ღვთიური ჰანგების ძალა

ავგუსტ რაში

რეჟისორი: კირსტენ შერიდანი

სცენარის ავტორები: პოლ კასტრო, ნიკ ქასლი, ჯეიმს ჰარტი

როლებში: ფრედი ჰაიმორი, კერი რასელი, ჯონათან რაის მეიერსი, რობინ უილიამსი…

თავიდანვე გეტყვით: ფილმი ჰოლივუდური ჰეფი-ენდით სრულდება.

მდიდარი ნიჭის ახალგაზრდების შვილი ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდება და აქედან მოყოლებული მთელი ფილმი აწუკვე სხვადასხვა მხარეს მოსროლილი მშობლების ძიებასა და მათ კვლავშეერთბას ეთმობა.  დამთხვევათა სიძლიერესა და გაზვიადებას მორწმუნენი ღვთის ძალას მიაწერენ, ათეისტები ან უბრალოდ, ფილმისმოყვარენი  კი ამაში სცენარისტებისა და რეჟისორის (ნუ, მთელი კოლეგიის) დიდ შრომას დაინახავენ. თუმცა,  ფილმის მსვლელობა შემოქმედის დიდების გარეშე წარმოუდგენელია. მისი ხილვისას, ურწმუნოც კი ადვილად დაიჯერებს ღვთის არსებობას.  აკი, ღმერთის სიყვარული უსაზღვროა და მისი რჩეულებიც სწორედ რომ მათი ადამიანური კეთილი ბუნების გამო  ხდებიან ადამიანები. ბავშვები კი იმთავითვე უყვარს, ჩანასახად რომ იწოდებიან, უფრო ადრეც. ბავშვი პლასტელინია, რომელიც სწორად უნდა გამოძერწო.  უფრო სწორად, მისი სულიერი სამყარო უნდა შეალამაზო.

ევან ტეილორი კი განსაკუთრებული, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალაგაზრდაა. ეს ნიჭი კი, როგორც ცნობილი ხდება, მშობლებისგან დაჰყვა თან. ბავშვთა თავშესაფრში შეხიზნული ბავშვური ამბოხითა და რწმენით აღწევს თავს იქაურობას და  მშობლების ძიებას იწყებს.  დიდ ქალაქში (თეოლოგიური რწმენით დიდ ქაოსში) საკუთარი გზის გაკვალვას მუსიკის თანხლებით ცდილობს და თუ თეოლოგიური თვალსაზრისითვე მივუდგებით, სწორედ მუსიკაა ღვთის ჰიპოსტაზი, ის შუქურა, რომელიც ჭეშმარიტების გზიდან გადახვევის საშუალებას არაძლევს.

მან იმთავითვე იცის ცხოვრების გეზი. გაუთვითცნობიერებლად მისდევს მის ძახილს და მცირედი ფათერაკების გავლით მოულოდნელად აღმოაჩენს მთავარ ბედნიერებას – დიდ მუსიკას, რომელიც , მართალია, მის სისხლსა და ხორცში, მის სულში, მის მთლიან არსებაშია გამჯდარი, მაგრამ ამოფრქვევის საშუალება არ ეძლეოდა აქამდე. სცენამდე მისვლის გზაზე შემთხვევითად ნაპოვნი სახელი – ავგუსტ რაში კი, ალბათ, მომავალშიც მის სასცენო სახელად დარჩება.

ერთგვარად, ფილმისეულად ჰიპერბოლიზებული ოდისეა, როგორც აღვნიშნე, ღვთის რწმენითაა ნაგები და არც ერთი გმირში ურწმუნოების ნასახიც არ ჩანს.  მარადიული ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, რომელიც შეფარულადაა წარმოჩენილი, იქვე სრულდება კეთილის გამარჯვებით, ევანი რომ ეკლესიაში შეაბიჯებს. დანარჩენი ბოროტი ძალის უკანასკნელი გაბრძოლებაა (და საბოლოოდ მიტოვებული იგი, მაქსველის (ჯადოქრის) სახით, მიწისქვეშეთში (მეტროს რომელიღაც სადგურის ბნელეთში) რჩება) მხოლოდ.

აღსანიშნავია, ევანის მამასთან შეხვედრის  ეპიზოდი, რომელსაც უბრალო დატვირთვა ვერ ექნება. აქ, ნაჩვენები უნდა იყოს სამყაროს სიმცირე, ან უფრო დიდი- ის რომ მამა(ღმერთი) ყოველთვის დგას მის გვერდით, ვისაც ძლიერ უჭირს, მაგრამ იმდენად დიდია ტანჯვა და ამ ტანჯვით გატაცება მოკვდავისა, რომ იშვიათად თუ ამჩნევს იგი ამას.

დედობრივ ინსტინქტზე არაფერს ვამბობ, რადგან ასეთი სიზვიადის ფილმში იმთავითვე ცხადია, ეს დიდი მიდრეკილება თავის როლს დაუფიქრებლად რომ შეასრულებს.

დაბოლოს, ფილმი სრულდება გრანდიოზული კონცერტით, კონცერტი კი  რაფსოდიით (,,ავგუსტ რაშის” დაწერილით), რომელიც აერთებს ორ დაშორებულ სამყაროს, სულს და ხორცს, დედას და მამას და მათი ხელების ერთურთზე მჭიდროდმოჭერა იმხელა ენერგიას ისვრის, რომ პატარა ევანი, სცენაზე დირიჟორის ჯოხით მდგომი შეიგრძნობს ამას. გადააწყდება რა მათ სახეებს, დიდი, განათებული სცენიდან გაზაფხულის ღამიან ზეცას აღაპყრობს სამადლობელ მზერას.

გაზაფხული, ნათელი ღამე, მუსიკის დინება  კი სიცოცხლით სავსე დილის აუცილებელი მომასწავებელია.

ფილმის ბავშვურობა მთლიანად მიესადაგება ადამიანის მიჩქმალულ ბავშვურობას და აუცილებლად გააღვიძებს მათში სენტიმენტებს, ბავშვურ ნოსტალგიას და ოცნებას, ახლოს იდგეს მუსიკის ღვთაებრიობასთან.

P.S.  მადლობა ბექა კურტანიძეს. რომ არა ეს ადამიანი, ახლა ამ ფილმის  ყურების ნაცვლად, საგამოცდო საკითხებს უნდა ვურტყამდე თავს😀

Categories: ფილმი | Tags: , , , , , , , , , , , , , , , | 18 Comments

Post navigation

18 thoughts on “ღვთიური ჰანგების ძალა

  1. ეგ ფილმი ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველთვის მაინც, რატომღაც ცუდ ხასიათზე მაყენებს.🙂

  2. ზეპირად ვიცი იმდენჯერ მაქვს ნანახი, მიყვარს ძალიან, თან მუსიკაა ფილმში მართლა არაჩვეულებრივი🙂

    • კარგი ფილმია, მაგრამ ბევრჯერ ვერ ვნახავ. თუმცა ვიცი, რომ მუსიკას ბევრჯერ მოვუსმენ

  3. მიყვარს ეს ფილმი…🙂

  4. აუცილებლად ვნახავ, დავინტერესდი

  5. ისეთი კარგი მიმოხილვაა რა ვთქვა არც კი ვიცი, საინტერესო კუთხით დაგინახავს და მომეწონა შენი ხედვა ამ ფილმს მიმართ. მე რამდენჯერაც არ უნდა ვნახო მუდამ ერთი გრძნობა მიპყრობს და საშინელი სენტიმენტები მომაწვება ხოლმე, ეს ალბათ ჩემი დამოკიდებულების ბრალიცაა მუსიკის მიმართ, ამ ფილმში კი მუსიკა არის ღერძი და მამოძრავებელი ძალა, ძალა რომელიც მე ყოველთვის თავითფეხამდე მძრავს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
    რაც შეეხება მამისა და შვილის შეხვედრას. აი ისიც:

  6. მიყვარს… არასდროს მბეზრდება და ყოველ ნახვაზე სულ უფრო რაღაც უცნაურს ტოვებს ჩემში…

  7. ძალიან მიყვარს ეს კინო

  8. magrad miyvars es filmi… ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: