უ, ალკოჰოლი, სიგარეტი, მუსიკა

ასე ხდება ყოველი კარგად გატარებული ღამის შემდეგ. მოჩვენებითად კარგი გუნება-განწყობა. შიგნით კი ბახუსის ნაწიხლარი! მთელი კვირა ან მთელი კვირანახევარი. ან მეტი.

პლანეტებო!

რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ დავივიწყო ყველაფერი ის, რასაც გრძნობა სჭირდება? არ ვებღაუჭებოდე ისე მაგრად იმ მცირედ მონაკვეთში, როგორც უფსკრულში ჩასავარდნად განწირულ ჩემს მეორე მეს.

სიმთვრალე – აი რა ჭრის ყველა პრობლემას ყველაზე კარგად. იჟღინთება მთელი სხეული უფერო აქროლადი სითხით. წამიერად მძაფრდება ყველა ემოცია. ვგრძნობ სიყვარულის არსებობას ყველასა და ყველაფრის მიმართ. მერე განსაკუთრებულ სიყვარულსაც შევიგრძნობ წამიერად. აი, რა არის ნამდვილი ორგაზმი. არ მინდა ეს ეაკულაცია.

სიგარეტი გამომრჩა. ალკოჰოლი და სიგარეტი – წყვილი, რომელსაც თვალდახუჭული შემიძლია მივყვე. რამდენადაც ამოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას, იმდენად ფართოდ ხსნიან მის კარს. ვზივარ. ყლუპებად ან ერთიანად ვისვრი კუჭისკენ უფერულ ნეტარებას. ფსკერამდე თითოეული წვეთის ჩასვლას ვაყურადებ და ამასობაში დაჭრილ ლიმონს ქერქიანად ვკბეჩ. მჟავე. მწკლარტე. ჟრჟოლა. გრიმასა. ბურძგვლა.

მერე – სიგარეტი. პირველივე ნაფაზით ვგრძნობ თითოეული ალვეოლის ავსებას. თვალებს ვხუჭავ. წარმოვიდგენ, როგორ გადაადგილდება უჯრედშორის სივრცეში პატარა მოლეკულები, როგორ ერთვიან დამშეულ ერითროციტებს. როგორ მინდა, ეს წამი დიდანს გაგრძელდეს. სუნთქვას ვაჩერებ და სისხლს ვაცდი, რაც შეიძლება მეტად აივსოს ნაგვით.

დანაკლისის შეგრძნება. რა თქმა უნდა, მუსიკა. ეჰ, როგორ მიშველიდა ახლა! მაგრამ ახლა ყველაფერი უხმოდ იქნება. უხმოდ და უფეროდ. ჩემ მიერ დარტყმული სიგარეტის პირველი ნაფაზივით.

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “უ, ალკოჰოლი, სიგარეტი, მუსიკა

  1. გემრიელია :))) მომინდა დალევა :დ

  2. “გრძნობ სიყვარულის არსებობას ყველასა და ყველაფრის მიმართ.” – ძალიან საყვარელი ხარ მთვრალი❤ და ძალიან მიყვარხარ :*

    • უმთვრალოც ასეთი აქტიური ვიყო, ნეტა. ხანდახან ქერქის გამორთვა უნდა ვისწავლო მე.❤

  3. ჩვენი ადამიანი!😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: