ა – სოციალური

მას ერთიანად მობეზრდა ყველაფერი. ერთბაშად დაემალა ყველა ადამიანს. ჩაკეტა ყველა კარი. ჩამოაფარდა ყველა ფანჯარა.

ინატრა არასდროს გაეგონა ქარის საზიზღარი ზუილი. დარწმუნებული იყო, მასთან საერთო ენას ვერ გამონახავდა და გაუხარდა, თავისი ნაცნობი ადამიანების ხასიათში რომ ვერ აღმოაჩინა ქარის მსგავსება იმწამს.

ღრმად მოჰქაჩა სიგარეტის ღერს. ცოტა ხნით დაიგუბა და თავბრუსხვევა რო იგრძნო, ერთბაშად, ძალუბად გამოტყორცნა ჰაერში. თითქმის გაჰაერისფრებულიყო ფილტვის ალვეოლებსგადარჩენილი ბოლი.

ყავსისთვის დადგმული წყალი ადუღდა. საჩვენებელ და შუათითს შორის გაჩრილი სიგარეტი ამავე თითებით წინ გაიშვირა, ხოლო დაჩენილი სამით ჩაიდანის წყალსადინარი ჭიქას დაუმიზნა. კონიაკის ჩამატება დაეზარა.

საფერფლეს ჩააწება სიგარეტი. ასე მოხარშულ ტყემალს ექცევიან ხეხვისას ქალები.

ყავა გასაგრილებლად დადგა და რამდენიმე წუთით უემოციოდ გაშეშდა. მერე ერთიანად გადაკრა შეგრილებული სასმელი.

გრძნობდა, როგორი გემო ჰქონდა მობეზრებას. არც მწარე, ცხარე ან მჟავე. მძაღე თხილისებრი – მომეტებულ ნერწყვდენას რომ იწვევს, გულისრევის მსგავსად.

მობეზრდა ყველა საქმე, რაც გაუკეთებია და რაც გასაკეთებელი ჰქონდა. შესძულდა თავისი ნამუშევრები.

დაამსხვრია სამართლისა და გამარჯვების ქალღმერთთა თაბაშირის გალაქული ფიგურები. დაწვა თავისი ლექსები, პოემა, ჩანახატები, ახლადდაწყებული რომანი.

თავიდან დაიწყო ჭურჭლის რეცხვა. ნიჟარაში ჩაიფშვნა მუქი ჭურჭელი. უვნებელი თითები. მოკეტილი ონკანიდან დაცემული უკანასკნელი წვეთის ხმა.

მოუნდა ძილი ან წვიმა. ან ორივე ერთად. სიამოვნებით ჩამოჯდებოდა ახლა თბილი წვიმის ქვეშ პარკის განცალკევებით მდგომ სკამზე და სახეს შეშლილად მიუშვერდა მას.

ძილი წვიმაში. ოცნებას ცხენივით მოახტა ზურგზე.

….

უსიტყვოდ დაემორჩილა დიდი ხნის უნახავი საყვარელივით მოპარულ სიზარმაცეს და დეპრესიულ სიზმრად დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა.

Categories: საგლეხო, ჩანახატისმაგვარნი | Tags: , , , , , , , | 5 Comments

Post navigation

5 thoughts on “ა – სოციალური

  1. ძალიან ნაცნობი და მშობლიური განცდები დავინახე. ოცნებაზე ცხენივით მოჯდომა კარგი იყო🙂

  2. გრძნობდა, როგორი გემო ჰქონდა მობეზრებას. არც მწარე, ცხარე ან მჟავე. მძაღე თხილისებრი – მომეტებულ ნერწყვდენას რომ იწვევს, გულისრევის მსგავსად. <– ზუსტად ^^

    P.S. like

  3. “უსიტყვოდ დაემორჩილა დიდი ხნის უნახავი საყვარელივით მოპარულ სიზარმაცეს და დეპრესიულ სიზმრად დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა.”

    აუტანლად მაგარი დასასრულია!🙂

  4. lika

    მოწევა მავნებელია, სიზარმაცე მეც მჭირს…. აი, განსხვავება და საერთო ჩვენს შორის….😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: