გოგონა, რომელიც გაზაფხულს ელოდა

გაზაფხულის მოლოდინით სავსე ღრმადცისფერთვალება გოგონა ქარიან ქუჩას მიაპობდა და წინასწარ გრძნობდა იასამნების სურნელს.

ქარის მტვრიანი სიცივით აწითლებული სახე მხრებამდე შეჭრილ თმებს (კარეს რომ ეძახიან) ვერ იმორჩილებდა.  თვალები კი, დაუღლელი თვალები, გამალებით დაეძებდნენ რაღაცას ასფალტისფერ ქალაქში.

უცნაურ გაზაფხულს მოეცვა გარემო. ჯერ კიდევ ზამთრის მომაბეზრებელი სიწმინდე იდგა და ახლადგამოღვიძებული ვამპირებივით იცქირებოდნენ განწმენდილი ადამიანები.

ბილბორდზე გაწოლილ სექსუალურ მოდელს მოჰკრა თვალი და რატომღაც მეხაჭაპურე ქალის დაღლილობა აღბეჭდა თავისი გონებით. შემოდგომისეული უკანასკნელი ფოთლებივით შემორჩენილი ორიოდე ბუკინისტი პარკებში ფუთავდა გამოსამზეურებელ წიგნებს.

ლოყებდაბერილი, ატირებამდემისული პატარა გოგონა დაინახა. ჯიუტად რომ ცდილობდა, ქარისმიუხედავად, გაებერა საპნის ბუშტები.

მსხვილი ხეების შეტორტმანებას მიაკედლა მხედველობა. წლებითდაღალულებს სიმწვანე დაემალათ სუსხიანი შიშით.

ნაცრისფერი პალტოს ჯიბიდან ცალი ხელი ამოიღო და ჩანთა გაისწორა. მოუნდა ტირილი. თუნდაც იმ კაბის გამო, ამ პალტოს შიგნით რომ მალავდა და გარემოს ვერ აფერადებდა.

მობეზრდა ამდენი თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ჩამოღვენთილი სახეები- დაღლილები და არაფრისმეტყველნი..

თვალები დახუჭა და ქარსგაჯიუტებული ერთ-ერთი წიწვოვანის ქვეშ სკამზე დაჯდა. ხის ჩაბნელებული სიმწვანეც კი სითბოს ასხივებდა. თვალები დახუჭა და აივნებს მოასხა იასამნები. ფერადი ვარდები ესროლა სკვერებს. მწვანედ შეღებილი ბალახების სინორჩე წიანჭველების ხმაურს ვერ აუდიოდა. გამუქლურჯებული ზეცა ღრუბლებს ცხვრების ფარასავით მირეკავდა. მზესჩაკონებული სიყვარულისფერ სითბოს უძღვნიდა დედამიწას. ნამდვილ გაზაფხულისეულ სითბოს…

სამარისებური სიჩუმე იდგა.

P.S. ეძღვნება მას, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს იასამანი🙂

Categories: ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , , | 17 Comments

Post navigation

17 thoughts on “გოგონა, რომელიც გაზაფხულს ელოდა

  1. შით!
    ეს მე ვარ!😐

  2. იასამნის არ ვიცი, მაგრამ მანამდე არ/ვერ გავიღვიძებ სანამ საკურანბო არ აყვავილდება ♥

    • საკურასი რა გითხრა, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერს დააგვიანდება ჩვენთან

      • :(( ჰომ…

        არადა იმედი მქონდა ჰალუცინაცია იყო თოვლი…:/

  3. ზუსატად ასე ველოდები გაზაფხულს, არადა არ დადგა😦

  4. არ გაგცემ🙂
    აღვფრთოვანდი❤

  5. მიყვარს❤

  6. lika

    მერე ისევ არ დადგება ზამთარიი?….🙂

    • მერე ისევ დაელოდება გაზაფხულს გაზაფხულზე. :დ
      ეს ის საკითხია, რომელსაც ოპტიმიზმისტურად უნდა შეხედო :დ

  7. ეს გოგო აღარასოდეს დაელოდება გაზაფხულს, არც იასამანს და პირიქით, ორივე შესძულდა. გული ამიჩუყდა ეხლა :შ

    • იმ დონეზე არ მესმის ამ გოგოს ტკივილები, როგორც უნდა, მაგრამ თანავუგრძნობ მთელი გულით.. ვიცი, რატომაც ამბობს ამას.
      ვერ დავიჯერებ, გაზაფხული ასე მოიძულოს. ალბათ, დაელოდება, მაგრამ სხვანაირად. სხვა შეგრძნებებით და სხვა მოლოდინით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: