ბათუმი- დღე მეორე

ახალ სასტუმროში გადავედით. გიორგის დაძინებისკენ გაუწია გულმა, მაგრამ უწვიმო ამინდი იყო და გასეირნება ავიტეხე. სადღაც პირველი სრულდებოდა, ახალ თავშესაფარს რომ ვეწვიეთ. ძნელად მოვაგენით, მაგრამ სასიამოვნო მისაღების დანახვისას მე პირადად, ყველაფერი დამავიწყდა. რამდენიმე წუთიანი ლოდინისას თაროზე ერთი-ორი წიგნი შევათვალიერე და ერთ-ერთი მათგანი, ანონიმი ავტორის – ,,მიდი ჰკითხე ალისას” , მოვიტაცე უკან დაბრუნების ჟამს წასაკითხად.

მიდი ჰკითხე ალისას

ოთახში ასვლის შემდეგ გეგმები დავაწყვე, სად უნდა წავსულიყავით და რა გვენახა. პირველ რიგში, დელფინარიუმის ბილეთები ავიღეთ. შემდეგ კი ბათუმის ხელოვნების ცენტრისკენ გავქანდით ახალი ,,ვერის უბნის მელოდიების” ბილეთბისთვის. იმედი გაგვიცრუვდა – არც ერთი თავისუფალი ადგილი არც დღეს, არც ხვალ.

იმედგაცრუება შიმშილის გრძნობამ შეცვალა. დილიდან ვერაფრის ჭამა მოვასწარით. აქაური ,,მაჭახელა” გადაჭედილი რომ დაგვხვდა, თურქულ სამზარეულოს მივაშურეთ (სახელი დაიდება, თუ გავიხსენე). მომსახურე პერსონალი, მართალია, გულითადად დაგვხვდა და თბილი ღიმილით, მაგრამ საკვების რა გითხრათ. საქონლის ხორცის მწვადი შევუკვეთე. სურნელი დიდად არ მომეწონა, მაგრამ ჭამა მაინც დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ხორცი საოცრად ძველი, გაფუჭებული იყო. არა, რა, თურქულ კვების ობიექტებს გვერდით არ უნდა გაეკარო. ვერ წარმომედგინა, ბათუმის თურქული კუჭისამოსაყორი თუ თბილისის მსგავს დაწესებულებებზე უარესი იქნებოდა.

ბათუმის ხელოვნების ცენტრი (ნუ მარჯვნივ და მარცხნივ ტუალეტებია და კიდევ სარკეები🙂 )

აშკარად ცუდი დღე იყო, თორემ მიუზიკლის ბილეთებსაც ვიშოვიდით, არც ამძორებულ ხორცს ვჭამდი და სანაპიროზეც გავირუჯებოდი. თანაც წვიმაც პერიოდლად გვახსენებდა თავს. სამაგიეროდ, იმედი მქონდა, დელფინარიუმით მაინც ვისიამოვნებდი და ყველაფერი დავივიწყე (ისე არა, მერე გახსენება რომ ვერ შევძლო).

new ვერის უბნის მელოდიები -რეპეტიციამდელი კადრი (ყველა ვერ ვიცანი წესიერად. წინა ორს თავადაც მიხვდებით, ზურგშექცევით რომ სხედან, შპაგატში/ქართულად არ ვიცი რა ჰქვია/ რომ ზის ქეთათოა მგონი/ახლოს ვერ მივედი/, უკან მოცეკვავეები და წესით და რიგით სამორი ბალდე კონწიალებდა უკან რაღაცაზე, მაგრამ არ გამოჩნდა🙂 )

უზღვავი სიამოვნება მივიღე დელფინარიუმში გამართული შოუთი. უსაყვარლესი არსებები იმდენად ცდილობდნენ ხალხთან ახლოს ყოფნას, რომ აუზის ხალხისკენა ნაწილს შოუმენის გამოსვლამდე არ მოშორებიან(თურქმა ცოლ-ქმარმა რაღაც ოჯახური საქმის გარჩევა გადაწყვიტა ჩვენ უკან მდებარე რიგში და ცოლი ისე უყვიროდა ქმარს, შოუმენის სიტყვები ძლივს აღწევდა ყურებამდე). ერთი სული მქონდა, მოვფერებოდი დელფინებს, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა და არც იმ ოთხ ბედნიერს შორის აღმოვჩნდი, მათთან თამაშის და ახლო კონტაქტის საშუალება რომ მისცეს შემთხვევითად ამორჩევით.

ყველაზე პატარა, მორცხვი და ცნობისმოყვარე დელფინი კვირია, რომელმაც შოუს შუა ნაწილის შემდეგ მეწყვილე მარტო დატოვა და დედასთან გადაინაცვლა

სამწუხაროა, მაგრამ გულთან ახლოს არ მივუშვი და ოთახში დატოვებულ წიგნზე გადმოვერთე:

მიდი ჰკითხე ალისას

Go Ask Alice – სათური ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფსიქოდელიური როკ ჯგუფის Jefferson Airplanes სიმღერიდან ‘White Rabbit’-ის ტექსტიდანაა აღებული. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი რის გამოც თაროზე შემოდებულ წიგნს ხელი დავტაცე და ოთახში გამოვაქანე. ეტყობა, ბევრმა წაიკითხა, იმდენად აქვს დაკარგული ფორმა და ფუცლებსაც გადავლის კვალი ეტყობა.

წიგნი წარმოადგენს თინეიჯერი გოგონას დღიურს და აღწერს მოზარდთა იმ მდგომარეობას, სულიერ ჭიდილს, გარდატეხის ასაკში რომ იჩენს თავს; მოზარდისა და მშობლის ურთიერთობას – ყველა რჩევა, დარიგება, რასაც მშობლები გაძლევენ, ამ დროს სრულ უაზრობად, გეჩვენება. ჰგავს იმ წამალს, დედა რომ გაწვდის, შენ კი არაფრისმაქნისად, პლაცებოდ გეჩვენება ისინი. სწორედ ამიტომაც გადაწყვეტილებას იღებ შექმნილი დაბრკოლებებიდან ეძებო მარტივი გამოსავალი, რომელიც შემდგომში უმძიმეს პრობლემად იქცევა – ნარკოტიკები – ახალ, საოცრებათა ქვეყანაში შემძღოლნი. გაკარგვინებენ რეალობის აღქმისა და ადექვატური ქცევის უნარს. საბოლოოდ გამოდის ისე, რომ კარგავ მეგობრებს, ყველა ძვირფასს (უარეს შემთხვევაში), ცდილობ თავი დააღწიო წამლის მარწუხებს, თუმცა კიბოსავით გადგმული მეტასტაზები ამის საშუალებას არ გაძლევენ…

წიგნი მთლიანად დღიურის სახითაა წარმოდგენილი, თუცა ეპილოგი ავტორის გარდაცვალების შემდეგ, უფრო სწორად წიგნის გამოცემისას მისი სრულყოფისთვის დაემატა. საინტერესო საკითხავია. მძიმე და დრამატული.

P.S. ვარჩიე, აქ ჩამერთო ეს შემოკლებული რეცენზიისმაგვარობა, ვიდრე დამოუკიდებელ პოსტად გამომექვეყნებინა.

კითხვას რომ მოვრჩი ისევ წვიმდა. იმედი მაქვს დილით მაინც გადაიღებს და მზე გვეღირსება. ცოცხალი თავით არ ვნახულობ ამინდის პროგნოზს. იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

 

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

Post navigation

3 thoughts on “ბათუმი- დღე მეორე

  1. ბათუმში იყო და აჭარულს “მაჭახელაში” ჭამდე? რა გინდოდათ “მაჭახელაში”…

  2. ბათუმში აჭარული ვჭამე რესკაფეში და გემრიელი იყო სვათშორის :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: