კოხინჯრობა

იმერეთი

თუ კარგ რუკას კარგად დააკვირდებით , იმერეთის დაბლობზე, ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით იპოვით პატარა სოფელს, მესხეთს. იგი წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და იყოფა ორ ნაწილად – ქვედა და ზედა მესხეთად, რომელთაგან პირველი (ჩემი სოფელი) მუხიანის თემს ეკუთვნის, ხოლო მეორე – ქვიტირის თემს.

,,დღესასწაული” , რომელზეც უნდა მოგითხროთ (და რომელზეც სულ მცირე რამ ვიცი), ჩემი სოფლის გარდა სხვაგანაც აღინიშნება, მაგრამ სხვადასხვა დროს. სოფელ ქვედა მესხეთისთვის კი ეს დღე 20 მაისია.

ზუსტად არავინ იცის, როდის ჩაეყარა საფუძველი ამ ,,დღესასწაულს”, თუმცა წმ. ელიას უკავშირებენ (არადა, ელიაობასაც ცალკე აღნიშნავენ). ქვ. მესხეთის გარდა, როგორც მოგახსენეთ, ბევრგან აღინიშნება ეს დღეობა – აუცილებლად მაისის თვეში, ოღონდ რიცხვები არ ემთხვევა ერთმანეთს. ქრისტიანული ეკლესია მას უარყოფს, თუმცა ხალხში შემორჩენილი და გამჯდარი ადათის დათმობა, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია.

ყოველ კოხინჯრობა დღეს სოფლის მაცხოვრებელები ერთი ოჯახიდან მეორეში მიდიან სტუმრად, ულოცავენ ერთმანეთს. როგორც წესი, სტუმარიც და მასპინძელიც მხოლოდ სუფრით შემოიფარგლებიან და საჩუქართა გაჩუქება-მიღება წესად არ აქვთ. თანასოფლელების გარდა, ოჯახს ეწვევიან ახლო ნათესავები და მეგობრები. სრულდებ(ოდ)ა იმერული ფოლკლორის ნიმუშები. წესად არ აქვთ  საყდრის ეზოში სხდომა და იქ მოლხენა (ამისთვის სხვა დღეები აქვთ. მაგ.: საღვთო (სახვთო))

ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ყურადღებთ ეკიდებიან. არ არსებობს სოფელში გლეხი, რომელიც სამუშაოდ გავა. ცრურწმენის თანახმად, ამ დღეს მიწის მცირედი ,,ძვრაც” არ შეიძლება. ხალხს სწამს, რომ ერთ დაუდევარ გლეხსაც კი შეუძლია, კოხინჯრობას მიწაზე მუშაობით ღმერთი გაანაწყენოს (უფრო სწორად, წმ.ელია) და ე.წ. კოხმა – ხოშკაკალმა (სეტყვას ასე უწოდებენ) მთელი სოფლის მოსავალი გაანადგუროს.

მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ძლიერი სეტყვა (კოხი, ხოშკაკალ(ე)ა) მაინც მოდის გაზაფხულზე (ან ზაფხულის დასაწყისში), ამ დღეს მაინც უქმობით აღნიშნავენ და თუ სტიქიის ეს უბედურება თავს დაატყდათ, აუცილებლად დააბრალებენ ვინემ გლეხს, რომელმაც გაბედა და 20 მაისი უქმად, დროსტარებასა და სხვათა დალოცვაში არ გაატარა.

Categories: საგლეხო | Tags: , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Post navigation

6 thoughts on “კოხინჯრობა

  1. დაპატიჟებული ვიყავი დღეს შენს სოფელში კოხინჯრობაზე :დ მარა სხვა გეგმები აღმომაჩნდა სამწუხაროდ და…😐

    • ჰმ! მეც გავმაზე :დ აგერ მეოთხე წელია უკვე ასე ვარ :დ

      • ჰო, ახლა უცებ, კი ჩამწყდა გული ისე, მაგრამ აშკარად უკეთეს საქმეზე ვიყავი დღეს და ^_^

        • მთავარია, საქმე არ გაფუჭდეს და ეს კოხინჯრობა ყოველ წელიწადს იმართება ჩვენთან :დ

  2. აუ მომინდა ეხლა უცებ სოფელშ
    (არ მაქვს და ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, ზაფხულობით ფეხს რომ აიკეცავდნენ და სოფელში წაესხმებოდნენ) ^^

    • უკვე მეც მშურს ჩემი მეგობრების. დიდი ხაია წესიერად ვერ დამისვენია იქ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: