IN AQUA

პირადი ცხოვრება? რა თქმა უნდა, ჰქონდა. გვერდით ის ადამიანი ჰყავდა, რომელიც უყვარდა და რომელსაც გაგიჟებით უყვარდა. მაგრამ ხსენებულ პირველს მუდმივად მარტო სურდა ყოფნა.

ხალხისგანაც საუკუნეობით წყდებოდა, რომ მერე მათით დამტკბარიყო. უყვარდა ყველა, ვისთანაც ოდესმე ჰქონია ოდნავი შეხება მაინც. მართალია, უმეტესი მათგანი მათგანი მხოლოდ ზიზღს იმსახურებდა, მაგრამ ხშირად ამ ,,საზიზღრობისთვის” უყვარდა.

ტკბებოდა ყველა ადამიანით ვისაც გარშემო ხედავდა. ხანდახან ყველა მახინჯად ეჩვენებოდა – მარტოობას აბრალებდა. სარკეთმოძულე, ასეთ დღეებში განსაკუთრებულად გაურბოდა ამ ჯადოსნურ ადამიანურ ქმნილებას.

ფურცლებად მიმოფანტულ აზრებში იჯდა და მათ ერთად ტავმოყრას არც ცდილობდა. განიცდიდა ტკივილს, რომელიც ადამიანად ყოფნას აუწყებდა. ხარობდა – მხოლოდ ეს ტკივილი აკავშირებდა გარე სამყაროსთან და სიყვარული, რომელსაც ვერავინ გრძნობდა.

თავის ტკივილით გაუთავებლად დატანჯული ხანდახან აზროვნების შეწყვეტას ლამობდა. იოგას მიმართავდა, თუმცა იცოდა, არაფერს წაადგებოდა. უმეტესად უაზრო ფიქრებით დამძიმებული საკუთარი მარტოობის მოკვლას ცდილობდა.

საათობით იჯდა აბაზანაში და მდუღარე წყალში ჩაწოლილი, მისი მდუღარებისგან ათასად დაკლაკნილი, ნეტარებას განიცდიდა. არასოდეს დაუყენებია თავი სხვებზე მაღლა. თუმცა ყველა ადამიანურ პროცესს, ადამიანთა ცვალებადობასა და მათ მისწრაფებებს აკვარიუმში გამომწყვდეული თევზივით უყურებდა. ხანაც საოცარ ბუშტს ამსგავსებდა, უთავბოლოს, უკაროს. სადაც შესვლა ყველას შეუძლია და ყველა თავისი ბუშტებით დადის – თავისი პატარა სამყაროებით.

აკვირდებოდა მათ და დრო გადიოდა ასე. ხანდახან ზედმეტი სიყვარულით შემოეხვეოდა ამ აკვარიუმსა თუ ბუშტს და მერე უცებ ბრაზდებოდა საკუთარ თავზე  – ასე ხომ დაამსხვრევდა ან გახეთქავდა იმას, ასე რომ უყვარდა.

ახლაც აბაზანის მდუღარებაში იწვა და თავის ტკივილს იკლავდა.

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , , , , | 7 Comments

Post navigation

7 thoughts on “IN AQUA

  1. თავის ტკივილი არის ზლო, და მარტოობაც:/

  2. მაგრამ ხსენებულ პირველს მუდმივად მარტო სურდა ყოფნა. ❤

    რა სასიამოვნოა პოსტებში ნაცნობ გრძნობებს რო შეხვდები ხოლმე ^__^

  3. “თუმცა ყველა ადამიანურ პროცესს, ადამიანთა ცვალებადობასა და მათ მისწრაფებებს აკვარიუმში გამომწყვდეული თევზივით უყურებდა. ხანაც საოცარ ბუშტს ამსგავსებდა, უთავბოლოს, უკაროს. სადაც შესვლა ყველას შეუძლია და ყველა თავისი ბუშტებით დადის – თავისი პატარა სამყაროებით.”-dzalian mecno

  4. ანუ ხანდახან მგონია რომ მეც აკვარიუმში გამომწყვედეული თევზივით ვუყურებ სამყაროს…

  5. lika

    sul marto ara xar? suls mxolod gmerti xedaavs…is ki – aravis arafers ar etyviis…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: