უაზრო დღე

კვირა.

ტელეფონს დავხედე გაღვიძებისთანავე. 11 ზარი და 4 სმს.  2 დაგეგმილი შეხვედრა იმთავითვე ჩაკვდა. მამიდაჩემი, დედაჩემი, დეიდაჩემი, ჩემი ძმა, ორიოდ მეგობარი- ეს ზარების ავტორები არიან.  უნამუსომ არც ვიკადრე და უბრალო მესიჯიც არ მივწერე არცერთ მათგანს.

პირველის ნახევარი იყო.  ადრე 9-10 საათის მერე მერვიძებოდა, ახლა  მაღვიძარას საშინელი ხმაც ვერ მაღვიძებს. უფრო სწორად, გამორთვას ვასწრებ. ძალიან დავეჩვიე ძილს და მთელი დღის განმავლობაში მოთენთილი დავდივარ. მედიცინაში დროის მონაკვეთში გაწელილ ასეთ მდგომარეობას მივარდნილობას უწოდებენ.

არადა, რა საშინელებაა ამ ზამთრის დილით ლოგინის დატოვება! ,,კავკასია-მაესტროს” განწირული კივილი, ღამით აქუბარდიას მძინარე თვგანწირვა,  იმედი-რუსთავი2-ის”ტყუილები და შოუები. არა, რა უნდა შევეშვა ყველაფერს.

,,ra kargi amindia, Shen rom giyvars iseti😛 :D”

და დანარჩნი სამი ფეისბუკ-სმსები იყო.

ზლაზვნით წამოვიმართე. არც გამხსენებია, რა ამინდი მიყვარს ასე ენაგადმოგდებით. რაღაც ხმაური კი იყო, მაგრამ აზრზეც ვერმოვიდოდი, რომ ქარი იქნებოდა.

,,შეგეცი! -გავიფიქრე- კიდევ კარგი, არსად გავედი, და რომ ვკვდებოდე, მინერალურ წყალს არ მოვიტან მაღაზიიდან”.

ქარიანი ამინდი მაცოფებს და მთელი დღე მეხლართება, ვერაფერს ვაკეთებ. სიზმარი გამახსენდა უცებ: ძალიან ძველ ნაცნობს ვესაუბრებოდი უცნაურ გარემოში. რაღაცას აკეთებდა და თქვა, ხვალ რთული დღე გველისო. რატომ-მეთქი, ვკითხე და ცა მაჩვენა. ოდნავ ჩაწითლებული მეჩვენა ცის კიდე. ქარი იქნება-თქო  დავასკვენი. მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ დილით კი გამიხარა გული ქარმა.

მაგიდა დავალაგე, ჩემი აზრით, რომელიც ჩემმა ნათესავებმა მეორე წუთში მოაწესრიგეს. წიგნები გადმოვალაგე, დავახარისხე, საკუთრებები ჩანთაში ჩავალაგე. აღარ მეტევა აქ და სოფელში წასაღებად ვერ ვიმეტებ. მოვიფიქრე და სანამ საკუთარ ტავშესაფარს არ ვყიდი, მამიდაჩემთან შევინახავ (😀 )

სმსები ვწერე,  რამდენიმე წიგნი გადმოვდე, რომელთაც გული ვერ დავუდე და  ისევ ფეისბუკს მივაშურე.

ნათიამ წიგნი მათხოვა დაახლოებით 1 თვის წინ. მხოოდ სამი თავი მაქვს წაკითხული იმ მიზეზით, იქნებ, გამოცდები გადავაგორო. წესით, დღეს აღარაფერი უნდა მაწუხებდეს უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მაგრამ მაწუხებს.

ძილის, ჭამა-სმისა და ფეისბუკის მეტი არაფერი მიკეთებია დღეს. მძულს ასეთი დღეები.

რაც მთავარი, ამ დროს მეგობრის ადგილი, არცერთი მეგობრის, არ არის!

 

Categories: U-კატეგორიო | 15 Comments

Post navigation

15 thoughts on “უაზრო დღე

  1. ზუსტად მასე ვარ მეც, ჩემი თავი გამახსენდა +1.🙂

  2. მე დღეს ვარ ასეთი მივარდნილი :დ:დ:დ ფუუფ რა საზიზღრობაა რააა:/

  3. ხომ მორჩი გამოცდებს? :დ ხოდა წაიკითხე :პ

  4. შენ ფეისბუკს მაინც ჩაუჯექი და ეს მიღწევაა ჩემთვის მასეთ დღეებში!🙂
    P.S. დავაგვიანე, მაგრამ, სჯობს გვიან…🙂

    • ჰო, აშკარად. ასეთ პერიოდებში თავს ვერ ვცნობ და ერთი ორი ადამიანი თუ ახერხებს შველას. ისიც ისე, რომ თავად ვერ ხვდებიან. ნუ თავიანთი ბლოგებით, რა თქმა უნდა :დ

    • კიდევ კარგი, სოციალურ არსებებს რომ ვეკუთვნით და ასე თუ ისე, რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ სოციუმი არ გვჭირდება, საუკეთესო თერაპიაა და ფრიადი საჭიროება🙂

      • საუკეთესო თერაპიად აზროვნება და საკუთარი თვითშეგნების ამაღლება მიმაჩნია და არა სოციუმი.🙂

        • არ გეკამათები, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი თერაპიათაგანი ნამდვილადაა. იქიდან გამომდინარე ვამბობ ამას, ჩვენ რომ ვიცით მარტო😉

  5. lika

    რა გაიფიქრე ქარის მიმართულებიით???…. ჰა–ჰაა–ჰაა….საბრალო ქარიიი…😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: