Bat’umi

 დღე პირველი

არც ველოდებოდი და ვერც ვგეგმავდი. ვიცოდი ოთხ კედელს შორის გამოკეტილს უნდა გამეტარებინა ეს ზაფხულიც. მაგრამ საზაფხულო გეგმების უეცარმა მსხვრევამ და მოულოდნელად მიღებულმა გადაწყვეტილებამ ერთი დადებითი შედეგი მაინც მოიტანა – ბათუმში ამოვყავი თავი.

ოდნავ წამოწვიმა. გადაიკარა – დიდი წვიმა კიდევ წინაა

დილის 4 საათისთვის ჩავედით. ვერ გავითვალისწინეთ – ყველაფერი დაკავებული დაგვხვდა. მეგობარმა დილის 7 საათისთვის თავისუფალი სასტუმრო იპოვა ძლივს სადაც მეორე დილის თორმეტ საათამდე შეგვეძლო დარჩენა. დრო ვიხელთე და სანამ მან გამოიძინა, თავქუდმოგლეჯით გავქანდი სანაპიროზე, სადაც მეგობრები მელოდებოდნენ.

ბათუმი. რედისონი, ქართული ანბანის კოშკი

ვერ ვიტყვი, დიდად ვისამოვნე-მეთქი, მაგრამ 11:10 სთმდე წითელ შეზლონგზე დავყავი და მართალია, რაღაცებმა დამკბინეს, მაგრამ ცოტათი გავშავდი.

შუადღისას საინტერესო არაფერი მომხდარა – საშინლად მეძინებოდა და შესაბამისად ლოგინს მივებარე. საღამოს დიტო, ილო და თორნიკე ვნახეთ მე და გიორგიმ და სანამ წვიმა დაგვასველებდა, მანამ ვიბოდიალეთ. ბევრი ვერაფერი მოვასწარით, თუმცა მაინც კმაყოფილები დავრჩით.

MAD-ეა – შეშლილი ქალი

მეორე დილით დიტომ მიგვატოვა, ჩვენ კი ახალ ნომერში გადავედით, საიდანაც მხოლოდ მედეას ტრაკი, რედისონი, დრამის თეატრი და ქართული ანბანის კოშკი მოჩანს (ზღვას ღრუბლები აწევს).

P.S.  18.08.12.

P.P.S. 19-ის ამბებს უფრო ხარისხიანად და შემოქმედებითდ მივუდგები. ჭორივით ამბავი კი გამომივიდა, უცებ სათქმელად.  უცნობი ავტორის ”მიდი ჰკითხე ალისას” აღმოვაჩინე დღეს და ბევრს წარმოუდგენია, ალბათ, როგორ ვტაცებდი წიგნს ხელს.

ეს წიგნის სახელიდან გამომდინარე (მისი წაკითხვის ერთ-ერთი პირველი საბაბი)

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , | 4 Comments

Post navigation

4 thoughts on “Bat’umi

  1. რა გაუჭირეთ საქმე ძმაკაცებმა ამ მედეას ;)))

  2. 18-ის ამბები🙂 კაი იყო, წვიმის მიუხედავად. 19-ის ამბებს ველოდები🙂

  3. MAD-ეა მომეწონა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: