იგი

არა, ქარჩხაძე არაფერ შუაშია. ან შეიძლება, არის კიდეც. მაგრამ იგი, ვისზეც მე გითხრობთ, სულაც არაა ,,იგი”- ჩვეულებრივი ნაცვალსახელია, ჩვეულებრივი და ბრუნვადი. ვერ ვიტყვი რამდენად ვერტიკალური და ზემსწრაფი, მაგრამ ბრუნვადი კი ნამდვილად არის.

მე არ ვიცი, ვინ არის მისთვის ზუ. არ საუბრობს მხატვრულად და კმაყოფილია იმით, რაც დღეს აქვს. არ ვიცი მისი ადამიანური ტკივილები და ხანდახან მგონია, რომ სახლი იმაზე მეტად უყვარს, ვიდრე საკუთარი თავი. არის ერთი რამ, რის სიყვარულსაც ახლა შეგნებულად ვმალავ მე. არ გეტყვით, რა უყვარს ყველაზე მეტად.

მას იმთაითვე ეტყობა, დაგეგმვის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. გეგმავს ურთიერთობებს, სიტუაციებს, ყველაფერს. ზუსტად იცის, ვისგან რა უნდა მიიღოს. არასდროს მიდის კომპრომისზე. ადამიანების დარწმუნების არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. მეფური ბუნება არ აძლევს უფლებას თავის დაცირებისა. როცა ხვდება, რომ ურთიერთობა უნდა დაასრულოს ვინმესთან, ყოველგვარიახსნის გარეშე აკეთებს ამას. და თუ თავიდან დასჭირდა ვინმე, ოსტატურად შემოაბრუნებს საქმეს. რა გაბრაზებულიც უნდა იყოს ადამიანი, არ მგონია, ვინმე მის შემოთავაზებებს სადმე გაექცეს.

მსხვერპლს მახვილი ყნოსვით არჩევს. მანამ უტრიალებს, სანამ სასურველს არ მიიღებს. თუ დარწმუნდა, რომ კარგად შეფუთულ სურნელში სიმძაღე იმალება, მაშინვე იშორებს, ანთვითონ შორდება.

სულმდაბლობა, რომელსაც იგი ავლენს, უმეტესად სიკეთედ ასაღებს. მცოცავი ქვიშასავითაა. რაც უფრო შორს შედიხარ მასში, მეტად ნაკლები გაქვს შანსი ცოცხლადგადარჩენის.

მას ყოველთვის უმართლებს. უყვარს ზღვა. მზის გამთანგავი მცხუნვარება. გართობა.

,,ნერვების მოშლა” იშვიათად ახასიათებს. არ იმჩნევს, მაგრამ წყენას არასდროს ტოვებს უპატიებელს. შეიძლება, მხოლოდ პანღურით დაკმაყოფილდეს, მაგრამ სამაგიეროს მიზღვით საკუთარი ბედნიერების გარანტიას ზრდის.

გიჟდება ალკოჰოლზე. სვამს ყველაფერს და ამას სიყვარულს აბრალებს. სვას ყველაფერს, რაშიც ალკოჰოლის დიდი შემცველობაა. ამით ადვილად ივიწყებს ძველ სიყვარულს და ახალზეც თავისუფლად გადადის. იშვიათად თვრება, მაგრამ ეს თრობაც არ გადასდის პათოლოგიაში. ირგებს.

ასეთია იგი. ასეთად ვიცნობ მე მას. არ ვიცი მისი სხვა მხარე. მხოლოდ ერთადერთს არ გიმხელთ რაც ვიცი – ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად უყვარს, მაგრამ მის გამოც არ გასწირავს სიცოცხლეს. ასეთია იგი.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “იგი

  1. Toxic

    chemzea ra🙂

  2. ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად უყვარს, მაგრამ მის გამოც არ გასწირავს სიცოცხლეს.—> ჰმ, საძაგელი ეგა:)

  3. Gio

    არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მე მინდა ვიყო იგი(სნაირი) :))))

    • welcome. თურმე რამდენი უცხო მკითხულობს. საიინტერესო იქნებოდა ,,იქ” შენი გაცნობა🙂 ძალიან მაინტერესებს ჩემი მკითხველი🙂

  4. როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ თუ როგორც არის რა🙂 მოკლედ ძალიან კარგია,კარგი ხარ ^.^

  5. აისბერგი

    მომეწონა. ნაწერიც და “იგიც”🙂

  6. lika

    ის ერთი რამე სექსია ხოო?….😉

  7. lika

    მეცნობა იგი…….🙂

  8. lika

    სად მოგწეროო?….

  9. განსხვავებულია ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: