თუთია, ალკოჰოლი და ჯანმრთელობა

თუთია

არ მეგულება ადამიანი, რომელიც ლუდს სვამდეს და არაქისს ან ფსტას (ფისტაშკა) არ ახრამუნებდეს, ან თევზთან არ მიირთმევდეს. დაგიგემოვნებიათ, ალბათ, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები, რომელთა ჭიქებს ლიმონის, ფორთოხლისა თუ სხვადასხვა, არამხოლოდ ესთეტიურობისთვის,  ხილეულით რთავენ. ბევრს გაუსინჯავს პომიდორზე დამზადებული ,,სისხლიანი მერი” …

უყვართ და ამას იმით ამართლებენ, გემრიელიაო. კი, მართალია, გეთანხმებით ამაში – საერთოდ, დადგენილია, ის საკვები გვეგემრიელება, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის მოთხოვნადი ნივთიერებებითაა მდიდარი.

ალკოჰოლური სასმელის მავნებლობის შესახებ კი ჩემგან არ მოგეხსენებათ. მაგრამ დროის სვლამ თანდათან დააგროვა ის ე.წ. ,,მისაყოლებლები”, რომელთაც ალკოჰოლურ სასმელთან ერთად მიირთმევენ. ალაბთ, ბევრმა თქვენგანმა იცის და ბევრმაც არა, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ (და შემდგომში ქვემოთხსენებულ) პროდუქტებში დიდი რაოდენობით შედის თუთია.

ეს ის მიკროელემენტია, რომელიც დიდ როლს თამაშობს ალკოჰოლის დაშლაში და მისი (ალკოჰოლის) მიღებისას ჩვენი ,,დაძაბუნებული” ორგანისზმის ერთ-ერთი დიდი დამხმარეა.

აღსანიშნავია, რომ თუთია (იგივე ცინკი – ასეთი ფორმით მრავლად ვხვდებით უცხოურიდან ნათარგმანებ ლიტერატურაში.) მხოლოდ ალკოჰოლდამშლელი მიკროელემენტი კი არა, მამაკაცური ჰორმონებისა (უმეტესად კი ტესტოსტერონის) და სპერმის წარმოქმნა-ფორმირების უმნიშვნელოვანესი დამხმარეა.ზრუნავს  გამანაყოფიერებელი სითხის ხარისხიხარისხზე.

გარდა ამისა, ერთვება სხვადასხვა ძირითადი ჰორმონების (ჰიპოფიზური, კუჭქვეშა ჯირკვლის) წარმოქმნაში.

მონაწილეობს იმუნური სისტემის გააქტიურებაში. ზეგავლენას ახდენს გუნება განწყობაზე, მეხიერებაზე, მხედველობაზე, მადაზე, კანზე, თმებსა და ფრჩხილებზე – მისი ნაკლებობის დროს აღინიშნება დეპრესიულობა, უხასიათობა, ნევროზულობა, მეხსიერების დაქვეითება და კონცენტრაციის უნარის კარგვა,  უმადობა, კანის ელასტიურობის, თმებისა და ფრჩხილების ბზინვარების დაკარგვა. თუმცა მოჭარბებულმა რაოდენობამაც შესაძლოა მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

ფსტა (,,ფისტაშკა”)

ეს მიკროელემენტი არ მარაგდება ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მისი ყოველდღიური მიღება (დღიური ნორმა დაახლოებით 15-20მგ). ძირითადი საბადო კი მარცვლეული-თხილეული, ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, შვრიის ფქვილი, კაკაო,მწვანე ჩაი, ხახვი, ნიორი, კვერცხი, მწვანილეული, ციტრუსები და სხვ.

ალკოჰოლური სასმელები, ყავა, მუქი ჩაი, ტკბილეული – მნიშვნელოვნად ზრდიან ორგანიზმიდან თუთიის გამოდევნის პროცესს, ამიტომ შეეცადეთ, შეზღუდოთ მათი მიღება ან მათი მოხმარებისას შეეცადეთ მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი თუთიისშემცველი პროდუქტები.

სასარგებლო რჩევა: დადგენილია, რომ დილით 100 გრამი თხილეულისა და მარცვლეულის მიღება მთლიანად ხსნის დაღლილობას მთელი დღის მანძილზე, ზოგიერთი მათგანი კი შიმშილის შეგრძნებას გვაკარგვინებს. ეცადეთ, დილით ყავა შეცვალოთ ამ პროდუქტებით, ან (ჯანსაღი) კაკაოთი.

Categories: წაპროფესიო | Tags: , , , , , , , , , , | 14 Comments

Post navigation

14 thoughts on “თუთია, ალკოჰოლი და ჯანმრთელობა

  1. ფსტა, ანუ ბუსტუღი :))

    არაქისი მიყვარს ძალიან. მთელი დღე რომ ვაკნატუნო, არ მომბეზრდება.

    • ეგ მეოთხე სახელი აღარ ვიცოდი :დ
      არაქისზე მეც ვგიჟდები, მაგრამ ნაღვლის ბუშტისთვის ცუდიაო, მითხრეს. ისე, მე ვერსად მივაკვლიე მაგის სიცუდის კვალს :დ

      • Rusa

        “ჩხიკვთა ქორწილის” თაგუნასი არ იყოს, მეც თხილი მირჩევნია, მიწისა არა ოღონდ. გლეხის ბიჭი ვიცი მე მწყემსი, ექიმი კი არა! :)))))))))

  2. შენ კარგ ადამიანად ქცევა გემუქრება! გაითვალისწინე!🙂

  3. ვა რა საინტერესოა, ვეცდები გავითვალისწონო და ბეევრი თხილი მივირთვა,ჩემდა სასიხარულო-სასარგებლოდ :დ

    • ისე არ ქნა, ალერგიული თუ ხარ დაგაყაროს🙂
      100-150 გრამი დღის განმავლობაში სრულიად საკმარისია🙂

      • აჰ, არა, ალერგიული არ ვარ. რა ყურადღებიანი ხარ🙂

        • 🙂 ახლა ჟესტად ჩამეთვალა, ხო? :დ
          არადა, მომავალში ასეთები რომ არ გავითვალისწინო #-ი გარანტირებული მაქვს :დ ან ლიცენზიის ჩამორთმევა :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: