ორკესტრის რეპეტიცია

1978 წელი. ფედერიკო ფელინი. ,,ორკესტის რეპეტიცია”

ხმის ქაოსი. სირენის გამაყრუებელი ხმა და წყვეტა. ძველისძველ ტაძარში საოცარი სიმშვიდით შევდივართ და უეცრად მოლისებური  გამომაფხიზლებელი, ოღონდ დაბალი ხმოვანებით და მოწყვეტით ირღვევა ეს მყუდროება.  შენობის სპეციფიკური არქიტექტურა და სამშენებლო მასალა იმდენად კარგ აკუსტიკას ქმნის, რომ  ტაძარი 1781 წლიდან საკონცერტო დარბაზად იქცა კამერული ორკესტრისთვის. არებული მომენტისთვის კი აქ რეპეტიცია იმართება. (მოგეხსენებათ, ალბათ, კათოლიკური ეკლესიების და ზოგადად, ეკლესიების არქიტექტურა თავად ერგება მუსიკას და არა პირიქით. მუსიკა ტაძრის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს).

,,ვინმე” მოხუცი ნოტების გადამწერი ( პინოქიოს კალიას რომ ჰჩამოჰგავს) ჟამთააღმწერლად გვევლინება. იგი თითქოს ტაძართან თანაარსობს, ის დასაბამს მოჰყვება. მის ბედისწერას თავისას უერთებს. ადგილზე შეყვარებული ადამინები რომ არიან, ესაა სწორედ. მისთვის ერთი ნოტის ჩამოვარდნაც კი არ რჩება შეუმჩნეველი. მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე გასვლას სულმოუთქმელიელოდება, აღიარებს, მუსიკის გარეშე ცხივრება არ შეუძლია. იგი ერთ-ერთი ძირითადი მაკავშირებელია დირიჟორსა და ორკესტრს შორის, აგრეთვე მუსიკასა და მუსიკისმოყვარულთა შორის. მას ყველაზე მეტად ესმის მუსიკის არსი, თუმცა ამ ენით სხვებთან ურთიერთობა მობეზრებული აქვს. ვფიქრობ, ამ ადამიანი სიმბოლურად მოძღვარს მიესადაგება. დაღლილს, რომელსაც ერთი სული აქვს, მშვიდ გარემოში გადაინაცვლოს და მოწყდეს იმას, რასაც ხედავს და შეცვლა არ შეუძლია. ამ გარემოში კი მას შეეძლება ნეტარად მიეცეს მუსიკის ჭეშმარიტებას. თუმცა, სანამ ტაძარშია, ვალდებულია შეეგუოს თავის ბედს და შეასრულოს თავისი მოვალეობა.

მის გიდურ ხმაზე ნელ-ნელა ინსტრუმენტები, ნოტთსადგამები და ნოტები იწყებენ გაჩენას სულ არაფრისგან. ილუზიონისტური ილეთებით ხან რა გაკრთება, ხან რა. თითქოს, თავიდანვე მიგვანიშნებს ფელინი, რომ მუსიკოსთა შორის ერთსულოვნება არ სუფევს.

პირველი იყო არფა – საოცარი ინსტრუმენტი. შემდეგ კი თანდათან ივსება დარბზადქცეული სამლოცველო. და უეცარი განაცხადი, რომ მათ რეპეტიციას ტელევიზია გააშუქებს. ეს საოცარ უკმაყოფილებას იწვევს ორკესტრის წევრებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თავის ინსტრუმენტს ყველა აქებს და ლამის წმინდანად რაცხავს, ორი მათგანის გარდა, ყველა, შეიძლება ითქვას, უდიერად ეპყრობა მათ. ერთსულოვნება მათ შორის მხოლოდ ანარქიის დროს სუფევს, როცა მათი მთავარი იდეა დირიჟორის დამხობაა. თუმცა, აქაც თავს იჩენს განხეთქილება მაშინ, როცა მეტრონომს მოათავსებენ ლიდერის ადგილას ( ცოტა ქვემოთ).

ფილმის მსვლელობისას უმნიშვნელოვანესი ყურადღება უნდა მიეპყროს დირიჟორის სიმბოლოს. ეს ორკესტრის გერმანელი მეთაური არაფრით ჩამოუვარდება  ორკესტრის წევრებს თავისი საქმისადმი დაუდევრობით და უგულისყურობით. მასში შეიძლება ამოიკითხოს როგორც სულიერი, ისე პოლიტიკური ლიდერი და თვად ღვთის სიმბოლოც კი. მან, როგორც ლიდერმა, ერთად უნდა შეკრას ხალხი ერთი იდეის, ერთი საქმის ირგვლივ. თუმცა როგორც ნათელი ხდება, მას ეს არ შეუძლია. როგორც სულიერ მოძღვარს კი მას თავისი გუნდის წევრების ჭეშმარიტებისკენ წაყვანა ევალება. მიუხედავად მითითებების გაცემისა და სწორი გზის ცოდნისა, მას არ შეუძლია ისინი სულიერი უდაბნოდან გამოიყვანოს. არ შეუძლია, თავისი და მათი ცოდნა გააერთიანოს. დირიჟორი ვერც ღმერთის იდეალურ სიმბოლოდ იქცა. იგი უფრო ნიცშესეული, მკვდარი ღმერთია, რომელსაც არ შეუძლია ანარქიის ჰუმანური გზით მოგვარება. საბოლოოდ კი იგი დიდ დიქტატორად (დირიჟორის გერმანულობის სიმბოლიკა) იქცევა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ვერც დიქტატურა მოიყვანს ერთიანობაში ორკესტრს.

ანარქია ფილმის მთავარი გმირია. მას შეუძლია  გააერთიანოს, დაშალოს, იბატონოს, განუსაზღვრელი ზეგავლენა მოახდინოს მთლიან მასაზე. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები ინარჩუნებენ სიმშვიდეს ამ მდგომარეობაში (არფასა და საყვირზე უსაზღვროდ შეყვარებული ორი მუსიკოსი). ქაოსის სიძლიერეს ვერ ახშობს ვერც დირიჟორის შემართება თუ გაქცევა, ვერც მუსიკა, ვერავინ და ვერაფერი. ვერც მეტრონომი.

მეტრონომს რაც შეეხება, მან თითქოს პრობლემა უნდა გადაწყვიტოს, დაარეგულიროს მუსიკის მიმდინარეობა, გაზომოს და შეაფასოს პროცესის ამჟამინდელი მიმდინარეობა და თავის რიტმს დაუქვემდებაროს. თუმცა, ავიწყდებათ მისი მომართვა. ცხადია, ლიდერობას ვერ იტვირთავს ,,ოქროს ხბო”. ვერც ღვთაების როლს.

მთელ ფილმს გასდევს რაღაც შეჯახების ხმები, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, იმდენად არიან ჩართულნი  ყოფიერ პრობლემებში. ეს ერთგვარი განსაცდელის სიმბოლო უნდა იყოს, რომელიც ან გაანადგურებს ამ ბრბოდქცეულ მუსიკოსებს, ან გააერთიანებს. მოაქცევს ლოცვისა და მიტევების თხოვნისკენ. ასეც ხდება. საფრთხე ერთად კრავს მათ და წარმოშობენ ერთ დიადს, ნაყოფს თავიანთი ღვაწლისა. თუმცა ეს ყველაფერი უმსხვერპლოდ არ ხდება და ამ, ასე რომ ვთქვაათ, ,,რევოლუციურ ნაბიჯს” მსხვერპლად ეწირება ყველაზე წყნარი, ინდიფრენტული, მხოლოდ თავისი საქმისმოყვარე არფისტი.

აქედან კი იწყება იმ იდეის ირგვლივ გაერთიანება, რასაც ემსაურებოდნენ და რაც მათთვის მთავარი, პრიორიტეტული არსი უნდა ყოფილიყო ცხოვრების. ერთხმად ემორჩილებიან დირიჟორს, ერთსულოვნებით გამოსცემენ მუსიკალურ ენერგიას, სამყაროს ჰარმონიულობას. მათში გაღვიძებული ადამიანური ბუნება ყოველგვარ სასიცოცხლო ინსტინქტზე მაღლა დგება, რაც მათი ჭეშმარიტებასთან ზიარების საწყისი ხდება.

ადგილის გამოცვლა არ ხდება და რეპეტიცია კვლავ იმავე ტაძარში მიმდინარეობს, სადაც ადრე. ამჯამად ნანგრევებზე.

ყველაფერი იდეალურად მიდის. აქ უნდა ველოდოთ ლოგიკურ ფინალს, სადაცაა ჩაქრება ეკრანი და ტიტრებთან ერთად დავრჩებით. მაგრამ მთლიანად ვისმენთ მუსიკის მიმდინარეობას და მის ფონზე ვხედავთ თითოეულ ორკესტრანტს, მათ სიამოვნებითსავსე, ცრემლნარევ სახეებს. დირიჟორსაც კმაყოფილება ეტყობა. წყდება მუსიკის ხმა. ჩუმდება ყველაფერი და დირიჟორის დადებულ ჯოხის ხმას მისი დამრიგებლური ტონი მოჰყვება, რაც შემდგომში დიქტატორულ ყვირილში გადაიზრდება და აღშფოთებული ხმით სთხოვს მუსიკოსებს ყველაფრის თავიდან დაწყებას.

და ორკესტრის წევრებიც ჩაბნელებული ეკრანის ფონზე ასრულებენ მის ბრძანებას.

Categories: ფილმი | Tags: , , , , | 20 Comments

Post navigation

20 thoughts on “ორკესტრის რეპეტიცია

  1. razmua

    ფელინი მიყვარს ძალიან❤

  2. დიდი მაესტროს დიდი შედევრი… განსაკუთრებით მაინც ” ამარკორდია” ჩემი ფავორიტი. ფელინი მთელი ეპოქაა, რომელიც არ ძველდება. ხო, კიდევ “ქალთა ქალაქი” დანავიწყდა, უმაგრესია.

    • ფელინი მეც ძალიან მიყვარს. ოქტომბრიდან დრაფტებში მიდევს და დღეს მოვიცალე ამისთვის

  3. ფელინის ჩემი ფავორიტი ფილმი.
    კარგია პოსტია🙂

    • მადლობა, როდე. ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ოქტომბერში ვნახე პირველად. მაგრამ იმ დღიდანვე მომხიბლა

  4. უი რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ თურმე, რამდენი რამე შეგიცვლია :დ კარგია, მომწონს ^^

    • ხო, ვგლოვობდიტ მე და ჩემი ბლოგი უშენობას :)) მიხარია, რომ დაბრუნდი. იმ პოსტის მერე არ მეგონა, გულს თუ მოიბრუნებდი😀

  5. ის პოსტი არ წამიკითხავს და შესაბამისად ვერ გაგკიცხავდი :დ

  6. სვანი, ილო, ომარი– რა უბედურებაა თემა რომ შემოგელიათ ფილმების ანოტაციების წერაზე გადახვედით?:/

    • ფილმებს ვერ გავექცევი, აქს. ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. აქაც ვაფარებ ხოლმე თავს. ხოდა ხანდახან შემომეწერება ხოლმე.

  7. და მაინც ტკბილი ცხოვრება🙂

    ისე – ეტორე სკოლას აქვს მეჯლისი სადაც მე-20 საუკუნის ისტორია მუსიკით და ცეკვითაა გადმოცემული. ეგ გამახსენდა ახლა.

  8. შესანიშნავი სურათია. დიდ ეკრანზე ვნახე და საოცრად იმოქმედა ჯერ კიდევ მაშინ. რევოლუცია, ქაოსი- სხვა სიტყვები არ მომდის თავში ამ ფილმის გახსენებისას!

    • შენი რჩევით ვნახე ეს ფილმი🙂 დიდხანს ეგდო დრაფტებში, როგორც ვიცი, ასეთი პოსტების წერისას. ახლა პინა დევს და მელოდება, მაგრამ რა ვქნა, მეშინია :დ

  9. Very nice blog site!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: