მსხვრევადი

ყველაფერი უეცრად დაინგრა. 16  თუ 18 წლის ნაშენები. ან უფრო მეტის. მშობლების, თავსივე ხელით. ერთიანად მოწყდა და მხოლოდ შპალერის უძველესი ნაფლეთიღა დარჩა ყველაზე მაღლა. დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ადრე მაგიდაზე გაიშვიათებულ სტუმართათვის თვალშისაცემი უშველებელი ლარნაკი იდგა.

მიმოფანტული ნანგრევების მტვერში ჩამოშლილ ხის მასალას მხოლოდ ცეცხლის დასანთებად თუ გამოიყენებს. ისიც ორიოდე ღამის გასათევად. არც წიგნები ვარგა რამედ. ერთი ჭურჭელიც არ გადარჩა იმ ძველებური სულიდან. ყველაფერი დაიბზარა, დაიმსხვრა. უფაქიზესი ნაწილაკები კოსმიურმა აფეთქებამ სადღაც მიმოფანტა.

რამ დაასახლა ამ უდაბურ გარემოში მარტოდმარტო!

ყინვა და სიბნელე.

საყრდენი არის. მაგრამ ამ საყრდენზე სიმწრისგან არ დაედგომება. ასე ერთიანად ოთხივე კედლის ჩამოშლამ შეშლილთა სინანულისგმავარი გრძნობა დაავანა.

”რადგან დატოვა ჩემი გული…” – ისევ ძველებურად მიერეკება. თავადაც იცის, ახლაც კი, რომ არარსებული გულს ვერ დატოვებს. უმისო შენების ჟამი მისგან დანგრეული სამყაროსგან შორს უნდა დაიწყოს.

დგას და ფიქრობს. ბნელა. ისევ ყინავს. ცეცხლის დანთბასაც არ ჩქარობს.

მონაცვლეობენ ნაცვალსახელები თვალების მიყოლებით. თუმცა სიცარიელეს უთავშესაფრო გარემოისას ვერ ავსებენ.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | %(count)s კომენტარი

Post navigation

One thought on “მსხვრევადი

  1. რა ხდება, ჩემო კარგო, რა დაგემსხვრა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: