წიგნები და ჩვენ

N.B. პოსტი დაიწერა beatnik-books.blogspot.com -ის მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტის ,,წიგნების თობა”-ს ფარგლებში

არის ადგილები, რომლებსაც, შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეეხო, ვერ იხილო, ფეხი ვერ დადგა. ამის ან ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ან დრო ან კიდევ სხვა რამ სიკეთე.

არის გრძნობები, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრებაში რამდენჯერმე განიცდის, ზოგი – ერთხელ, ზოგიც ვერასოდეს.

არის სამყაროები, რომელშიც ვერასდროს მოხვდები. ან არის სამყარო, რომელსაც დახუჭული თვალის გახელით  უნდა დანახვა.

არის …

რაღა გავაგრძელო და ბევრი ისეთი ოცნება, ქმედება თუ რამ არსებობს, რაც განუხორციელებელი რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს ფრთაშეუსხმელობები კი სიცარიელეებს ტოვებს ჩვენ შიგნით – იქ, სადაც ყველაზე ნადვილი სამყარო შენდება. მათ ამოვსებაში კი წიგნები გვეხმარებიან – ყველაზე ფერადი აგურები.

წარმოიდგინეთ, რა გეცოდინებოდათ ციურ სამყაროებზე, ღვთაებებზე, სილამაზეზე, სხვადასხვა გრძნობებზე, როგორ გადაცურავდით დედამიწის ორასამდე ზღვას, შემოივლიდით უკლებლივ ყველა კონტინენტს, ნახავდით მიუწვდომელ ადგილებს, გაიჭრებოდით კოსმოსში, როგორ შეხვდებოდით პრინცესებსა და უფლისწულებს,  როგორ დაამარცხებდით ბოროტებას, როგორ იპოვიდით ჭეშმარიტებას…  რომ არა დიდი მეგობრები – წიგნები.

ოდესმე განმარტოებულხართ სიბნელეში საყვარელი წიგნის იმედად?  გიფრენიათ მასთან ერთად?  გითამაშიათ, გიბრძოლიათ, გიმოგზაურიათ? … გამოგიტყდებით და ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი გასართობი იყო სკამებისგან აშენებული სასახლე, რომელსაც საწოლის გადასაფარებელს ვაფარებდი ზემოდან და მის ქვეშ საათობით ვიჯექი. სიბნელეში. მანამ, სანამ დედაჩემის ყვირილი ამ სასახლეს არ დამინგრევდა და ამიკრძალავდა მეორედ მის აგებას (ვინ უსმენდა?!).

ასე აღმოვჩნდი მსოფლიო ერების, ძმები გმირების, პეროს ზღაპრების სამყაროში. მითამაშია პეპისთან, ბიულერბიელ ბავშვებთან, დავდევდი ტომ სოიერს, ჰაკლბერი ფინს. მერე ვოინიჩისეულმა რევოლუციურმა იტალიამაც შემიტყუა, ექიმ-კაპიტნის თავგადასავალმაც. ამ ციხე-კოშკში წავიკითხე  მაინ რიდიც და დიუმაც (ეს უკანასკნელი ცოტა ადრე მომივიდა).

მერე იყო დეტექტივებით მცირეხნიანი გატაცება. მრცხვენია, მაგრამ ქართველი  მწერლების საფუძვლიანი კითხვა მხოლოდ მეათე კლასიდნ დავიწყე. დღეს კი საკუთარი, მხოლოდ ჩემი, საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა მაქვს ბუკინისტებთან ან წიგნის მაღაზიებში შეძენილი, საჩუქრად მიღებული, ერთი-ორიც უადგილო ადგილას დადებული და ხელს შემთხვევით გამოყოლილი (აჰა, ცოდვაც გაგანდეთ!), მაგრამ შესანახად ნათსავებთან დანაწილებული (ვერ ვგზავნი ჩემებთან, სახლში – არ მინდა, წაღმა უკუღმა ვატარო).

კარგი ბიბლიოთეკა კი მაქვს, მაგრამ  ,,ოდესმე მოვიცლის” იმედად ვარ, რომ საკითხავად ჩავუჯდე. მანამდე კი თვალის შევლებითა და მათი სურნელით ვკმაყოფილდები

Categories: კონ-COURSE-ი, წიგნი | Tags: , , , , , , , , , , , , , | 16 Comments

Post navigation

16 thoughts on “წიგნები და ჩვენ

  1. მე ყველაფერი, რაც ვიცი, მასე მოგზაურობების და განმარტოვების დროს მასწავლეს წიგნებმა და გაცილებით უკეთ და საფუძვლიანად, ვიდრე ამას სახელმძღვანელოები და თუნდაც ლექტორები აკეთებდნენ🙂

    • კატერინა :დ მე შედარებით კარგ დროში მომიწია ცხოვრებამ, ასე მახინჯი წიგნებით არ ვსწავლობდი, დღეს რომაა სკოლებში :დ

  2. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთ-ერთი პროფესია ტურიზმია, წერლებზე უკეთესი გიდები არასდროს მინახავს🙂 ამიტომაც ვამბობ ხშირად “კითხვის” მაგივრად “მოგზაურობას”🙂

    • ყველა დეტალს და ბუჩქის რხევას თავის დატვირთვას რომ აძლევენ, მაგაზე ვგიჟდები❤

  3. მშვენიერია, დიდი მადლობა❤
    ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეთ და პოეტის თავშივე მიუთითეთ რა კონკურსისთვის წერთ ასევე მონიშნეთ ჩვენი ბლოგი, მადლობა🙂

  4. ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ წიგნები არ გამოვა, ორი სჭირდება: მთელი ცხოვრება🙂 ეგაა წიგნები🙂 ის კი არა, წიგნებში აღწერილის თავად განცდას, მირჩევნია წავიკითხო და სხვამ აღწეროს… ლიტერატურა მართლა ყველაფერია
    მშვენიერი პოსტია, შენ რომ უნდა დაგეწერა ზუსტად ისეთი :*

    • მადლობა🙂
      წიგნში სულ სხვაგვარად ხედავ მოვლენებს, მათ მიმდინარეობას. ბევრი წიგნია ისეთი, რომელსაც შეხედულებების საფუძვლიანი შეცვლა შეუძლია. ახდდენენ როგორც კარგ, ისე ცუდ ზეგავლენასაც. სწორედ ამიტომაა საჭირო, მათი ყურადღებით შერჩევა და გულისყურით წაკითხვა🙂

      • საჭირო კია, მაგრამ რთული🙂 თავად თუ არ წაიკითხე ვერ მიხვდები შენზე როგორ ზეგავლენას ახდენს🙂 სხვისი შერჩევით წაკითხული კი ბუნებრივ გავლენას ვერ იქონიებს

  5. დეტექტივები გენიალურია❤

  6. რა იქნებოდა ჩემი ბავშვობა წიგნის გარეშე და რა იქნება ახლა,რომ არა წიგნი🙂 ყველაზე კარგი თვისება ის აქვს,ერთი და იგივე ნაწარმოები რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო,ბევრი არასდროსაა,ყოველ ჯერზე ახალ აზრს გამოიტან და ახალ დეტალს შემაჩნევ.როდესაც ვიღლები ან ვიცვლები,სურვილი მაქვს ბავშვობის იგნები წავიკითხო,მენატრება ის სამყარო და აუცილებლად წავიკითხავ ლინდგრენის “ბიულერბიულერ ბავშვებს”,ეგ ყველაზე მეტად მიყვარდა და მახსოვს ცოტა სევდას ვგრძნობდი,ოღონდ რა მომენტზე არ ვიცი ან რატომ🙂

    • ლინდგრენი კარგია, კი. ბევრი მაგის ხათრით იწყებს კითხვას. ერთხელ რომ დააძალებენ და არ გაუდის, მერე ლინდგრენზე დამოკიდებული ხდება. მინახავს ეგეთი ადამიანები :დ
      აი, წიგნებს რაც შეეხება, კარგია რომ გიყვარს.

      • “ერთხელ რომ დააძალებენ და არ გაუდის” ბოდიში გლეხო ბიჭო,მაგრამ ვერაფრით მივხვდი რას გულისხმობდი,სამი აზრი მაქვს ამ ფრაზაზე და სწორი მგონი არცერთია :დ

        • შენ არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ ჩემს დეიდაშვილს შეუყვარდა ლინდგრენი ეგრე. დედამისმ, თხოვნამ და დაპირებებმა რომ არ გაწრა, დაუჯდა და თანდასწრებით წააკითხა ბიულერბიულების რამდენიმე თავი. ხოდა, ბავშვი ხელიდან აღარ აგდებს ლიდგრენს. ამ ასაკშია ჯერ

          • აჰ🙂 მშვენიერ იდეაა.რატომღაც ჩემს წარმოდგენებში უყვარდა ჩემს შვილს კითხვა,მაგრამ თუ მასე არ მოხდება გამოვიყენებ ამ მეთოდს.ვიხალისე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: