძგლი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: