ფარაონის სიზმარი

,,ორი წლის შემდეგ ფარაონმა ნახა სიზმარი: თითქოს იდგა მდინარეზე; და აჰა, თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე; და სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ შემდეგ მდინარიდან, საძაგელი შესახედად და მჭლე ხორცით, და ძოვდნენ იმ ძროხებთან ერთად მდინარის პირას. და შეჭამა შვიდმა საძაგელმა და ხორცით მჭლე ძროხამ შვიდი შესახედად კარგი და რჩეული ძროხა. და გამოეღვიძა ფარაონს.”

შესაქმე (41; 1-4)

დღეს არ მგონია, ვინმე მსგავს სიზმრებს ნახულობდეს, ან თუ ნახულობს, სიზმრის არ სჯერა.  მაგრამ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გმირი რომ თანდათან ბატონდება მსოფლიოზე, ახალ ამბავს არავითვის წარმოადგენს – სურსათზე გაზრდილი ფასები ნაკლებადხელმისაწვდომს ხდის მათ მოსახლეობისთვის. ნაკლები ხელმისაწვდომობა კი თავის მხრივ,  ხალხთა შიმშილთან ერთად, პროდუქციის გაფუჭებას იწვევს. ეს უკანასკნელი – მრავლობით ზარალს, რომელიც კიდევ უფრო ზრდის მომავალი ზარალის რისკს ისედაც ნაკლებ პროდუქციაზე. ჯიბის სივიწროვის გამო ბევრი ადამიანი ამჯობინებს, თავი შეიკავოს გაძვირებული, მაგრამ ხარისხიანი და საჭირო პროდუქტების ყიდვისგან – მიმართავს ალტერნატიულ ვარიანტს -გენმოდიფიცირებული საკვების შეძენას, რაც შემდგომში სავალალო შედეგებს იწვევს (მუტაციებს, რომელთა შესახებაც სამწუხაროდ დღეს ძალიან ცოტა ადამიანი თუ საუბრობს, უგულებელყოფენ, რა მათ საკვების უკმარისობის მიზეზით).

რაა პრობლემები უნდა გადაიჭრას, რომ დედამიწის მაცხოვრებლები უზრუნვეყოფილნი იყვნენ სამყოფი სურსათით? ეს საკმაოდ რთული საკითხია და თავისში დედამიწის სიმწვანის და სიჯანსაღის დაურღვევლობის პრობლემასაც მოიცავს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, პლანეტა თანდათან კარგავს თავის ნაყოფიერებას მისი რესურსების არასათანადო და არაეკონომიური ხარჯვის გამო. ნოყიერი ნიადაგების გამოფიტვა ნაწილობრივ ხდება მოძალებული ჰიბრიდული კულტურების მიზეზით, ნაწილობრივ იმ გლობალური დათბობის (და მისი თანმხლები მოვლენების) ფონზე, მთელი მსოფლიო რომ აალაპარაკა, ნაწილობრივ, გაუწყლოებით (რასაც უმეტესად ზემოხსენებული პრობლემა იწვევს)…

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა დაეთმოს მეტი ჯანსაღი მოსავლის მოყვანას, რაც მათზე ფასების შემცირებას გამოიწვევს. ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, სურსათი  ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. რასაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი და ადვილადგანსახორციელებელი ოცნებაა, მაგრამ ადამიანები, რამდენადაც ლამაზი ოცნებები გვაქვს, იმდენად მცდარ გზებს ვირჩევთ მათ განსახორციელებლად. ეს კი სინამდვილეში მხოლოდ პოტიომკინის სოფლის ეფექტს იწვევს.

ზემოთ აღვნიშნე, რომ უპირველესი ყურადღება ჯანსაღი მოსავლის გაზრდას უნდა დაეთმოს. ჯანსაღი მოსავალი რომ ჯანსაღ გარემოში მოდის, კარგადაა ცნობილი. ასეთი გარემოს შესაქმნელად კი ნაკლები ფინანსები იხარჯება. მთავრობები, რატომღაც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სურსათის ზრდის და ბუნების რესურსების სათანადოდ გამოყენების პრობლემას.

სწორედ იმ მიზნით, რომ მმართველი ორგანოების ყურადღება არ მოდუნდეს სასურსათო უსაფრთხოებაზე და უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ ამ კუთხით 1942 წელს ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია Oxfam– ი, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს (მ.შ. საქართველოშიც).  ამ ორგანიზაციამ 2011 წლის 30 ივნისიდან დაიწყო ახალი კამპანია – GROW, რომელიც ორიენტირებულია მეტი მოსავლის მოყვანაზე, ცოდნის ურთიერთგაზიარებასა და  ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

ორგანიზაცია, თავისი ახალი კამპანიით, ადამიანის კეთილდღეობისკენ, მისი ცხოვრების პირობების  გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენც შევეცადოთ, მეტი ვიფიქროთ, მეტი ვაკეთოთ  ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის. ადამიანები გვქვია, თავი ქვეყნის ბატონ-პატრონად მიგვაჩნია და მგონი, არ უნდა იყოს ლამაზი ერთი ძალიან ცნობილი პიროვნების პრინციპით – ,,ჩემ შემდეგ თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა” – ვიხელმძღვანელოთ.

Categories: კონ-COURSE-ი | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “ფარაონის სიზმარი

  1. რა უნდა ვქნთ და, უნდა ავირჩიოთ ან საკვები ან მუტაციურად განვითარებული კომუნიკაციები და ტექნიკა, რომლის ასევე მუტაციურად ხშირი მოხმარებაც გარემოს აზიანებს და ამიტომაც ვეღარ მოჰყავთ კარგი და ბევრი მცენარეები ამიტომაც გახდა საჭირო გენმოდიფიცირება, რომ საჭმელი აღარ ყოფნიდა ხალხს და მოსალოდნელი შიმშილის თავიდან ასაცილებლად გააკეთეს ეს. მე პირადად, ზემოთ რომ ვიყო, ტექნიკის წარმოებას შევამცირებდი, მათ შორის მანქანების და კომპიუტერების, რომ აღარ ვიზარმაცოთ ისე, როგორც ახლა ვზარმაცობთ ამ ”დამჯდარ” საუკუნეში — ტანსაცმელსაც რომ ინტერნეტში ყიდულობენ და მალე, ალბათ, ქუჩაში გასვლა მართლა აღარ იქნება საჭირო; ეს თავის მხრივ ჩვენი სხეულების და ზოგადად ბუნების გაჯანსაღებასაც გამოიწვევდა და ბევრ ჯანსაღ საკვებსაც ”მოვაშენებდით” !!!

    • მთავარი ორგანიზებაა. მიწა იმდენად მდიდარია ჯერ კიდევ, რომ არ საჭიროებს ხელოვნური მინარევების დამატებას. დანამატების გამოყენება კიდევ უფრო აუარესებს მის მდგომარეობას და როგორც ჩემი ერთი კარგი მეგობარ იტყოდა, აზარმაცებს მას. გენმოდიფიცირება, საყოველთაო პრობლემაა, რომელიც ჩვენთან უფრო ძვირი, მაგრამ მომგებიანია, ვიდრე სხვაგან. და ზოგადად, დიდი თემაა საკმაოდ

  2. მე უკვე ”გამოგედევნე” — წამოგყევი…

  3. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა დაეთმოს მეტი ჯანსაღი მოსავლის მოყვანას, რაც მათზე ფასების შემცირებას გამოიწვევს. ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, სურსათი ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის. რასაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს.

  4. ხერხემალს ადამიანის ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ, რადგან იგია ჩონჩხის საფუძველი და მის სიჯანსაღეზე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა. ხერხემლის არხში გადის ზურგის ტვინი, რომელიც ორგანიზმის მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას განაგებს. ხერხემლის ამა თუ იმ მალის არასწორი მდებარეობის გამო ზურგის ტვინის ცალკეული ნაწილების დაზიანებამ შესაძლოა ორგანიზმში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება ყველას სურს. ამისთვის კი აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი სხეულის უმნიშვნელოვანეს ნაწილს – ხერხემალს, რადგან სწორედ ხერხემლის მოქნილობასა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული ადამიანის აქტიურობა, ლაღი და თავისუფალი მოძრაობა, რაც ასაკში შესულ ადამიანს აკლია, ხოლო ახალგაზრდას ფრთებს ასხამს. მოქნილი და აქტიური ხერხემლის პატრონს სიბერე ვერაფერს აკლებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: