მიწისქვეშა გადასასვლელები ფასიანი ხდება

2012 წლის ზაფხულისთვის მერიის გადაწყვეტილებით მიწისქვეშა გადასასვლელები თბილისში შეიძლება ფასიანი გახდეს. საკითხი ჯერ-ჯერობით განხილვის პროცესშია და გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. თუმცა, თბილისის მერი, გიგი უგულავა არ მალავს ამის შესაძლებლობას.

,, იმისთვის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები იყოს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მოქალაქეთათვის, საჭიროა თითოეული თანამოქალაქის დახმარება.”- აცხადებს გიგი უგულავა- ,, აქ შექმნილი ანტისანიტარული და ფრიად სავალალო მდგომარეობა გვაიძულებს დავამონტაჟოთ სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. გარემონტდება გადასასვლელები, მანამდე კი დაიდგმება სპეციალური საგადასახადო აპარატები, სადაც თითოეული მოქალაქე თანხის გადახდის შემთხვევაში  მოხვდება  საპირისპირო მხარეს. ამ პროექტზზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად მუშაობს საგადასახადო სამსახური. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მიწისქვეშა გადასასვლელი ფასიანი არ არის და საქართველო ამ მხრივ ნოვატორი იქნება. ცალსახად აგიხსენით პროექტის არსი და ამჟამინდელი მდგომარეობა. გავაკეთე განმარტებები და თუ ჩემმა თქვენთან საუბარმა ამაოდ უნდა ჩაიაროს, მაშინ დავიბერტყავ კალთებს, შევტრიალდები და წავალ. საერთოდ, ყველა სახელმწიფო უწყების წარმატების ბარომეტრი რეზულტატია. დაველოდოთ პროექტის სრულ განხილვას” – თითი მაღლა არ შეუმართავს, სრულიად მშვიდად და ჩვეული კმაყოფილებით განაცხადა მან(ავტ).

თბილისის მერმა ისიც აღნიშნა, რომ თუ პროექტი გაეშვება, დასაქმდება დაახლოებით, 340-მდე ადამიანი, ,,რაც ამ პროექტის ყველაზე დადებით მხარეზე მეტყველებს” (გ.უ.). მან, აგრეთვე, ივარაუდა, რომ პირველ რიგში მოეწყობა სამგორის და სადგურის მოედნის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები. ადამიანები, კი რომლებიც სამანქანო გზას გადაკვეთენ, განსაკუთრებული სიმკაცრით იქნებიან დაჯარიმებულნი.

,,სამარცხვინოა (მკაფიოდ, პრეფიქსის გამომარცვლით და პრეფიქსის შემდგომ ,,ა”  ხმოვანზე მახვილით- ავტ.), თბილისის მერიის ასეთი გადაწყვეტილება. ყველანაირად ცდილობენ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააყენონ ხალხი. ჩვენ, ქრისტიან – დემოკრატიული პარტია, სრული შემადგენლობით, დავდგებით ხალხის გვერდით. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მართლა მიიღებს მთავრობა, მაშინ ისინი იქნებიან მართლა ვაი-მთავრობა!”

დიდი აღშფოთებით შეხვდნენ ლეიბორისტული პარტიის რიგებში მერიის ამ პროექტს. ისინი საკუთარი სისხლის ფასად აპირებენ დაიცვან თანამოქალაქენი, რათა ,,ბიუჯეტის შევსება, რომელიც შემდეგ ხვდება ხელისუფლების ჯიბეში” (შ. ნ.). მისი თქმით ყველა ღონეს იხმარენ, რათა დაამხო ეს ,,ხალხისგამყვლეფი ხელისუფლება” და არ მისცემენ საშუალებას, გიდევ ერთხელ იხილონ ,,გაცურებული” მოსახლეობა. ,, პროტესტის ნიშნად, შევიკრიბებით თბილისის მერიის წინ. გადაიკეტება მოძრაობა და მოვაწყობთ შავი პურისა და ძეხვის კორიდორს იმის ნიშნად, რომ ხალხს მხოლოდ ეს აქვს დარჩენილი თავის სარჩენად”- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფეისი ვარ, და როგორც ფეისი არ ვსარგებლობ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ, რადგან ეს ხელისუფლება უნამუსოდ ყვლეფს მოქალაქეებს. ჩემი ფეისობის მიუხედავად, კარგად მესმის, რამდენად დიდ დარტყმას მიაყენებს ეს თბილისის მოსალეობას. ამას ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა არ დაუშვებს”- მოკლედ განაცხადა ინგა გრიგოლიამ (ეჩქარებოდა – ავტ.)

ამ ყველაფერს ხელისუფლების მორიგ მარაზმს უწოდებს პოლიტიკური პარტია ,, ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი კახა კუკავა. ,,ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუშალოთ ხელისუფლების ამ უკიდურესად ბოროტულ ნაბიჯს, თუმცა ვიცით, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნება. მაგრამ ჩვენ ხალხის გვერდით დავდგებით”.- აცხადებს იგი.

პროექტს აპროტესტებენ პირები, რომლებსაც იჯარით აღებული აქვთ აღებული მიწისქვეშა გადასასვლელები სავაჭრო მიზნებისთვის. ისინი თვლიან, რომ ეს ხელს შეუშლის მათ საქმიანობას, რადგან მოქალაქეები ნაკლები სიხშირით იმოძრავებენ აქ.

მოსახლეობის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვაა. ზოგი სამართლიანად მიიჩნევს მერიის ამ გადაწყვეტილებას და თვლიან, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიექცეს ყურადღება ფეკალიებით ავსებულ გადასასვლელებს. მეორენი ამბობენ, რომ ამ პროექტს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – ხელისუფლების მხრიდან ხალხის ჯიბიდან უკანასკნელი თეთრის ამოღება. მესამეთ ეს საკიტხი საერთოდ არ აინტერესებთ, რადგან ისინი არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელებით გარკვეული მიზეზების გამო.

P.S. არ გამიკვირდება, იდეა მერიას თუ მოეწონება.

Categories: დეზ(ებიანი)ინფორმაცია | Tags: , , , , , , , , , , | 51 Comments

Post navigation

51 thoughts on “მიწისქვეშა გადასასვლელები ფასიანი ხდება

  1. ამას პოსტ პოსტსკრიპტუმად ისიც მიაწერე, სიმართლე რომ არ არის, თორემ მთლად ბათუმური კუნილინგუსის ეფექტი ვერ ექნება, მაგრამ ფბ-ზე ერთი ორი აღშფოთებული პოსტი (ეროვნებას გვაკარგვინებენ, ფასიანი გადასასვლელი კარგი რომ ყოფილიყო, აღმაშენებელი შემოიღებდა, ქართველებო, ქუდზე კაცი და ასე შემდეგ პათოსით) ნამდვილად მოჰყვება.

  2. :დ დეზინფორმაციების კატეგორიაში მაქვს :დ

    • ვისაც პიარის გაკეთება უნდა, ძალიან დაგიდევს “დეზინფორმაციის” კატეგორიას🙂

  3. კინაღამ დავიჯერე და უკვე აღშფოთებასაც ვაპირებდი😀

  4. გააგებინებ მერე ყველას რომ დეზინფორმაციაა?🙂

  5. სასტიკად აღშფოთებული ვარ!

    (ვგიჟდები ამ სიტყვაზე:*)

    • ხო, მოდაშია და თან რაღაცნაირად ეპატაჟურია :დ

      • ანუ, მოდურ და ეპატაჟურ პოსტებზე გადახვედი? დიდი ხანია?

        • უიმე, რომელი ნახე მოდური და ეპატაჟური პოსტი ჩემთან, მოლი :დ
          აღშფოთებული ვარო რომ თქვა როდემ, იმ სიტყვაზე ვთქვი, მოდაშია-თქო :)))

          • აჰა, გასაგებია. პრინციპში, ახლა ასეთი სათაურით გულისგამხეთქი პოსტების წერაც მოდურია, ეპატაჟური და რაც მთავარია, რეიტინგული. არა?

  6. razmua

    უიმეე გამისკდა გული ჯერ სათაური რო ვნახე და ავალიანის მეთდები რატო რატო რატოოო ? ? ?🙂 🙂🙂
    აუუ არ მომწონს ვერ იკითხება წესიერად😐

  7. razmua

    უიი ბოდიში ჩემთნ უცბად ჩანდა ფონი ცუდად და🙂 მე სორი

  8. :)) სახალისო იყო :))))) ფეისი მომეწონა განსაკუთრებით:))))))))))))

  9. მაგარი იყო! “ნოვატორის” სტატუსმა მთლად დაგლიჯა!😉

  10. რა გული გამიხეთქე 🙂
    უკვე იმას ვხედავდი როგორ გადავრბოდი გზაზე გამოქანებული მანქანების ზღვაში . : )

    • მაგაზე დაჟარიმდებიო :დ

      • სამართალდამღვევი იურისტი რომ ვარ ჯერ არ მითქვამს?

        • სამართალდამრღვევი რატო? გადარბიხარ? :დ

          • გადავრბივარ, ოღონდ მაშინ თუ მიწიქვეშა გადასასვლელში არ ჩაისვლება. იმ მიზეზით რომ ვიღაცეებისთვის 00-ად არის ქცეული :)))
            სამართალდამრღვევის ისტორიას ყვითელი ავტობუსისკენ მივყავართ, ბილეთი არ ავიღე, დამაჯარიმეს და მერე სახლში მომივიდა სასამართლო დასკვნა აღიარებულ იქნას სამართალდამრღვევადო :))))

  11. რა აღშფოთებული შემოვვარდი, ვერც კი წარმოიდგენ🙂

  12. გრიგოლიას ლექსიკაში არამგონია სიტყვა “ფეისი” არსებობდეს :დდდ

    მაგრამ, რაც მთავარია პირველი წინადადების მერე ვიფიქრე რომ მართალი იყო :დ მაგრამ მერე ვინაიდან ამაზე არაფერი მსმენია ჩიტის ან ნი2-ის სტატიის კატეგორიაში გავუშვი :დ

  13. ხოდა ძალიან კარგი, ჟმოტებს დაეზარებათ ფულის გადახდა და ჰევი თრეფიქი იმსხვერპლებთ^^

  14. უჰ, საინფორმაციოს არ ვუყურებ, FB-ს დავშორდი ცოტა ხნით და ეს სათაური რომ დავინახე, გამისკდა გული : )) ვიფიქრე, ჩამოვრჩი ცხოვრებას და ეგაა-მეთქი : ))
    თან ლოგიკას მოკლებული არ იყო მაინცდამაინც… ჯერ წესიერად არც იყო გახსნილი პოსტი, კითხვა რომ დავიწყე და პირველი აბზაცის ფონზე ვიჯერებდი. მერე მთლიანობაში რომ გამოჩნდა გვერდი (ნეტი ჭედავს), მოლის კომენტარი მომხვდა თვალში (ღმერთმა გაახაროს : )) და მომეშვა…
    ჰოდა, მერე მართლა რომ შემოიღონ რამე მასეთი, შენი ბრალი იქნება : ))

    • მთავრობის გადახრებს მე ნუ დამაბრალებთ :დ
      ნოვატორები იქნებიან, რა გინდა. თუ რამე, იდეის მოპარვისთვის ვუჩივლებ. მოლი, სად ხარ, ხო შემიძლია ასე მოქცევა, თუ არა?
      პოსტი დეზინფორმაციებში იყო. :დ

      • ჰო, ეგ კი… მაგრამ მე პირადად დღეს გავიგე, ასეთი კატეგორია რომ გქონდა ბლოგზე და თანაც პოსტის ბოლოს იყო მითითებული : ))
        P.S. ეს ისე, თორემ შენი ნებაა რას და როგორ დაწერ, თუ გინდა, მაგასაც არ მიუთითებს და ვერ მოგედავება ვერავინ… თანაც, თავიდანვე რომ გეთქვა, მოდელირებულიაო, ის ეფექტი აღარ ექნებოდა : ))

        • ამ პოსტისთვის დავამატე და მაგიტომ. ყველაზე ნაკლებადშევსებადი კატეგორია იქნება ეს🙂 თანდათან ვავსებხოლმე, რომელიმე კატეგორიას რომ ვერ ვაკუთვნებ პოსტებს🙂

  15. კინაღამ მართალი მეგონა! მიაწერე რა პოსტს: მ ო დ ე ლ ი რ ე ბ უ ლ ი !😀

    • დეზინფორმაციებში დევს :დ და რაღად უნდა :დ

      • მაგდენს არ დავკვირვებივარ🙂 ისე, იდეა მშვენიერია. დამკრძალავი ბიუროების შეფობას მიაწოდე! ეყოლებათ ლობისტი მერიაში და …

        • :დ გაჩერდი, კიდე ეს გვინდა? სიკვდილის პირას ვართ ისედაც მისული ამ გადასახადებით და ყველაფრისფასიანობით :დ

  16. lika

    ha-ha-haa..gind martali iyos, gind tyuili?!… fotShi saertod araa miwisqvesha gadasasvlelebi, miwis zevit davdivar sul da zogjer…grublebshi…😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: