მიწისძვრა და ქალიშვილობა

მეორე დღეა, სესიალია თაყაიშვილის გმირისა არ იყოს, მაქანებს, ოღონდ ვერ ვხვდები, საიდან. მერე მიჩნდება კითხვა, სპონტანურად: ,ვაიმე! მიწა იძრა თუ რა არის ეს?” (დაკარგული სამთხე). ვნახულობ Facebook-friend-ების სტატუსებს და ვრწმუნდები, რომ ჩემს დასმულ კითხვასთან ,,თუ” ზედმეტია!

მიწა იძრა! (ასკეტი ალბათ მიპასუხებდა, ,,ჭეშმარიტადო” ისე, რომ არც დაფიქრდებოდა ჩემს ნათქვამზე)

კვირაში ერთმანეთზე მიყოლებულ ორ დღეში, ამდენი მიწისძვრა ეჭვსაც იწვევს და ბევრ კითხვასაც ბადებს. რატომ? საიდან? რისთვის?

გამოითქვა მოსაზრება, რომ ,,ეს მიწისძვრა არის სააკაშვილის მოწყობილი სპეციალურად, რომ ბიძინას შეულახოს იმიჯი და აჩვენოს ხალხს, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა ზეციურ ძალებსაც კი არ მოსწონთ!”- ს. ბ (ოღონდ, მიწისძვრა ვერ იგრძნო).

მიკვირს, რომ ჯერჯერობით, ამ ამბავში არ გახმაურებულა რუსული ძალების მონაწილეობის ბრალდებები (მაგრამ, სააკაშვილი წავიდა და ივანიშვილი რუსოფილად ითვლება. ალბათ, ესააა მიზეზი მსგავსი მოსაზრებების არარსებობისა).

ყველაზე სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ის მოსაზრება, რომ ღმერთი გვსჯის. არაფერ შუაშია ქანების გადაადგილება. სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ არცერთი ქანი არ გადაადგილებულა13 და 14 ოქტომბრის მიწისძვრების დღეს. და საერთოდ, მიწისძვრის საფუძველი ქანების გადაადგილება კი არა, ქალიშვილობის ინსტიტუტია.

N. B! ჯერ სად ხართ!

არ მსმენია, მამა დავით ქვლივიძის კომენტარი ამ დღეებში ქართულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. მაგრამ სავარაუდოდ, ისიც დაადასტურებდა, რომ ქალიშვილობის არაქორწინებისეული დაკარგვა იწვევს მცირე ამპლიტუდის მიწისძვრებს. ეს ორი დღეა, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ქალიშვილობის მასობრივი, არაღვთითკურთხეული კარგვა! (შდრ. იაპონიის, ჰაიტის, ტაილანდის და სხვ. მიწისძვრები)

გაიხსენეთ, აბა, სარწმუნოების ზეობის ხანს, დავითისა და თამარის დროს, ყოფილა ოდესმე მიწისძვრა?

მოეგეთ გონს ხალხო! გინდათ, მიწისძვრებმა წაგვლეკოს?

N. B! ჰო, მართლა, ქალიშვილობის კარგვად ითვლება არამარტო საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა, არამედ, ნებისმიერი სახის სქსებრივი კავშირი (ჩამოვთვალო?), რომლის დროსაც საქალწულე აპკი მთელი რჩება.

სასოდ და იმედად გვრჩება ლოცვა და ერთადერთი ფრაზა: ,,ჩვენ ქართველები ვართ (!)”. ეს ფრაზა რა თქმა უნდა ყველაზე ,,ბაბნიკმა” მორწმუნეებმა უნდა წარმოთქვან, რომელთათვის მორალი და სექსი უმთავრესია. თანაც მათი სქესობრივი ცხოვრება მორალს არ არღვევს, პირიქით. მათ უნდა იქადაგონ ქალიშვილობაზე, სწორ ცხოვრებაზე, ღვთის გზაზე და მერე ლოგინის ჭრაჭუნით  მეზობლის ყურები დააყრუონ (ქალიშვილთან არ აქვთ სექსი!)

მაშ, ასე! გინდათ გადარჩეთ მიწისძვრებს? გამოიყვანეთ მექალთანენი ქვეყნისა, შეინარჩუნეთ ქალწულობა, ილოცეთ და იძახეთ: ,,ჩვენ ქართველები ვართ!” (ამაში რა იგულისხმება, მხოლოდ ჩვენ ვიცით, ჭეშმარიტმა ქართველებმა!)

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “მიწისძვრა და ქალიშვილობა

  1. აპერაწივნო!

  2. კარგად ვიცინე🙂 თუმცა პოსტში ჩადებულმა სარკაზმმა გულიც მომიწურა.
    სატირაც ასეთი უნდა!

    • გლეხის ბიჭი

      :დ მადლობა. კეთილი იყოს შენი ფეხი🙂

  3. და გიფიქრია იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს უამრავი საწოლის ერთდროული, იდენტური რყევის შედეგად გამოწვეული რხევა? (რეზონანსი ჰქვია ფიზიკაში, თუ სწორად მახსოვს)

    • გლეხის ბიჭი

      ნუ ქალიშვილობის მასობრივ კარგვაში, ეგეც იგულისხმება, ალბათ . ან კაი, იყოს ცალკე

  4. თუარადა დროზე დაკარგონ თუ კარგავენ და დაგვასვენონ ბარეღამ :პ

  5. მართალია ეს კაცი !! დავაბრუნოთ საბჭოთა კავშირი და მიწისძვრებიც აღარ იქნება )) უსექსობა დიდ ქალაქში სწრაფად)

  6. კარგი იუმორია!

  7. shezguduli resursi

    გეტყობა,მაგარი ოღრაში ვიღაცა ხარ სხვათაშორის , მარკეტინგი არის ეშმაკის მოგონილი, აქ რომ გაილექსე ქალიშვილებზე , ცოდვილებზე და რომ გვებოდიალები რაღაცას, არ იცი განა ,რომ ყველაფერი ეს ჩვენს ცნობიერებაში ,,ილექება”? ნუ ექიმი ხარ, მაგრამ თუ ამდენს ვერ ხვდები, ვიზიარებ შენი პაციენტების ბედს . რაც შეეხება ,, ინსტიტუტებს” ,ყველაფერი დაუღვინებელი ქართველების ბრალია, ამდენს ლაპარაკობენ, თითქოს ვერ გადააგორეს. რა არის ,,ქენით” ყველამ ერთხელ და მოისვენეთ!! N.B. ჩუვაკ, შენ ერთი ადამიანისთვის წიგნი უნდა გეჩუქებინა და ეგეც არ გააკეთე, რაღა გაქვს სათქმელი. აფსუს! მოკითხვა ჯოჯოხეთიდან😀

    • აუ, კიი, როგორ მიხვდი რომ ოღრაში ვარ? ქალიშვილობა ცნობიერებაში ილექება? ოკ!
      ბრო (გოგო ხარ ვიცი, მარა მაინც), მაგარი დაუდგრომელი კუდრაჭა ვინმე ხარ შენ, გეტყობა. ათასი პროფილით რომ მოდიხარ, ამებნა გზა-კვალი და მგონია ყველას დავპირდი წიგნის ჩუქებას (არადა, არაა ასე. ხოდა შემახსენე და მაშინ გაჩუქებ, ისე იყვირე შორიდან):დ

  8. “ქალიშვილობის მასობრივი, არაღვთითკურთხეული კარგვა! ” ულოლესიი :))) გავერთე :)))

  9. სასო წარმეკვეთა :დ:დ:დ:დ კაი იყოო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: