1 წელი

ამბობენ, ერთი წლისას იუბილეს არ აღუნიშნავენო და არც იმას ამხელენ, ერთი წლის რომ ხდებაო. მაგრამ ჩემი ბლოგი 1 წლის გახდა და ამ ფაქტის ,,მოყუჩება” არ შემიძლია. აღნიშვნასაც არ ვაპირებთ, მაგრამ შემომსვლელს არ დავტოვებთ უყურადღებოდ🙂

30 მარტი ის დღეა, როცა პირველი პოსტი დაიდო, მისი ჩასახვის პერიოდი კი არ ვიცი და ვერც გამოვთვალე (პროფესიული ლაფსუსი).

ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი შემომეზარდა. თუმცა 53 პოსტამდე ძლივს ავედით. იმედი მაქვს, მომავალი წელი ამ მხრივ წარმატებული იქნება და ხშირად დავპოსტავ ხოლმე. ხანდახან დაიჩივლებს კიდეც, არ გიყვარვარო, მაგრამ ბევრს კარგად გემახსოვრებათ ის დღეები, თვითგამოწერილ არდადეგებზე რომ გამეპარა. მაშინ მივხვდი, რამდენად ძვირფასი ყოფილა ჩემთვის და ჩემს ძველ, აბორტირებულ ბლოგებს სასწრაფოდ გამოვაშორე.

ვერც ვიზიტორების სიუხვეს დავიკვეხნი. თუმცა, მომხმარებელი პროდუქტს ხარისხის მიხედვისთ არჩევსო და მადლობის მეტი რა მეთქმის მათზე,  ვინც ერთგულად მსტუმრობს (ან ერთხელ მაინც შემოსულა).

პლაგიატთა  ყურადღების ობიექტი არ გავმხდარვარ (რაა მოსაპარი, თუ არა კი :დ), თუ ,,სკოლაში თემად წაკითხულ” ჩემს ერთ-ერთ პოსტს არ ჩავთვლით.

მისი დამსახურებაა, საკმაოდ საინტერესო – ერუდირებული და ჭკვიანი- ბლოგერები რომ გავიცანი. ზოგიერთი პირადად, ზოგიც- მხოლოდ ონლაინში.

მიქარწყლებს ერთფეროვნებას და ყოველთვის მასთან ვაფარებ თავს დაღლილი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი წლისაა, კარგად ესმის ჩემი, კარგი მსმენელია.

რამდენჯერმე, სერიოზულ უსიამოვნებაშიც გავეხვიე (ჩემთვის სერიოზულში), მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რა ქნას, ჩემი გაზრდილია და მშობელ-შემქმნელის კვალზე წავიდა – ხათაბალას მაგნიტივით იზიდავს, ცოტასაც წაუსულელებს.

მეტი რაღა ვთქვა?! გულითად მადლობას გიხდით ყველას.

გვიყვარხართ🙂 :*

Categories: U-კატეგორიო | 21 Comments

Post navigation

21 thoughts on “1 წელი

  1. გილოცავთ🙂

    “თუ ,,სკოლაში თემად წაკითხულ” ჩემს ერთ-ერთ პოსტს არ ჩავთვლით.” – რა მაგარია😀😀

  2. კარგია, რომ აღნიშნე😉

    წარმატებებს, ბევრ სიახლეს და კიდევ უფრო მეტ პოსტს და მკითხველს გისურვებთ ორივეს🙂

  3. razmua

    რა თბილი პოსტია :* გილოცავ წარმატებები მშობელ-შემქნელს და შექმნილსაც :*

  4. წარმატებებს გისურვებთ მომავალში, ბევრი და ბევრი საინტერესო პოსტი:)

  5. გილოცავ და გისურვებ მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და ბევრი მკითხველის მომყვანი ყოფილიყოს.🙂

  6. სანდრო

    გილოცავ, კიდევ უფრო მეტ საინტერესო პოსტს გისურვებ🙂

  7. Mr. Nomad

    პოსტმრავალფეროვნებასა და კომენტართსიუხვეს გისურვებ🙂

  8. ვულოცავ ბლოგს (და ავტორსაც)🙂 წარმატებებს, ანუ ბევრ პოსტს ვუსურვებ🙂

  9. ხეფი ბეზდეი თუ იუ! ^^❤

  10. გილოცავ!🙂 უამრავ ერთგულ მკითხველსა და მუზისაგან შემაწუხებელ მოუსვენრობას გისურვებ!🙂

  11. ეეე, მთელი 1 წელი❤ გილოცავ ^_^

  12. congrats :))

  13. მადლობა ყველას, უღრმესი. ❤

  14. მოგვიანებით გილოცავ, უფრო მეტ და საინტერესო მკითხველ გისურვებ.

  15. იკაიფე, როდის ვწერ ამას!😀 გილოცავ!🙂 Keep it Real

  16. lika

    შესაშური თავმდაბლობაა…რა ვქნა შეგაქო თუ გაგაკრიტიკო???.😉 რადგან ადამიანებს უყვართ ზოგადად რაიმეს რო ულოცავენ (ანუ პოზიტივია…), გულს არ დაგწყვეტ და მოგილოცავ მეც, რაც აქამდე არ მომილოცნია, ყველაფერს ერთად: – ავიაციის დღეს, ქარწაღებულთა დღეს, ეს ქალი რომ დახეთქილ მიწაზე მიგდებულა, იმის დღეს, ბლოგების და ბლუგების, მკითხველების, წამკითხველების, ჩამკითხველების, თვალის გადამვლელების და ა.შ. დღეებს! (ჰოო, კინაღამ დამავიწყდა – ჩემი გაცნობის დღეს! 😉 ) გულითადი მადლობისათვის მადლობააა !😀

    • უუუღრმესი მადლობა :დ ( არ მიყვარს მილოცვები, მაგრამ კეთილ სურვილებზე ადამიანებს უარს რომ ეტყვი, ზზზედმეტად ხეპრე და უზრდელი უნდა იყო :დ)
      სასიამოვნოა, რომ გაგიცანი🙂 (და ჩემს ბლოგს კითხულობ)

  17. ლიკა

    მე ისევ შემოვედი და……. რატო არაფერი დამახვედრე ახალი? (გაბრაზებული სმაილიკი)…. რა წავიკითხო ეხლა მეე?…..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: