სად ვდგავართ ჩვენ?

რაღაც ხდება. ძილად მივარდნილს მოკლე ტექსტური შეტყობინებების ვიბრაციული შეგრძნება  მაღვიძებს. ღამის 1-ლი საათი და 50 წუთი. თვალები თავისით დამეხუჭა. დილით კი უსიამოვნო შეგრძნებამ გამომაღვიძა. იმის შეგრძნებამ, რომ გამოუსწორებელ შეცდომას ჩავდივარ, რომ რაღაც საშინელებაზე ვხუჭავ თვალს.

ერთი და იმავე პიროვნების ორ წუხანდელ sms-ს მიყოლებით ვხსნი:

1. Rogor xar?

2. Davijero aseti ambebia da gdzinavs?

რა ამბები? – გული გადამიტრიალდა. მერე სოციალურ ქსელში მეგობრების აჭრელებულ კედლებს გადავავლე თვალი და თან მიწერ-მოწერობანას ვერ ვშორდებოდი. რამდენიმე ვიდეორგოლი პირად შეტყობინებებში და კედელ-პოსტები. სახტად დავრჩი. სიმართლე გითხრათ, უხარისხოდ გადაღებული ჰორორის ნაწყვეტები მეგონა – ემოციურად რომ გტვირთავენ, ისეთის.

ენა – ქართული. ერთ მხარეს -დამცინავი, ხანდახან მრისხანე, მლაშე, მწკლარტე, ბილწი, იმპერატიული. მეორე მხარეს? მეორე მხარეს – შიშნარევი, ცუდის მოლოდინით აღსავსე, უიმედო…

რაღაც ბავშვური, ქუჩური გარჩევისმსგავსი. საშინელი უთანასწორობა. და დამოკიდებულება მსხვერპლისადმი

ჰო, ვიცოდით, რომ პატიმრებს აწამებდნენ! გაგვეგო ვიღაცების ნათქვამი. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. მთელი დღის განმავლობაში ნორმალურს ვერაფერს მოვაბი თავი. არ ვიცი, შეიძლება ამის ბრალი სულაც არ იყო. ან კი.

გლდანის ციხეში ვიყავი. არა, ვისთან შემიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედი. არ მიშვებდნენ – ბრიჯებით არაო. ჭიშკართან შეკრებილ, სასოწარკვეთილ ხალხს დავუწყე თვალიერება. ისეთი სულელი გამომეტყველება მქონდა, აშკარად ჭკუათმყოფელი არავის ვეგონებოდი. მაგრამ ამას ვინ ჩივის, ან ახლა, ან მერე ვინ დაიჩივლებს. მნახველების: დედების, მამების, ცოლების, შვილების, მეგობრების, გულშემატკივართა აცრემლებული, გამწარებული და დარდისგან საოცრად დაღლილი სახეები.

მცველებს პარკი ვაჩვენე, დღეს რომ არ შევუგზავნო, ერთი კვირა დამაგვიანდება კიდევ-მეთქი. როგორც წესი, ერთ უარს აღარ ცვლიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ შემიშვეს.

ჩემი იქ მისვლა პროტესტის გამოხატულება ნამდვილად არ იყო. არც ხალხში გავრეულვარ, არც რაიმე მითქვამს უკან გამოდევნებული ჟურნალისტისთვის, გამოსვლისას რომ მეკითხებოდა რაღაცას. ან  რა უნდა მეთქვა? აღშფოთებული ვარ, შეშფოთებული, გაგიჟებული-თქო? თუ აუცილებლად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, პატიმრების უფლებები დაცული უნდა იყოს-თქო? ათასჯერ ექნებოდა ეს მოსმენილიც და ჩაწერილიც. თავი არ მქონდა.

დღეს აქციაზე ვერ მივედი. სამწუხაროა. ხვალ აუცილებლად მივალ! ეს დიდი დანაშაული, რომელსაც, როგორც ჩანს, დიდხანს მალავდნენ, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!  ხელისუფლებას არ სცოდნია, თურმე. კიდევ ერთი დანაშაული – აბა, რას აკეთებდა? სამგზავრო ღირებულების ,,შემცირებისთვის” ხომ ეცალა? თუ იცოდნენ, ორჯერ დიდი დანაშაული!

მოკლედ, მე მივდივარ ხვალ საპროტესტო აქციაზე!

P.S. (ძალიან ცუდია, ასეთ ამბავზე ამის დაწერა რომ მიხდება, მაგრამ) მომეწონა, რომ აქცია სტუდენტობის მიერ მოეწყო და არ ედგა სათავეში რომელიმე პოლიტპარტია (ვაღიარებ, და დღეს უფრო მეტად ამის ,,შიშმა” შემიშალა ხელი).

Categories: U-კატეგორიო | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “სად ვდგავართ ჩვენ?

  1. “დემოკრატიის შუქურად” წოდებულ სახელმწიფოში ხართო, დაგვკივიან დილიდან დაღამებამდე, შუქურის და დემოკრატიის რა გითხრათ და დიდ ციხეს რომ ჰგავს ქვეყანა, ფაქტია, გარემონტებულ ციხეს… ვუყურებდი და მეგონა შემდეგი მე ვიქნებოდი…

    • ჩემ შემთხვევაში შემდეგზე არ იყო. უბრალოდ, როცა გავაცნობიერე რაც ხდებოდა, შემძრა ჯალათების საქციელმა

  2. არვცი რა გქვიან,მაგრამ მინდა გითხრათ ძზალიან მომწონს თქვენი ბლოგი,ზედმეტად მომწონს თქვენი ბლოგი.გადასარევი ბლოგი გაქვთ!! :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: