უკვამლო ცეცხლი


ბედნიერების ძიებაში, გატეხილ ღამეებში მოპარული მოულოდნელი სევდა.
უაზრო ეჭვიანობა ადამიანებზე, რომლებიც არასდროს გეკუთვნოდნენ. ადამიანებზე, რომლებიც გიყვარს. ადამიანებზე, რომლებსაც გგონია, რომ ჰკიდიხარ. ადამიანებზე, რომლებსაც გგონია, რომ უყვარხარ.
მარტოობის განცდა. იმ მარტოობისა, საშინელი ტკივილი რომ ახლავს თან. იმ მარტოობისა, სულისშემძვრელად რომ გაზანზარებს და გაშინებს. მარტოობისა, გრიგალივით რომ გარხევს უსუსურობით ათრთოლებული ხის ტოტივით ერთადერთი ნაყოფის წარმტაცებლად.
გავარვარებული, უსაზღვროდ გაფართოებული გულის გაცხოველებული ძგერა ვაკუუმში. მარწუხებად შემოჭერილი ფიქრები.
აფეთქებული ტვინი. გადღვებილი. უმიზნოდ გავსებული სისხლით.
ისევ საზღვარდაუდები სევდა.
The_Scream
სათქმელის დაულეველი უსაშველობა.
სასოწარკვეთა.
გასაქცევი არსადაა.
მრგვალ, ბურთისებურ კედლებში მოქცეული გრძნობა კოსმოსის სიმცირისა.
დამალობანას თამაში უავეჯო, ასანთის კოლოფისხელა ოთახში.
შუქის ჩამრთველ-გამომრთველის ნევროზული თამაში.
ყვითელი ფერი სითბოს გარეშე.
ფეხებთან დაცემული ოცნებების მსხვრევა.
გველივით შემოსალტული სულისშემკვრელობა. ნეტარებით ჩალეწილი ნეკნები. ტკივილისგან დაღლილი, მოდუნებული სასუნთქი კუნთები.
დახეთქვამდე მისული ფილტვები.
უსითბო, უფერო ცეცხლით დამწვარი სხეული. დანახშირებული, ყინულივით ცივი ფეხების განაცრება.
თამაში დასაწყისის გარეშე. უაქტო. უმდინარო.
თითების სიგიჟე.
დაულაგებელი საწოლივით არეული ემოციები. უაზრო სიცილი გამობერილი ძუძუსთავების დახლეჩვამდე.
სამოთხის უაზრობა.
ტვირთი.
სიგარეტი! სიგარეტი…

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | 2 Comments

Post navigation

2 thoughts on “უკვამლო ცეცხლი

  1. Pow-Wet

    სეიმ ჰია….
    “დაულაგებელი საწოლივით არეული ემოციები”…

    შეიძლება ამ ნაწერიდან,რომელიც აშკარად შენ მეორე მე-ს უფრო ეკუთვნის,მხოლოდ 1% გავითავისო რეალურად,მაგრამ მაინც მგონია,რატომ წერ ამას და რისთვის,იმიტომ რომ მეც თითქმის ანალოგიაში ხშირად ვყოფილვარ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: