‘პრაზდნიკი’, სახელად ,,ახალი წელი”

Santa_throwing_snowball_color

ახალი წელი მსოფლიოში ერთადერთი დღეა (საქართველოში ბევრი – ორი ახალი წელი და დანარჩენი ყველა თრობის დღე), როცა თითქმის ყველა იკიდებს ავადმყოფებს, უმწეოებს, მოხუცებსდა ა.შ. კატეგორიებს და ძილს უფრთხობენ მათ. ბევრი არასდროს დაფიქრებულა და ბევრი არც არასდროს დაფიქრდება ალბათ, იმაზე,  რომ ჩვენი სიხარულის ზედმეტი გამოხატულებით სხვების ტანჯვას უფრო ვამძიმებთ. არა იმიტომ, რომ მათ ჩვენი მხიარულების შურთ (სიმართლის დადგენაში ჩვენი სიბერე დაგვეხმარება).

სიბერემდე კი ბევრ ჩვენგანს არც ისე ცოტა ახალი წელი აშორებს.  არც ისე ცოტა ალკოჰოლი, უფრო მეტი სიგარეტის ღერი, გადარჩენის წამი, ბედნიერი დღე და ასე შემდეგ.

…..

მინდა მწამდეს, რომ ბედნიერების მომტანი იქნება. ძველ უაზრო, უმაქნის, უსარგებლო ან საზიანო ჩვევას დავივიწყებ, მაგრამ დამეთანხმებით, აქ ახალი წელი არაფერ შუაში იქნება.

არ მიხარია.

კიდევ ერთი წლით დაგვიბერდა ქრისტე და პლანეტა.

ქრისტეზე გამახსენდა და ახალი წელი ქრისტეს შობის მერე დგება, ამიტომ 14 იანვარია ნამდვილი ახალი წელიო – ბევრჯერ მსმენია.  ამას წინათ ვსაუბრობდით მე და ერთი ჩემი მეგობარი ამ ‘ფენომენზე’. კი ბატონო, ეგრეა. იშვა იესო 7 იანვარს და ჩვენც ამ დღის შემდეგ, მომავალ 1-ლ იანვარს აღვნიშნოთ-მეთქი. დამცინა. აბა, რა იქნებოდა.

მერე აღვნიშნე, არ მიყვარს ეს ,პრაზდნიკები’, ახალი წელი მით უმეტეს-თქო. ასეა, არ ვმალავ. რაა დასამალი. არ მიყვარს და მორჩა. ერთადერთი დადებითი ერთკვირიანი დასვენებაა (თუ რა თქმა უნდა, დასვენება ჰქვია ამას).

შევზარხოშდი ცოტა. ხანდახან კი უნდა დალიო კაცმა. სწორ აზროვნებაში გეხმარება. წერის რა ვთქვა. მოწევაც. მგონი გავიზარდე, რადგან, აღმოვაჩინე, ადამიანები, რომლებიც მიყვარს, რომლებსაც ვაფასებ, რომლებსაც ვუყვარვარ, სწორედაც რომ აღაფრთოვანებთ ეს ‘პრაზდნიკი’, და დაე, მივულოცო – ამით მაინც გავხადო ბედნიერი წამით.

ირბინეთ და იყავით ბედნიერნი. ჩვენ რომ არა, არც დედამიწა ირბენდა ასე გულამოვარდნილი.

გ ი ლ ო ც ა ვ თ   ყ ვ ე ლ ა ს   ა ხ ა ლ   წ ე ლ ს ! (ცუდია, მთავრული ასოები რომ არ გვაქვს ქართულში, მგონი, თორე Caps Lock-იც გამიწევდა სამსახურს)

P.S. ეს ზედმეტობები და სიყვარულობები მეპატიება, ალბათ, ორი მიზეზის გამო : ახალი წელია და ცოტა ბახუსს გავეხსენი.

ბონუსად ჩემთვის წლის ფავორიტი სურათ-ქარდი:

atkritka_1303128116_571

Categories: საგლეხო | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “‘პრაზდნიკი’, სახელად ,,ახალი წელი”

  1. მეც გილოცავ ახალ წელს🙂

  2. ზრდის დამადასტურებელია ნაკლები და ნაკლები სიხარული ახალი წლის დადგომისას.

  3. gijmaj

    გილოცავ ახალ წელს. მიუხედავად იმისა რომ შენი არ იყოს მეც დიდად არ მესიმპათიურება. ერთი იმიტომ მიხარია რომ ის ზე-ჭე-კლასის სერიალები 2 დღით ქრება ხოლმე სატელევიზიო სივრციდან😀

    • ადრე უფრო ქრებოდა. 1 კვირით მაინც და ახლა 2დღე მაქსიმუმ :დ წელს არ ვიცი რა ქნეს :დ

  4. აქაც გილოცავ :*

  5. მე მაინც მიხარია, თუნდაც იმიტომ რომ ორი დღე გადაბმულად უნდა გავატარო სახლში❤ :))))

  6. ჰმ, არადა მე რო ვთქვი ახალი წელი არ მყვარსთქო ისეტი უკმაყოფილო სახეებით მომიბრუნდნენ :დ
    მაინც არ მიყვარს, მუღამს ვერ ვუჭერ საერთოდ :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: