Ugly Americans

იცვლება ყველაფერი. გადის დროს. იზრდება ზომბირებულთა რიცხვი, დემონები ხსნიან ჯოჯოხეთის კარს, მუტანტების რიცხვი თანდათან მატულობს, ზეობენ ვამპირები. ანგელოზთა სამკვიდრებელი მხოლოდ ტელევიზორია (არსებობს მითი მათ შესახებ, რომ ცაში ცხოვრობენ), ქრისტე ღვთის ძე კი არა, პოპულარული მაგია…

საოცარია, მაგრამ არსებები, სიცოცხლის უჩვეულოდ გამოხატული ფორმით, ნიუ იორკში ცხოვრობენ  და არც თუ იმაზე მეტად პრობლემურები არიან, ვიდრე ადამიანები. ცდილობენ იყონ სოციალურები, კეთილები ან ბოროტები, ამბიციურები… მოკლედ, ახასიათებთ ყველა ის თვისება, რაც ადამიანებს და მათ შორის ცხოვრობენ, როგორც სოციუმის სრულუფლებიანი წევრები. ასეთია დევიდ კლერკისა და დევიდ სტერნის მულტიპლიკაციური სერიალის ლაიტმოტივი.

განეკუთვნება სიტუაციური კომედიისა და შავი იუმორის ჟანრს. მოქმედებები ვითარდება მეტად უჩვეულო გარემოში და ისინი თავს იყრის მთავარი მოქმედი გმირის, მარკ ლილის, სოციალური მუშაკის ირგვლივ. სწორედ მას ხვდა წილად ,,მოერჯულებინა” ათასობით ტვინზე უზომოდშეყვარებული ზომბი, აელაპარაკებინა მუდმივადმდუმარე თევზი(ტობი), ,,მოექცია” გამოუსადეგარი რობოტი(ერიკი). მოკლედ, მარკი ეხმარება მათ სოციუმთან ადაპტაციაში.

სამუშაო ადგილი, სადაც ლილი მუშაობს, ეკუთვნის ერთ-ერთ დემონს, ბონრეიპერს (ჰო, სწორედ ასეთი ვულგარული სახელი ჰქვია). ასევე დემონის, ალდერმაკ მეგგოთბონის (Maggotbone – ეპიზოდების ნახვისას მიხვდებით) ასულია მარკის მეგობარი გოგონა. ლილი სამსახურში ოთახს იყოფს მოხუც ლოთ ჯადოქართან (რომლის ზუსტი ასაკის დადგენა ცოტა რთულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ 30 ნოემბერს დაიბადა. როგორც თავად ამბობს სხვადასხვა ეპიზოდებში, მისი ასაკი 400-დან 800 წლამდე მერყეობს), ხოლო სახლში მისი რუმმეითი ზომბი, რენდალ სკეფინგტონია(რომელიც თავისი ნებით, სიყვარულის გამო გახდა ასეთი).

მულტსერიალი სავსეა სიტუაციური იუმორით, ხუმრობენ ყველაფერზე, საუბრობენ ყველაფერზე, რაც პირზე მოადგებათ (ბილწსიტყვაობა ხმოვანი ცენზთაა შენიღბული). შეხვდებით ბევრ პოპულარულ სახეს და გმირს როგორებიცაა: რობერტ პეტისონი (აქაც ვერ ასცდა ვამპირის როლს), მორგან ფრიმენს, ჰარი პოტერს, ლეიდი გაგას (რატომღაც ჰუჰა დაარქვეს ანიმატორებმა) და მის ზომბირებულ ფანებს, ჯასტინ ბიბერს (დასტინი), ლარი კინგს, ანჯელინა ჯოლის (ლარა კროფტი) და სხვებს. გარდა ამისა, ნახავთ ბუდას (რომელიც დადის და ლაპარაკობს), კოალას (რომელიც, ყოველთვის არასაჭირო ადგილას არასაჭირო დროს აღმოჩნდება ხოლმე), მედუზა გორგონას, ტელეწამყვან ანუსს, ამებას, მოლაპარაკე თითებს, ორთავიან ჭიაყელას, კინგ კონგს, საინტერესო პოსტერებსა და რეკლამებს …

ასე, რომ თუ გადაწყვეტთ მულტსერიალის, ,,მახინჯი ამერიკელების” ნახვას, იცოდეთ, რომ ფრიად ნასიამოვნები დარჩებით მის დახვეწილ იუმორში გატარებული ბევრი ყოფითი პრობლემით, ზომბებით და ვამპირებით (მათი მოყვარულნი), შარჟებით და კეთილი ბოლოთი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ფუტურამას მოყვარულებიც დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

Post navigation

11 thoughts on “Ugly Americans

  1. ვა ვა ^^ აუცილებლად დავიწყებ :>:>

    რაღაცა წაუფუტურამებს თუ მომეჩვენა? ენივეი ფრიად მოვიხიბლე შენი პოსტით და დამაინტერესა :>

    • გლეხის ბიჭი

      მმ, ფუტურამასი რა გითხრა, არ მინახავს. ალბათ, მეც დავიწყებ მალე :დ

  2. საინტერესოა.. ვნახავ და თუ შევჯექი, შენი ბრალი იქნება

    • გლეხის ბიჭი

      პირველი კი იქნება :დ შესაჯდომის რა გითხრა, ორი სეზონია ჯერ😦

  3. but South Park ‘s still the best🙂

    • გლეხის ბიჭი

      ვაჰ, ესე იგი ერთი მულტი კიდე ჩაეწერა სანახავთა სიაში

      • Lord Vader

        მაიცა კაცო საუსპარკი არ გინახავს? ეგ ბევრად ძველი სერიალია. და კლასიკაა უკვე…
        სიმფსონების შემდეგ მგონი ყველაზე საკულტოა მაგ სტილის სერიალებიდან.

        • არა, არ მინახავს და სიმპსონებიც 1 სეზონი მაქვს არასრულად ნანახი

          • არ მოგეწონა? მე პირადად საუსპარკი მირჩევნია, თუმცა მნიშვნელობით სიმფსონები მაინც გამორჩეული მოვლენაა ზოგადად.
            ბოლო-ბოლო ვატიკანმაც კი მიულოცა იუბილე🙂

      • Lord Vader

        http://www.southparkstudios.com/full-episodes
        ისე, სრულმეტრაჟიანიცაა გადაღებული, მაგრამ მოკლე სერიები უფრო რულამს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: