თსუ – ”Don’t hear! Don’t see! Don’t speak!” University

თსუ-ს უპასუხისმგებლობას რომ საზღვარი არ აქვს, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი. საქმისადმი უგულისყურო დამოკიდებულებას ნამდვილად არ მოველოდი ასე თუ ჩაფარცხავდნენ.

სამკურნალო საქმის სტუდენტები ცოტა არეულად გავდივართ საგნებს (ცოტა არეულადკი არა, მეტისმეტად არეულადაც). არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეექვსე კურსის საგნები ნაწილობრივ მეხუთე კურსზე შემოგვტენეს. მოუწესრიგებელი ცხრილის გამო (რაც საბოლოოდ საავადმყოფოებში მიმდინარე რემონტებს და აუდიტორიის სიმცირეს დაბრალდა), ხან 4-5 დღიანი ფანჯრები (რაც გინდათ ის დაარქვით) გვქონდა, ხანაც საოცარი არეულობა წინასაახალწლოდ.

ჩვეულებრივ, რამდენიმე საგანს გავდივართ, მაგრამ კურაციული სისტემის გამო 7, 8, 10, 14, 30 ან სხვა სამუშაო დღე გრძელდება. გამოცდებსაც საგნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ვაბარებთ (უფრო სწორად, საგნის დასრულების შემდგომ პარასკევს), მანამდე კი ახალ საგანს ვიწყებთ. დამეთანხმებით, სრული გაუგებრობაა, მაგრამ ეს არაა ის მთავარი, რაც უნდა მეთქვა.

წელსაც ჩვეულებრივ აღმოვჩნდით ამ უთავბოლო ქარცეცხლში. ახალი წლების შემდეგ ”შინაგანი მედიცინა II”  ანუ ,,ოკუპაციური თერაპია” დავიწყეთვ(სტუდენტი იმდენია, შეუძლებელია მათთვის პრაქტიკის მიცემა) და 14 თებერვალს (წესით) დავასრულეთ. მომდევნო 2 დღე გამოცდისთვის მოსამზადებლად და 17 თებერვალს ჩასაბარებლად უნდა გამოგვეყენებინა. გარკვეული მიზეზების გამო, სათანადოდ ვერ მოვემზადე და გამოცდაზე გასვლას არ ვაპირებდი. ვიფიქრე, დამატებითისთვის მოვემზადები-მეთქი. მაგრამ გადავიფიქრე და მივედი. მთელი 2 კვირა(როცა დამატებითი გამოცდები მიმდინარეობდა), შედეგებს ველოდებოდი და დამატებითი გამოცდისთვის ვემზადებოდი, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდაო (თუ იცინოდაო, როგორც გინდათ) – პირველადი გამოცდის ადგილი ცარიელი, მეორადის უჯრა კი არასაკმარისი ქულით დამხვდა:

ქულას ვერ გაჩვენებთ :)))

მსგავსი შედეგები აღმოჩნდა ჩემი მეგობარ-თანაკურსელების ,,სასწავლო ბარათებშიც”. არ ვიცი, ვინ ჩააბარა და ვინ ვერა, მაგრამ ამაზე თვალის დამხუჭავი არ ვარ, თუ ძალით, რაღაც მანქანებით არ დამახუჭვინეს.

P.S. თავის დროზე უნდა მქონოდა ჭკუა და იქ გადავსულიყავი, ,,სადაც ჯერარს”! მორჩა ყველაფერში მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება! :@

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , | 13 Comments

Post navigation

13 thoughts on “თსუ – ”Don’t hear! Don’t see! Don’t speak!” University

  1. ამის გამოსწორება როგორ შეიძლება ახლა?

    • არ ვიცი, დეკანატში უნდა ავიდე და რამე გავარკვიო. არ მგონია რქა მოდრიკონ, მაგრამ მაინც

      • არამგონია რამე გამოვიდეს😐
        გეტყვიან არ ყოფილხარ ძირიტადზეო და გადასაბარებელზე უბრალოდ დაბალი ქულა აიღეო

  2. მერამდენე პრეტენზიაა უკვე თსუ-ს მიმართ!😦 არ მინდა მანდ ჩაბარება!😉

  3. პალატა N13

    მომეწონა, შენი პოსტის სათაური, სრული სიზუსტით შეესაბამება უნივერსიტეტის დღევანდელ პოზიციას.

  4. ras lanzgavditkulad jer gagerkvia😀 kvelasdamatebit gamocdashi gvewera pirvlead gamocdis quladaiciratom??gamocdamagisidamatebiti gamocdebi rom iko mahsinchavabaret!!! daabacentrma ra icis ramdenjer gadixar meredekanatma gaaswora:))ase romnuuswrebdi:D:D undadamewera:D

    • ყველას დამატებითშირომ ეწერა, ეგ იყო საშფოთო. აბა მე რომ მწერებოდა, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ შეცდომა იყო.🙂

  5. გაირკვა რაიმე ახალი? მაგათ რომ თვალი არ უნდა მოუხუჭო, კაი ხანია ყველამ ვიცით. ისე, თვითმართველობას რატო არ მიმართე, დაგეხმარებოდენ! :D:D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: