ჩვენ და დრაკონისტატუიანი გოგონა

არ მჯერა მდუმარე მოხუცების. მათ ყოველთვის წიგნის ან ფილმის რომელიმე პერსონაჟს ვამსგავსებ. მართალია, მათ დიდი გამოცდილება დააგროვეს ცხოვრების მანძილზე, მაგრამ თევზისებრი მდუმარება მხოლოდ ბუდისტ ბერებს ძალუძთ, ჩემი წარმოდგენით.  მოხუცებმა კი უნდა ილაპარაკონ. ასე ადვილად გაექცევიან სიბერისა და სიკვდილის შიშს. ყოველთვის მიყვარდნენ ისინი თვალთამსგავსად მეტყველი ენით. არ მახსენდება შემთხვევა, რაც უნდა მაგვიანდებოდეს, მათთვის ჭია არ გამეხარებინა და არ მომესმინა. მიუხედავად იმისა,რა თემაზე უნდა საუბრობდნენ.

ჩემი ბებიაც ასეთია.  ენაწყლიანი.

თვალების ჩამქრალი შუქი მის ლაპარაკის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. ეშინია სახლში მარტო დარჩენის და როდესაც უკან ვბრუნდები, ნერვიულობისგან წნევააწეული მხვდება.

ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რით გამერთო – წიგნის წაკითხვა შევთავაზე, რაზეც სიხარულით დამთანხმდა. მისი გემოვნებით დეტექტივის შერჩევა დავიწყე და საკმაოდ გამიჭირდა. არ მინდოდა, რთული წიგნისთვის ხელი მეხლო. ასე თუ ისე, მოსასმენად მაინც ძნელია. გავითვალისწინე, რა მეგობართშორის (და არამარტო) სტიგ ლარსონის ტრილოგიის პირველი წიგნის პოპულარულობა, პირველივე შანსის მოცემისას ვიყიდე. მით უმეტეს, რომ მეც არ მქონდა წაკითხული. იმთავითვე ვიცოდი, რომ ეროტიულ მომენტებს ,,შევალამაზებდი”(მიუხედავად იმისა, რომ მართლაც კარგად იყო წიგნში აღწერილი ყველაფერთან ერთად და იმპრესიას ერთი ორად ზრდიდა), რადგან მისი ყური წიგნში აღწერილ ასეთ დეტალებს არ ეგუება.

გამოგიტყდებით და იმთავითვე დავინტრიგდი. ერთი სული მქონდა, როდის დავასრულებდით, მით უმეტეს, რომ ცნობისმოყვარეობა ერთი ორად გაიზარდა. კითხვის პარალელურად, ბებიას სახეს ვუყურებდი და ვცდილობდი, მისთვის გაურკვეველი დეტალები ამეხსნა. ჩემდა გასაკვირად, იმდენად ჩართული იყო მასში, სახელებს თუ არ ჩავთვლით (სენი აქვს ასეთი- კარგადაც რომ ახსოვდეს გმირის სახელი, მაინც თავისებურად ალამაზებს. სწორედ თვითონ წამიკითხა პატარაობისას, ორკვირიანი ავადმყოფობის პერიოდში, კალე ბლუმკვისტის ამბები. ახლა კი იგი ბლუმკირად, ან სულაც ბლუმად იქცა. სალანდერს კი ფრიად ორიგინალურად და თავდაჯერებულად სალვადორი დაარქვა- შენ ხომ გესმის, ვისაც ვგულისხმობო🙂 )

ოთხჯერ გავწყვიტეთ კითხვა,ჩემი მოუცლელობის გამო, თუმცა ორივეს ერთი სული გვქონდა ფინალისთვის მიგვეყწია. ათასი ვერსია განვიხილეთ, სანამ საჭმელს ჭამდა. მხოლოდ ის გამოვიცანით, რომ საძიებო პერსონა შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო. ამ ვერსიის განვითარებას ხელი იმით შეეწყო, რომ არ სურდა დაეჯერებინა, ჰარიეტი მოკლეს. საბოლოოდ კი ფინალის ასეთ განვითარებას არც ერთი ველოდებოდით.

ფრიად ვისიამოვნე გმირების იმ თავისუფალი ცხოვრებით, ეკონომიკური მიმოხილვებითა თუ სასიყვარულო ურთიერთობებით, ბიბლიური ინტერპრეტაციებით, მკვლელობათა სერიით (თუ ამით შესაძლოა სიამოვნება მიიღო), რომლებიც წიგნში საკმაოდ ორიგინალურადაა აღწერილი.

დაბოლოს, დასასრულიც ფრიად ორიგინალური ჰქონდა. ავტორი ბოლო ეპიზოდის დასრულებას მკითხველს ანდობს თითქმის. მაგრამ, როგორც კი გახსენდება, რომ ნაწარმოები ტრილოგიაა, ხვდები, მას კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. ჩვენ კი მეორე ნაწილის კითხვას ვიწყებთ!

Categories: წიგნი | Tags: , , , | 23 Comments

Post navigation

23 thoughts on “ჩვენ და დრაკონისტატუიანი გოგონა

  1. ყველაზე ორიგინალური რეცენზია და ძალიან თბილი პოსტი🙂 ოდესღაც, აქეთ გვიკითხავდნენ ბებიები წიგნებს, ახლა ჩვენი ჯერია🙂

    • ისეთი სიხარული უელავს უსინათლო თვალებში წიგნს რომ ვუკიტხავ, მისი ხსენებსი გარეშე არ შემეძლო. მადლობა, მოლი🙂

  2. ჩემმა 87 წლის ბებომაც წაიკითხა ეს წიგნი🙂 ჩემ საწერ მაგიდაზე მიაგნო და🙂
    ოღრაშ ადგილებს თვითონვე გადაახდა , ცოტაც წაიწუწუნა, რებს კითხულობთო, სიუჟეტმა კი ნამდვილად დააინტერესა 🙂
    პოპულარული წიგნია ცოტათი მოულოდნელი ფინალით🙂

    • კი, ნამდვილად მოულოდნელით. მივხვდი, არ მოეწონებოდა ის ადგილები და ისე ,, შევულამაზე,” იმხვდარიყო, რაც მოხდა🙂

  3. რა კარგი ბებო გყავს :*
    მშვენიერი რეცენზიაა და მეორე ნაწილს ველი დიდის ამბით.

    • მადლობა, როდე. თუმცა, ამ წიგნის რეცენზიის ჩემეულ ვერსიას დააგვიანდება ალბათ, კვირის ბოლომდე🙂

  4. როგორც კი ბიბლუსთან მოვხვდები, მაშინვე ვიყიდი ^^

    ახლა გამახსენე, როგრო მაინტერესებდა წაკიტხვა და გადამვიწყდა :))))

  5. მაგარია!🙂 თან საყვარელი!

  6. ძალიან კარგი იყო, ფრიად ვისიამოვნე🙂

  7. ძალიან მომეწონა!🙂
    მეორე ნაწილს სულმოუთქმელად ველოდები და მისი ყიდვა პირველი ნაწილივით არ გამეწელება იმედი მაქვს🙂

    • მე მეწელება😦 ორი თავი წავიკითხეთ ჯერ. ხოდა ერთმანეთს ველოდებით ხოლმე :დ მარტომ რომ წავიკითხო, მერე არ მენდობა :დ

  8. წიგნი რომ მოვიტანე ჯერ ბებიაჩემმა წაიკითხა და ვერ ვაჩუმებდი წინასწარ მიყვებოდა :დ ახლა ერთად ველოდებით მესამე ნაწილს :))

    • გამოვთვალე და ზაფხულის ბოლოს მოუწევს ალბათ :დ
      4ისთვის ვარ სახლში და ერთი საათი გვაქვს გამოყოფილი ჯერ-ჯერობით. ნაკლები, მგონი. მერე ხელს გვიშლიან და მეც სამეცადინო მაქვს :დ

  9. მეორე ნაწილი სჯობს პირველს ბევრად <3<3 გენიალურია ლიზბეთი❤ და ნაბიჭვარე კალე ბლუმკვისტიც :დ

  10. Pingback: მილენიუმის ტრილოგია « კეჟერაძის ბლოგი

  11. Pingback: ჩვენ და ცეცხლთან მოთამაშე გოგონა « გლეხის ბიჭის ბლოგი

  12. 🙂 მეც წავუკითხავდი ბებიაჩემს ამ წიგნს რომ არა ერთი რამ დამახურავს თავზე მთელ ქვეყანას როგორ კითხულობ ასეთ რაღაცეებს

    • ბებიას კარგად ესმის :დ თან ცოტას ვალამაზებ, მაინც ასე უხეშად რომ არ აღიქვას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: