თავის უფალი

ვისაც ოდესმე მისი საწოლში შეტყუება უცდია, არც უნანია. მაგრამ ყველაფერი საბნის ქვეშ რჩებოდა. კაკლის ხესავით იშლებოდა – სასურველს აგრილებდა. მერე ისე, ვითომც არაფერი,  უცბად მოკეცავდა ტოტებს და სრულიად უგრძნობი ხდებოდა მის მიმართ, ვინც აღარ აინტერესებდა. ადვილად ბეზრდებოდა ადამიანები.

ვისაც ოდესმე სიყვარული შეუთავაზებია, გულგატეხილი დარჩენილა. გველივით მოქნილი პარტნიორის მოგუდვისკენ იყო მიქცეული. სიამოვნებდა მისი სიკვდილსმიახლოებული სუნთქვა. კისრის არტერიების გახელებული პულსირების წაჭერილი შენელება. არესივით შეუბრალებელი სიყვარულის ალს ანთებდა, მაგრამ თვითონ არ იწვოდა.

უყვარდა წყალი. აკვამარინი. ასიმეტრიულ ლურჯ კოლოფში შეფუთული ვანილისა და ციტრუსების არომატიანი სუნამოები. რძე, მისი პროდუქტები და მარცვლეული (სწამდა, რომ მომდევნო ცხოვრებაში ან გველი იქნებოდა, ან მღრღნელი).

თავისუფლად ცხოვრობდა და ძველებური პაპისეული სახლის მოჩუქურთმებულ-მოოქროსფრებული ჩარჩოებივით ამსხვრევდა  მზღუდავ დოგმებს – თავის თავისუფლებას არგებდა. და ბედნიერიც იყო. ხანდახან შემოეძალებოდა დეპრესიადქცევა არასრულფასოვნების შეგრძნებისა და გონებრივი სიცარიელის.

უყვარდა შემოდგომა. თავზე მეტად. ფოთოლცვენის აყვითელ-წითელ-ფერადებული გზნება. მოახლოებული სიკვდლის სიცოცხლესთან ბრძოლის უკანასკნელი წუთებივით რომ ერწყმოდა მის სულს.

ასეთი იყო. ასეთად რჩებოდა. და, ალბათ, ასეთად დარჩებოდა სამუდამოდ. ცირკის ცხენივით თავაწყვეტილი ჰერმედის ცეცხლმოდებულ წრეში ხტებოდა მუდამ. მას კი, ვისაც ყვაველიების გვირგვინს დაადგამდა თავს, ღვთიურ ტკბობას ჰპირდებოდა. არამუდმივს.

ხანდახან ღვთაებრივ მარას ემსგავსებოდა – წინასწარ ჭვრეტდა მომავალს სპირიტუალივით. ხანაც ორმაგ თამაშს ეწეოდა ოთხ სტიქიასტან ადაპტაციის საოცარი უნარით. სერბერნარისეული ელეგანტურობით და მომთხოვნობით დასცინოდა ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და დოგმებს.

იყო ერთჯერადი ურთიერთობებიც, ოდნავ ხანგრძლივიც – დროებითი გატაცებანი – როგორც თვითონ უწოდებდა. მაგრამ სიყვარული – არა. არასდროს. ყველაზე მოსაწყენ ცხოვრებშიც თავის ნაპერწკალი შეჰქონდა. მისი კობრისებური გაშლა მხოლოდ სიკეთისკენ იყო მიმართული. უყვარდა 13.

რამდენჯერ დაუდია პირობა, აერჩია ერთი, მუდმივი პარტნიორი, მაგრამ ყოველთვის ტეხდა. ექიმები მის სექსუალურ ცხოვრებას ანდროგენების ოდნავ მოჭარბებულ დონეს დაუკავშირებდნენ, ალბათ. მაგრამ… მაგრამ…

სფინქსისებური ცივსისხლიანობით, საკუთარი ცხოვრების სისწორეში დარწმუნებული ვირივით გაჯიუტებულად დგამდა ნაბიჯებს. ვერ იტანდა შეზრუდვებს. თუმცა უარი არ თქვა ქორწინებაზე. დაიდგა უღელი და… უღელი დაიდგა. ყველაფერი კარგად იყო პირველ თვეებში. მერე სულ ერთი გახდა. მხოლოდ თავისუფლების წადილი, ამ წადილით გამოწვეული დეპრესია და უხასიათობა შემოეჩვია. მთლიანად გაქრა სექსუალური წადილიც. ”ნუნის” უწმინდურებაში ჩაეფლო – გულგრილი ცხოვრების შხამში.

პარტნიორს ზედაც არ უყურებდა. შემოუჩნდებოდა ღალატის მახრა და ყოველ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს სფინქსის ლომისეულ კუდს ულაწუნებდა. ძირს ანარცხებდა და თავაწეული გადააბიჯებდა.

უღელი პატიმრობას ჰგავდა მისთვის და არა სიამოვნებას. კამეჩისებური მდუმარე უმეტყველო თვალებით მისჩერებოდა ხოლმე მეუღლეს და საპირისპიროდ მომართულ კითხვებიან მზერას არაფერს პასუხობდა.

თავმოხდილ მინის ქილაში მომწყვდეული მორიელივით გრძნობდა თავს. გამოსავალი ორი იყო – ან ზემოთ აბობღება და ამგვარად მოპოვება თავისუფლების ან სხვა ცხოვრების დაწყება სხვა სამყაროში. ჩვეული ცივი გუნებით დაიწყო მოქმედება და მინის კედელს თავით შეაჯახა თავისუფლების წყურვილი. იცოდა, რომ კედელი უფრო მყარი იყო, ვიდრე – მისი თავი, მაგრამ თავისუთლების წყურვილი  – ორივეზე მეტად.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , , | 19 Comments

Post navigation

19 thoughts on “თავის უფალი

  1. რა კარგი იყო, დიდი სიამოვნებით წავიკითხე🙂

  2. კარგი კი არა ძალიან კარგი იყო, უბრალოდ მგონია რომ უკეთესად გავიგებდი და უფრო მომეწონებოდა რომ ვიცოდე რატომ დაწერე🙂 მოკლედ ვერ გამოვხატავ სათქმელს, ცნობისმოყვარეობის ამბავია, რამ დაგაწერინა ეს ნეტავი🙂

    • დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რატომ დავწერე. ეგ ჩემთან იყოს. ცოტა მარილი აკლია, მაგრამ ოდესმე განვავრცობ იმედი მაქვს. აქ დიდი გამოვიდოდა უფრო🙂
      მადლობა :*

      • ეგ არის ყველაზე საინტერესო, რაც შენთან დაიტოვე, აშკარად ჩანს ეგ “რაღაც”. მხოლოდ ეგ მარილი აკლია, ოღონდ ნუ მოაყრი, რაც შენია შენია🙂 :**

      • არაფერიც აკლია ნუ მოიგონე :)) მარილიც აქვს გემოვნებით :)) ^.^

  3. მომეწონა .. ჩემი პირველი კომენტარი შენც ბლოგზე:* http://facknormality.wordpress.com/ შემომიარე ხოლმე :*

  4. ძალიან მომეწონა. სიამოვნებით ჩავიკითხე🙂 და რატომ 13 ?🙂

    • 1-ც, მაგრამ ცამეტი უფრო მოუხდა🙂 ზოგადად, ეს ის რიცხვია, რომლისაც ყველას ეშინია :დ
      თან კიდე ერთ-ერთი მარტივ რიცხვთაგანია. ბევრი საუბარი მომიწევს მასზე🙂

  5. არც კი ვიცი რა კომენტარი დავწერო. არა და აშკარად მინდა რაღაც ვთქვა და ვერ…🙂 მოკლედ, ძალიან კარგი იყო.🙂

  6. lika

    zustad mivxvdi rac dawere, imitom rom aseve zustad vici rac aris eg…..

  7. lika

    არა, აზრადაც არ მომსვლია… უბრალოდ პირდაპირ ვამბობ სათქმელს..( თუ ვამბობ..) არ ვიცი ეგ ნაკლია, თუ ღირსება… ხასიათის თვისებაა მგონი…. ჰო, ასეთ ადამიანსაც ვიცნობ…..😉

    • პირდაპირობა, რა თქმა უნდა, კარგია🙂 მიყვარს ასეთი ადამიანები,პირდაპირ რომ გეუბნებიან სათქმელს. ან შეფარვით, მაგრამ მაინც🙂 კარგი, აღარ ჩაგეძიები :დ მეც მყავს ასეტი ადამიანი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: