არტისტი

ჟან დიუჟარდენი

შავ-თეთრი კინო, ორკესტრი და მაყურებელი

როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. თუმცა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი სიძველის ძახილი უფროა თანამედროვეობაში, ვიდრე უბრალოდ ძველი სტილით, ხმოვანი კინოს დაბადებამდე შექმნილი მუნჯი ფილმი. იწყება ვარსკვლავის კაშკაშის ამსახველი სცენით. კარგ დასაწყისს კარგი ბოლოც უნდა ჰქონდეს (თუმცა არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ,, მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო’’), ანუ დიდება დიდებით უნდა დასრულდეს და ფინალსაც ,,და დიდხანს ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად’’ სუნი მაინც უნდა დაჰკრავდეს …

ა, არა, უფრო სწორად, 1927 წლით იწყება – ,,აგენტ 007’’-ისმაგვარი თავგადასავალით (მუნჯი კინოს თვალშისაცემი ყვირილით: ,,ჯეიმს, მე მამა ვარ შენი!’’). მერე ტაშმოდებული დარბაზის წინაშე კაშკაშა ვარსკვლავი ჯამბაზობს. ირგებს დიდებას და თუ არ ვცდები, თავისებურ პეწთან ერთად, დიდებისმოყვარეც უნდა იყოს და საკმაოდ ამაყიც.

ავურიე! დალაგებულად ვიტყვი! ოდესმე ხომ უნდა მივეჩვიო!

არ ვიცი, როგორ გაუჩნდა მიშელ ჰაზანავიჩუსს იდეა ,,მკვდარი’’ ფილმის გაცოცხლებისა, მაგრამ ფრიად ორიგინალურად მოახერხა. კარგადაც შეფუთა და 5 ოსკარიც აიღო. წინა პლანზე ორი ძირითადი პრობლემა (თუ შეიძლება ასე ეწოდოს), სიყვარული და სიახლის შემოჭრა/აღქმაა წამოწეული. ეს უკანასკნელი მუნჯი კინოს არტისტის ცხოვრებაში ხმოვანი კონოს შემოჭრით არის წარმოდგენილი. სიყვარულის განფენა ფილმში, ალბათ, მეორე პრობლემისგან ოდნავი განტვირთვისთვის დასჭირდა რეჟისორს. ოდნავი ლირიულობა კი შესძინა ფილმს, მაგრამ მთავარი სათქმელი მაინც არ არის ის, რომ ,,სიყვარული აღგვამაღლებს’’. მაგრამ ჰაზანავიჩუსმა საბოლოო პრობლემის გადაწყვეტა სწორედ ბანალურად – სიყვარულისა და თანადგომის განდიდებით გადაწყვიტა.

მთავარი პრობლემა ახალგაზრდა, წარმატებული მსახიობის, უხმო ფილმის ,,რიგითი მუშის’’ – ჯორჯ ვალენტინის (ჟან დიუჟარდენი) ცხოვრებაში ხმოვანი კინოს შემოჭრაა. ხელოვანი ვერ ეწყობა ამ სიახლეს – მისთვის წარმოუდგენელია, მაყურებელს დიალოგები უფრო მოეწონოს, ვიდრე გრიმასა, ჟესტიკულაცია, რეჟისორის ჩანაფიქრის, მსახიობის სათქმელის გამოცნობა…

ზურგს აქცევს ხმოვან კინოს და გზას უთმობს ახალ, მოლაპარაკე სახეებს. საკუთარ ტყავში იკეტება. იწყებს სიამოვნებაზე უარის თქმას და თვითგადარჩენის ინსტინქტს ემორჩილება. ამაყია. არ სურს დახმარების ხელი გაიწვდინოს – უარყოფს შეგონებას : ,,ითხოვეთ და მოგეცემათ’’. თითქმის მთელი თავისი ფილმოგრაფია, კარიერა, მიღწევები, ყველა შრომა, ცრემლები ეწირება მის სიამაყეს. მაგრამ სიყვარული გადამრჩენ ძალად გვევლინება აქაც.

ბედნიერი შეხვედრა

ჰოი საოცრებავ! ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დროს ცნობილ არტისტთან, ჯორჯ ვალენტინთან ავტოგრაფის სათხოვნელად მოსული და შემთხვევით ფოტოობიექტივში მოხვედრილი თამამი გოგონა იქნებოდა სწორედ ის, ვინც ხმოვანი კინოს განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანდა. პატარა პეპი მილერი (ბერენის ბეჟო), რომელიც ახალი სხივს შეიტანდა კინოკომპანიაში და ახალ დიდებას დაჰპირდებოდა მას. ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ ეს გოგონა იქნებოდა ის სიყვარული, რომელიც დაღუპვისგან იხსნიდა არტისტს.

ერთადერთი უარყოფითი გმირი ფილმისა, რა თქმა უნდა, არის არტისტის ცოლი. ძვირფასეულობისმოყვარე, დამცინავი, მუდამ დაღლილი. ჯორჯისთვის ძაღლი(!) და საკუთრი უზარმაზარი პორტრეტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეუღლის განცდები. ძნელია, ზუსტად მიხვდე რატომ არიან ერთად. მაგრამ მათი ურთიერთობა, ალბათ მცირე ინტრიგაა, დამატებითი ბარიერი ბედნიერებისკენ სავალ გზაზე, რომელიც თავისთავად იხსნება გზიდან უნიჭოდ გაკეთებული ფილმების მსგავსად.

,,ლავსთორი’’(კარგი ბარბარიზმია. თუ ვივაჟკაცებთ, მალე ნეოლოგიზმადაც მოვნათლავთ და ავშენდებით!) დიდი ვერაფერი შვილია. არ მგონია, ვინმე მხოლოდ ამის გამო უყურებს მას. ჩვეულებრივი, თანამედროვე ქართული, ,,მოგუდული’’ ფილმების მსგავსი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს მხოლოდ მთავარი პრობლემის მოსაგვარებელი ,,საშუალებაა’’ და არა ფილმის მთავარი თემა.

თუმცა მხოლოდ ესეც რომ ყოფილიყო – ბანალური სიყვარულის ისტორია – ფილმი მაინც ნომინირებული იქნებოდა ,,ოსკარზე’’ იმ სიახლის გამო, რაც რეჟისორმა დაგვანახა – ახალის და ძველის შერწყმა. ოსტატურად შემოჭრა მუნჯ, შავ-თეთ კინოში ხმოვანება. მაყურებელმა თანამედროვე კინოს მიღწევები რომ არ დაივიწყოს, ზოგიერთ ადგილას შემოტანილია ხმაური –  რაც მთავარ გმირსა და მას შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს. გარდა ამისა, გამოყენებულ დიალოგთაგან ბევრი ამოვარდნილია მუნჯი კინოს მდინარებისგან. ხშირად მაყურებელს თავად უხდება მიხვდეს რა თქვა გმირმა. ყველაფერი არ არის გამოტანილი შავ ფონზე თეთრი ასოებით.

ფილმი რომანტიული კომედის, დრამის ჟანრებში ჯდება, თუმცა, ჩემი აზრით, ჟანრობრიობის მხრივ ცოტა მოისუსტებს და თუ ფილმის ნახვას ვინმე მხოლოდ სასიყვარულო თავგადასავლისა და არტისტის ცხოვრების გამო აპირებს, სიამოვნებას ვერ მიიღებს. ჟარგონზე ვიტყვი და ფილმის მთელი ,,მუღამი’’ სწორედ ფილმის აგებულებასა და გადაღების სპეციფიურობაშია.

,,..და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად”

მე ისღა დამრჩენია, სასიამოვნო ყურება გისურვოთ ფილმისა, რა თქმა უნდა მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი.

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 10 Comments

Post navigation

10 thoughts on “არტისტი

  1. მე არ მაქვს ნანახი და აუცილებლად ვნახავ. პოსტი კარგია, მაგრამ ფილმის მერე უკეთ შევაფასებ :*

  2. ჩემი აზრით, ღირსეული ოსკაროსანია. დიდი ხანია ასეთი “მშვიდი” ფილმი არ მინახავს🙂

  3. სულ ვდებ და ვდებ! მორჩა უნდა ვნახო!😉

  4. ძალიან კარგი ფილმი:) და პოსტი🙂

  5. მაგარია, ძალიან მიყვარს ეს ფილმი.
    იმსახურებს იმ აღიარებას რაც აქვს

  6. rogor mainteresebs !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: