ქეთო და კოტე

,,ქეთო და კოტე” – სოფო ნიჟარაძე, ნიკო ბერიძე

ჰოლივუდური უვარგისსცენარიანი სასიყვარულო ისტორიები გამახსენდა, აი, ისეთი, ვალენტინის დღე და რაღაც მსგავსები(სახელებს ვერ ვიხსენებ ახლა), ჰოლივუდის დიდ ვარსკვლავებს რომ შეყრიან ერთურთს. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ, ხან ერთი გამოჩნდება, ხან – მეორე და ასე, თვალსა და ხელს შუა ისეთი უაზრო ფილმი შემოგეყურება, უცნობი მსახიობები რომ დაგენახა, რომ არ უყურებდი.

ასე შევხედე ვიქტორ დოლიძის ოპერის ,,ქეთო და კოტე”-ს გათანამედროვებულ, გაახალგაზრდავებულ და მიქსურ  (თუ როგორ ვთქვა არ ვიცი, მაგრამ სწორედ რომ ქართული სიტყვა აჯაფსანდალი შეესაბამება) ვარიანტს – მიუზიკლს, რომლის რეჟისორი დათო დოიაშვილია (დოი), ხოლო დამდგმელი დირიჟორი ნიკოლოზ მემანიშვილი (რაჭველი). ქართული ელიტის ნამდვილი ცვენა – აქ ნანი ბრეგვაძე, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, სოფო ნიჟარაძე, იქ – აჩიკო სოლოღაშვილი, ეკა კახიანი და ვეღარ გავაგრძელება ახლა. ჰო, კიდევ ნიკო ბერიძე- არ უნდა გამომრჩენოდა – კარგი სვლა გააკეთეს, კარგი ბიჭია – ჯერ ჯეოსტარში შეუშვეს, კი არადა, სპექტაკლიდან აქ გამოაქცუნეს, გაარეკლამეს. იმას ნუ მკითხავთ, რომელმა პროექტმა უფრო მოიგო ამით – ,,ჯეოსტარმა” თუ ახალმა მიუზიკლმა – არ ვიცი და არც მაინტერესებს.

ჩემთვის უფრო საინტერესო სხვა დეტალებია, რომლებიც , პატრიარქის მიერ რევოლუციად შერაცხულ მიუზიკლში იმთავითვე უხეშად მეცა თვალში.

დავიწყოთ იქიდან, რომ სპექტაკლი არის ჩემი სიტყვით რომ ვთქვა – ,,შექსპირიზებული”.  ანუ ისეთია, ქართულ თეატრებში შექსპირის დრამები რომ იდგმება – ინტონაციაც, საწყისიც. აქ ერთადერთი რაც მომეწონა, ნინო ქათამაძე და მისი სიმღერები იყო – ყოველი აქტის შესავალს რომ ერთვოდა.

მეორეც, ცოტაც გაჟარგონებული მეჩვენა, არა, გაჟარგონებული კი არა -ახალგაზრდულია, მჩქეფარე, მაგრამ ეს მჩქეფარებისა და ახალგაზრდულობის გაჟარგონება იმ სიცივის აღმოსაფხვრელად დახარჯულიყო სჯობდა, ამ წყვილი სიყვარულს რომ გასდევს მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

ვერ დავიჭირე ესენი წითელ შარვალ-შორტში

მესამე და მთავარი – წყვილი, მთავარი წყვილი – მათ შორის საერთო არის სიყვარული, რომელიც მხოლოდ სტყვებში ჩანს, მოგონებები და წითელი ფერი. ეტყობა, კარგად იმუშავეს მათ გარდაქმნაზე – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ქეთო და კოტე კი არა, ხან რომეო და ჯულიეტა (არა, ძეფირელისეული ხედვით კი არა, ლურმანის), ხანაც ფებოსი (ფები – თუ როგორ ჰქვია?!) და ესმერალდა დგანან ჩემ წინაშე, ოღონდ მყვირალა და პრიალა ფერებით მოსილნი, ისე, რომ მათ სულში წვდომა ვერ მოვახერხო. საწოლის სცენამაც ლურმანის ფილმის ასოციაცია გამიღვიძა, გამიკვირდა და მეგონა ჩაიშლებოდა სპექტაკლი (ან მმკ უნდა ავარდნილიყო, ან რომელიმე აღშფოთებული მაყურებელი წამომხტარიყო და გაქცეულიყო). საბედნიეროდ, არ მოხდა ასე – გვეშველა, მგონი.

  Pourquoi? -Why? -რატომ, რატოომ?!

საინტერესოა, რომ მჟღერი, ესთეტიური და მშვენიერი ფრანგული ,,ძაღლების ენით”(კ.გ.) არის ჩანაცვლებული. თუ გაბრაზებული ქეთო ფრანგულად ჟღურტულებს ფილმსა და ოპერაში, აქ ცოტა დააკლდა ,,Whatta fuck is going on here?” – წამოეყვირა.

აღარაფერს ვამბობ უნიჭოდ გაკეთებულ სპეცეფექტზე – თვითმფრინავის ფრენის კადრები (თან უხეირო) რა საჭირო იყო, როცა ორი სიტყვითაც შეიძლებოდა ამოწურულიყო ეს მონაკვეთი. არც ეკა კახიანის თამაშზე – ეს ადამიანი ჩამთვის ერთ როლში -ლელა დეკანოსიძეში- არის ჩარჩენილი. ხო არც იმას ვიტყვი, რომ სპექტაკლს დაკვეთილობის სუნი ასდიოდა და ზემო ეშელონების ხელი ეტყობოდა. ჰეჰ, პატრონაჟი, კარგი სიტყვაა🙂 ჰო, და კიდე, სიკოს და ნიკოს სიმღერას არ უხდება ასეთი სინაზე.

ერთი სიტყვით, სპექტაკლი ,,რევოლუცია” მართლაც იყო, კი, დახუნძლული იყო პოსტმოდერნიზმით, მაგრამ მოიტანა კი ის, რაც უნდა მოეტანა, ან რა იყო სათქმელი?! ნუთუ მხოლოდ სიყვარული და შინაგანი ღირებულებები თუ ჰქონდა რამე პოლიტიკური და სხვა სულიერი დატვირთვა?! ალბათ, ქართული კულტურის ერთსულოვნებასაც აჩვენებს, იმასაც, თუ რა კარგია ცხოვრება საქართველოში (ღრმად ვერა, მაგრამ მაინც).

P.S. გუშინ მომეცა შესაძლებლობა, მეხილა ეს სპექტაკლი 26 მაისი რომ თენდებოდა, ალბათ, მაგიტომ შემოგვთავაზა რუსთავი2-მა🙂

Categories: თეატრი, მუსიკა, ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , | 15 Comments

Post navigation

15 thoughts on “ქეთო და კოტე

  1. ბევრ რამეში გეთანხმები. ვერტმფრენის იდეა როგორც ვიცი და სანდო წყაროებიდან, “მაღალს” ეკუთვნის და მისი დაჟინებით გაკეთდა, კაზიანი მეც მაღიზიანებს. მაგრამ რა ვქნა, მუსიკალური ,მხარე არის საუკეთესო და მე როგორც კლასიკური და საორკესტრო მუსიკის კარგი მცოდნე, ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომაც ვთვლი, რომ კარგი ნამუშევარია, თანაც ნუ დაგავიწყდება რომ ეს პირველი მიუზიკლია ” კურკას ქორწილის” ქვეყანაში

    • რა ნერონულობაა, ღმერთო ჩემო! ასე ერევა კულტურაშიც?! ცოტა არ იყოს და არ გვქონია მთლად კარგად საქმე. აღვნიშნე რაც მომეწონა. კი კარგი იყო რაღაცები, რაღაცები კი გამაღიზიანებელი. მაგ. სიკოს და ნიკოს სიმღერა – არ უხდება ამას ასეთი სინაზე. დოის და მემანიშვილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც მიფიქრია ეგ, კარგად იმუშავეს, მაგრამ ბევრი რამის ზეგავლება ეტყობა და ქეთო-კოტეობას ცოტა გვიან გრძნობ მაყურებელი

      • კი, ნერონულ ქვეყანაში ვართ… კიდევ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ აქ ხო ვერ დავწერ მიზეზთა და მიზეზთა გამო… ეგ ნომერი მე მომეწონა, მუსიკალურად კარგი კომპოზიციაა. თავისთავად მცდელობა რაღაც ახლის გაკეთების არა ცუდი. იმედია, შეცდომები გამოსწორდება ნელ-ნელა, მთავარია, რომ დაიწყოს ახლის კეთება და სურვილი იყოს. პოსტი მომეწონა ისე, ტყუილად არ დამილაიქებია, არ ვიცი მასე მე🙂 ხო, თან სცენაზე ნანახს ცოტა სხვა ემოცია აქვს, ცოცხლად რომ უსმენ. http://wp.me/p1MT1L-yF

        • იმედია და მომდევნო მიუზიკლი, იმედი მაქვს დაკვეთის გარეშე, თავისუფალ გარემოში გაკეთდება. სცენაზე ნახვის საშუალება ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ვისურვებდი მენახა. თან ქათამაძე – ვაფრენ მაგ ქალზე. აი, სტეფანეს და აჩიკოს გმირებზე რა გითხრა, არ მომეწონა და ალბათ, ჩემი ყურების ბრალია :დ

  2. კაი პოსტი იყო… ნუ, ტრადიციულად…🙂
    თვითონ მიუზიკლი საშინლად არ მომეწონა… ნახევრის მერე გადავრთე და საშინელებთა ფილმს ვუყურე, ნაკლებად შემზარავი იყო ჩემიდედასვფიცავარ…

  3. მეც ვფიქრობ, რომ ვერ მოიტანა ის, რაც უნდა მოეტანა, ვერ ვიგრძენი, რომ ვუყურებდი ,, ქეთო და კოტეს”, შესაძლოა სუბიექტური ვარ, თნ ძალიან, მაგრამ მაინც არ მომეწონა, სრული იდიოტიზმი იყო ჩემთვის, მაგრამ ვაღიარებ, მუსიკა მომეწონა, განსაკუთრებით ქათამაძის მომენტები და კიდევ მუსიკალური გადასვლები იყო ძალიან სასიამოვნო. აშკარად ეტყობოდა დაკვეთით შექმნილი, რომ იყო.

  4. მუსიკალური მხარე ძირითადად მომეწონა (ქათამაძეზე კომენტარს აღარ გავაკეთებ). აი, ვერტმფრენი ნამდვილად “მეზედმეტა”🙂 საერთო ჯამში, ცუდი არ იყო… პირველი ნაბიჯია და ნელ-ნელა დაიხვეწება ეს ჟანრი…

    • ხო, იმედია დაიხვეწება. ცუდი არ იყო, მაგრამ ბევრი რამ უხეშადთვალშიმოსახვდომია🙂

  5. ზუსტად ,,შექსპირიზებული” იყო, თან უნიჭოდ. ჟარგონებმა ცალკე მომკლა: “ქეთო სახეს აგვახევს!” “ზე” ფრაზა :დ მემანიშვილი-დოიაშვილის ტანდემი არ მომწონს და მათი ზედმეტი “მონდომება” კიდეც გამოჩნდა მიუზიკლში. რაღაც მცირედი გამონათებები იყო რაც მეტნაკლებად მომეწონა, მაგრამ სპექტაკლი მთლიანობაში ცარიელი იყო, მიუხედავად ამდენი ფერებისა, ამდენი ქორეოგრაფიული თემატური თუ ლირიული გადახვევებისა და ა.შ. პირველი აბზაცი მომეწონა, ჩემშიც ზუსტად იგივე ასოციაცია გამოიწვია.

  6. 🙂 ძაან უხეშად აასოცირებდი სხვადასხვა სპექტაკლსა, ფილმსა თუ მიუზიკლთან და ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ამდენ კრიტიკას არ გამოიწვევდა. იმჰო

    • მინდოდა არ მინდოდა ასოციაციებს ვაკეთებდი, ეს თავისით მოდის, ამიტომაც ვფიქრობ რეჟისორმა ისე უნდა იმუშაოს რომ სხვასთან შედარება აზრადაც არ მოგივიდეს, მითუმეტეს უგემოვნოდ გაკეთებულ სპექტაკლთან, ფილმთან თუ მიუზიკლთან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: