ჩვენ და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა

სიახლეს არ წარმოადგენს, ალბათ, ის ფაქტი, რომ სტიგ ლარსონის ,,მილენიუმის საგის’’ ტრილოგიამ თავისი ჭეშმარიტად ღირსეული ადგილი დაიკავა ბესტსელერებს შორის.

ქართველმა მკითხველმა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი წიგნი – ,,გოგონა დრაკონის ტატუთი’’ (,,ქალთმოძულე კაცები’’) და ,,გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა’’ იხილა და საოცარი მოუთმენლობით  ელოდება მესამე წიგნს.

თავდაპირველად, როცა მე და ბებია  ამ ტატუებით დამშვენებულ, პირსინგებიან, გამხდარ, უმკერდო პატარა გოგონას შევხვდით, ვერც ვიფიქრებდით, ასე ახლობელი და საყვარელი თუ გახდებოდა ჩვენთვის.  გაფაციცებით მივედევნეთ მის ყოველ კვალს და პირველი წიგნის დასრულების შემდეგ, მოუთმენლად ველოდით ლიზბეთის ახალ თავგადასავლებს.

გამიგონია, ამბობენ, პირველს მეორე სჯობსო, მაგრამ ჩემთვის პირადად, მაინც პირველი წიგნი დგას პირველ ადგილას.  სწორედ აქ გავიცანი ლიზბეთიც, მიქაელიც, ერიკაც და სხვა მნიშვნელოვანი გმირები.  აქ მივხვდი პირველად, რომ მიქაელ ბლუმკვისტი, მართლაც რომ ლინდგრენის კალე ბლუმკვისტია. აი, ლიზბეთი პეპისთან კი მეორე წიგნამდე (არა, უფრო სწორად მოლის პოსტამდე) ვერ დავაკავშირე. ამ ნაწილში სწორედაც რომ შესაძლებლობა მომეცა უფრო ახლოს გავცნობოდი ამ გმირებს.

ერიკამ ბებიაჩემის დიდი სიმპათია ვერ დაიმსახურა, მაგრამ გამოგიტყდებით და მე ძალიან შემიყვარდა ეს ქალი. ძლიერი ხასიათის, ღირსეული წარმომავლობის მდედრი თავის თითქოს და ერთფეროვან ცხოვრებას მეორეს მხრივ უპირისპირებს თავაშვებას, სექსუალურ დაუოკებლობას. არ შეუძლია დათმოს მეუღლე, რომელიც მის სექსუალურ თამაშებს გულისხმიერად ეკიდება, და თავის ყველაზე დიდი სისუსტე, მიქაელი. ასეთ ქალებს ბებიაჩემი ,,ბოზს” ეძახის.

მიქაელი- მიქაელ ბლუმკვისტი, კალე ბლუმკვისტი, სექსუალურად დაუცხრომელი მამაკაცი. ბავშვური, მეგობრული და მამაკაცი, რომელმაც შეძლო, სიყვარული გაეღვიძებინა, ინსტინქტური სექსის გამოსხვავება ესწავლებინა ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ლიზბეთია. ასეთ მამაკაცებს ბებია ,,ბოზ კაცს” ეძახის.

აი, ლიზბეთს რაც შეეხება, ამ გმირის მიმართ, თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი. მისი ბისექსუალური ,,გადახრები” დიდად არ მოეწონა, მაგრამ ლიზბეთის მოხერხებულობა და ბავშვურობა ყველაფერს აბათილებდა.

ვერ გეტყვით, დიდად გავოცდი, მისი მათემატიკით გატაცებით-თქო, რადგან, როცა მის ფოტოგრაფიულ მეხსიერებაზე გავიგე, მაშინვე ჭკვიანი უილ ჰანტინგი  გამახსენდა, და ძალიან გამახარა მისმა ამ ჰობმა.

ასოციაციებში, წიგნის კითხვისას, მხოლოდ ეს ფილმი არ ამოტივტივებულა. ექიმ ტელებორიანის სამკურნალო მეთოდებმა მაშინვე ,,მექანიკური ფორთოხალი” ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და ,,მონანიება” გამახსენა.

ბებია კი სიუჟეტით ტკბებოდა. ფრიად ისიამოვნა სალანდერის მოგზაურობით და იქ გადამხდარი ისტორიებით. დიდად არ მოეწონა, ლიზბეთის გახლართვა უსიამოვნებებში. თუმცა, ბოლომდე არ დაუკარგავს იმედი, რომ ,,მიქელა” დაეხმარებოდა.  ეს სახელი თვითონ დაარქვა მიქაელ ბლუმკვისტს და იმ დიალოგის შემდეგ, რომელიც ჩვენ შორის გაიმართა, მივხვდი, სახელებზე არ უნდა შევკამათებოდი:

-,,მემგონია, მიქელა უშველის”- ბებია.

ჩემი სიჩუმე (სიცილს ვიკავებდი).

-,,მიქელა ხო ქვიოდა?”- ბებია

-,,მიქელა კი არა, მიქაელი ერქვა”- მე

– ,,მერე, მაინც მიქელაა”- ბებია. (სტ. დაცულია)

სალანდერის თავისეულ სახელს – სალვადორს – სალვადერი,  სალენდერი შემატა. მის მეგობარ მიმის კი ნინი დაარქვა. ზალას – ზაალი.

ბევრი ვიმსჯელეთ პროლოგში ხსენებულ გოგონაზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ბოლო ნაწილამდე ვერ მივედით სწორ დასკვნამდე.  ერთგვარად სასიამოვნოდ საკითხი წიგნია. ბებია ,,კონტიუტერულ” ტერმინოლოგიას ვერ ეგუებოდა. ვერც ის წარმოედგინა, როგორ შეეძლო ზემოთხსენებული ნივთით უტყუარი და ზედმიწევნითი ინფორმაციის მოძიება ,,სალვადერს”, ან რას ნიშნავდა კომპიუტერის გატეხვა. ვცადე, ამეხსნა (პირველ წიგნშიც არ დავაკელი), მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდა.

ერთი სიტყვით, სასიამოვნო დრო ვატარეთ მე და ბებიამ. კითხვის პროცესი სახალისოც იყო სალანდერის ქცევისა თუ ზემოთხსენებული სიტუაციების გამო.  ყველაზე წარმოუდგენელი კი ის დიდი ინტრიგა იყო, წიგნის ბოლოს რომ გველოდა.  ვიცი, რომ ტრილოგიის ეს ორი წიგნი საპატიო ადგილს დაიკავებენ ჩემს ოცნებებში არსებულ თაროზე, მესამე წიგნს კი მოთმინებით დაველოდებით მე და ბებია.

P.S. კვირაზე მეტია, ვაჯანჯლებ ამ პოსტის დაწერას. ძლივს ვაღირსე და დრო დავუთმე.

Categories: წიგნი | Tags: , , , , , , , , , , | 16 Comments

Post navigation

16 thoughts on “ჩვენ და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა

  1. ბებიამ დაგლიჯა, ათასი ლიკე მას🙂

  2. ერიკა მეც მევასება🙂 რაც შეეხება წიგნს, პირველი ძაან მაგარია (და ფილმსაც არაუშავს) და მეორე ნაწილი არ წამიკითხავს ჯერ.

    • წაიკითხე მეორე და მიხვდები რომ ბევრად სჯობს პიორველს, იმჰო :დ

    • კი, ძალიან მომწონს ეს ქალი. რა თქმა უნდა, სალანდერი ერთ-ერთი უსაყვარლესი გმირია. წაიკითხე, მაგრად ისიამოვნებ.

  3. ზაალი😀
    ძალიან კარგი პოსტია

  4. მესამე ნაწილში ერიკას ისეთი თავგადასავლები ელის, წესით ბებიასაც უნდა მოეწონოს🙂 …ტრილოგიაში ჩემი ფავორიტი მაინც სალვედერია🙂

    • სალვედერი? თუ სალანდერი?

    • ერთი სული მაქვს, როდის დადგება მესამე წიგნის ხელშიგდების დღე. ბებია, მგონი, აღარ იქნება თბილისში მაგ დროისთვის. მგონი კიი არა წესით აღარ უნდა იყოს.
      ნათი, სალვადერი სალანდერია ბებიაჩემისთვის🙂

  5. ბლუმკვისტი ძალიან მიზიდავს ^_^
    და ეგ ბოზი ერიკაც მომწონს :დ მაგრამ, ზედემტად სადა და დახვეწილია ჩემთვის.

  6. ისე, მია მომეწონა ძალიან. საინტერესო განვრცობაც უნდა ჰქონოდა ამ წყვილის ურთიერთობას, მაგრამ ავტორმა ასე არჩია.

  7. ბებოს შეფასებები ძალიან მომეწონა :დ ბებიაჩემს ყოველ ხსენებაზე ვუხსნი რა არის ინტერნეტი და რა არის საერთოდ კომპიუტერი. სულ იმაზე აქვს ომი ამ “აპარატს” მოვშორდე და ამდენი აღარ ვილაპარაკო “კაიფით” (სკაიპი) იმიტომ რომ “იწერება” :დ ბებოები თბილები არიან❤ წიგნს რაც შეეხება, ჯერ მეორე ნაწილი არ მაქვს წაკითხული და ერთი სული მაქვს როდის მოვიგდებ დროს ხელთ რომ ჩავუჯდე. მითუმეტეს ასეთი შეფასებები რომ მესმის მოთმინებას ვკარგავ უკვე. :))))

    • როგორც ჩანს, ეგ ყველა ბებოს სენია :დ სკაიპის ხსენებაც აღარ მინდა :დ
      კი, მაგარია, ჩაუჯექი😉

  8. Rusa

    იმ ორი დღის განმავლობაში, რაც ამ წიგნს დავუთმე, თავის აწევა და გარეთ გასვლა რომ მჭირდებოდა, ვდარდობდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: