ტყვე

,,ძილის დროა ახლა?” – აკაკუნდნენ თითები მაგიდაზე.

,,კი, კი!” – მოიჭუტნენ თვალები დასაძინებლად.

გამოხუნებულ ნარინჯისფერ ფარდას მზის სხივები ეპარება. ახლადამოწვერილი მზის სხივები საწოლის გაცრეცილ ზეწარს სიგარეტით შემთხვევითმიმწვარი მუქი ფარდის ნახვრეტებიდან ეცემა. მაგიდის ჭრაჭუნი არღვევს სიჩუმეს. სკამის უხერხულობაც. კანთანხახუნით დამუხტული ტანსაცმლის ელვისებური განათებებით დედიშობილა აღმოჩნდა საწოლთან. გაუცნობიერებელი, ინსტინქტადქცეული  ხელების მოძრაობებით მიჰყარა საწოლის კიდესთან. არეულმა ოთახმა მატება თვალშისაცემობით აღნიშნა. ლოგინი გადაშალა და მატრასის სიცივე ელამუნა. ფეხის გაყინული თითები და ტერფები შეათამაშა და ერთმანეთს გადაუსვა (,,სიღარიბე იცისო”-ბებია აფრთხილებდა, მაგრამ არასდროს გაუთვალისწინებია მისი შენიშვნა). ბავშვობიდან თან სდევს ეს ჩვევა. აი, დედიშობილა ძილი კი, თვითონაც არ იცის, როდის შეიყვარა.

ასე წვება ყოველთვის, როცა სიმარტოვეს განიცდის. სამყაროს თავის სიშიშვლეს ანახვებს, თავის ტკივილს. და მერე არაფერი ხდება. აზრთა უწონადობაში ტრიალი და ღირებულის ქაჩვის მცდელობა.

საბნის დაფარებაც ავიწყდება.

არეული ოთახის ერთადერთი ცოცხალი არსება აშლილი ფიქრების საუფლოში ასე დედიშობილა დაქრის და სითბოს ეძებს. სითბო კი შორსაა. ვერანაირი ჩახუტება, ვერავის სიახლოვე მას ვერ მოიყვანს. მარილი აკლია და იმიტომ.

ამბობენ, სიყვარული ათბობსო, მაგრამ მხოლოდ გულისჩხვლეტას ან აღგზნებას გრძნობს ამ სიტყვის გაფიქრებსასაც კი. გზნება ყოველთვის სწრაფად ქრება, ტკივილი კი ბრუნდება. უცვლელი სახით. ჰულა ჰოპით თამაშივით.

გრძნობებს ყოველთვის ჰულა ჰოპით თამაშს ამსგავსებს. გიტაცებს.  მისი წრიულობა, მუდმივ ბრუნვას უნდა განაპირობებდეს, მაგრამ ენერგიის გარეშე უცებ ჩერდება. ქრება ,,ბრუნვადის ვერტიკალური ზესწრაფვა” , მერე კი დგება დასასრულის შეგრძნება.

დამღლელია ყოველთვის სიყვარულის მტკიცება. მტკიცებულება ჰულა ჰოპის ენერგიაა. საწოლზე კი არავის სცხელა ჰულა ჰოპის საბრუნებლად. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტალურობა მისი პირობა არაა. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ სტრატეგია მუშავდება.

არასდროს გამოსდის სიბრძნის ფრქვევა.

ყოველთვის ასეა უბრალო წაკინკლავების შემდეგაც. ემოციებისგან დაცლილი, უფიქროდ. უაზროდ შტერი თვალებით. თევზივით მუნჯი, მაგრამ არაფრისმცოდნე.

ფეხები აქა იქ გრძნობენ მზის მოჭრილი სხივების სითბოს. ძილი კი აზროვნების დახშვით მოპარვას ცდილობს. ისიც ფეხებს თბილ ორთქლად ედება. ქუთუთოებს ამძიმებს და მოცისფრო ბურანით წვავს თვალებს.

იხუჭება თვალები ლურჯი დღის მოლოდინში.

Categories: საგლეხო | %(count)s კომენტარი

Post navigation

One thought on “ტყვე

  1. რაღაცით ახლობელი პოსტია!
    Not Bad!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: