აბდა

სოფლის მდინარეში ბანაობისას გადაყლაპული წყლის გემო გამახსენდა.  შეუფერებელი მის სიკამკამესთან. უარომატობის სიხავსით  გაფსკერილი. გაკენნჭილ-გასილული. გამახსენდა და თან მოიტანა ბავშვობის ის პერიოდი, როცა ტრუსისამარა დავტანტალებდი გორაკისძირას დაგროვებული წინაღამით წვიმისმიერ ჩამორეცხილი აყალომიწის უკვემზისგანგამომშრალ სილაზე. ვერც ვიფიქრებდი მაშინ, რომ ეს ბავშვური სილაღე და სიცოცხლის(მოყვარეობა არა)წადილი სადმე თუ დაიკარგებოდა. არც უფროსების შუბლშეჭმუხვნა და შეჭირვებულობა იქცევდა ჩემს ყურადღებას იმ დროს.

გავიზარდე და ის დრო გამახსენდა. განა იმიტომ, რომ სილაღის წუთები მიდგას?!  პირიქით, სწორედაც, რომ იმ შარჟმა გამახსენა, ახლა რომ ვხატავ ჩემებურად უსწორმასწოროდ, უპროპორციოდ, მოუხეშავ-მოუხერხებლად, ერთფეროვნად. ვხატავ უნიჭოდ, წყვეტილად და ამ გაწყვეტილ ხაზებად აჩნდება ჩემს ცხოვრებას თითოეული შეწყვეტილი ურთიერთობა. თითოეული წყვეტილი ხაზის შემდეგ თანდათანობით დამახინჯებულად, სკეპტიციზმიტ იწყება ახალი კონტური, ახალი ურთიერთობა. ბავშვობაში კი ეს არ მაწუხებდა. ყოველი გაწყვერილი ხაზი გაწყვეტილი ხაზი იყო მხოლოდ და მეტი არაფერი.  ახლა კი შტრიხთა საუფლოს ძლიერებას ისე ცხადად განვიცდი და ვგრძნობ, როგორც არასდროს.

ურთიერთობათა მონოტონური მდინარება. მონოტონურობა- ცისარტყელა, მრავალფეროვანი; ციკლური ხილვადობის გამო რომ გახდა ასეთი. ვარდისფერი წინასწარმეტყველბა.

უაზრობა

მარაზმული მდინარება

აზრთა აბსურდულობა

გულისრევა

საწყისის ესთეტიკა

არეულობა

გასიტყვამყარება

ბუნდოვნება

რა და სად!

P.S. ე, დადგა ,ორიათასთორმეტი’ და რატო არ ვწყდებით?! გავწყვეტილვართ სუყველა!  ეგოისტები რომ არ ვიყოთ და დაუნახავები, მივხვდებოდით, ვისაც გეუბნებით! მართალი იყო ის კაცი, რომ ამბობდა, ომია საჭირო, თორე მოვმრავლდითო, აბა, არა?! ,,ღმერთი” არ ზრუნავს ამაზე და ჩვენ გადავწყვიტოთო (lol), ზემო ეშელონებში დაიჩურჩულეს და ქირქილი აფრინეს ექოდ.

Categories: U-კატეგორიო | Tags: , , , , , , | 22 Comments

Post navigation

22 thoughts on “აბდა

  1. ეს აბდა მილიონჯერ ჯობია იმ წინა უბდას🙂

    • მადლობა, აქს🙂 (ცუდი გამოხატულება ჰქონდა იმ პოსტს, ვიცი🙂 ) მაგრამ გულის ხეთქვადობას რა ვუთხრა :დ

  2. ყველაზე დამაფიქრებელი “აბდაა” რაც ოდესმე წამიკითხავს.

  3. razmua

    უიმეე😦 თავის მუსიკიან ტექსტიანად დავრჩი წარბშეკრული და ჩაფიქრებული😐

  4. ჩემი სოფელი გამახსენდა.
    ჰოდა, მეც ვიზიარებ აზრს, რომ უნდა დასრულდეს და ესე არ შეიძლება. ასე ვერ შეიძლება გაგრძელდეს.
    დღეს კრიზისის დღე გვაქვს ორივეს ;დ

    • კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს დასახლებაში :დ
      ერთ დღეს გადააგორებს ადამიანი როგორმე :დ

  5. რა საჩემდღეო პოსტი იყო! :დ
    ♥ ♥ ♥

  6. Mr. Nomad

    ჩემი აზრით, ეგოიზმი აუცილებელია პროგრესისათვის (თუნდაც პიროვნული), ოღონდ ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა.🙂

    (ვიცი პოსტი ამაზე არაა, მაგრამ მე ამაზე მინდოდა დაკომენტარება)🙂

    • ზომიერების ფარგლებში- თუ თავი არ გიყვარს სხვებს ვერ შეიყვარებო, არ მახსოვს ვინ თქვა და: ,,გიყვარდეთ მოყვასნი თქვენნი, ვითარცა თავნი თუისნი” (ბიბლია). ამ ეგოიზმს პლუს ,,დაუნახაობა”

  7. მუსიკას დიდი ძალა აქვს. ამ შემთხვევაშიც, ძალიან კარგი პოსტია მაგრამ მუსიკა მაინც სხვანაირად მოგირგია, ზუსტად ჩაჯდა. ამას როგორც მელომანი ისე გეუბნები🙂
    პ.ს. 2012 მაიას ტომმა იწინასწარმეტყველა და ნოსტრადამუსმა საერთოდ 3072 წელსო მგონი, ასე რომ ან ერთს დავუჯეროთ ან მეორეს🙂

    • მადლობა :))
      საერთო ჯამში მე ორივე მკიდია :)) ასეც და ისეც ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. მაგრამ მენანება იმის ერთი ხელისმოსმით განადგურება, რაც კაცობრიობის გონიერმა ნაწილმა შექმნა🙂

      • გონიერმა ნაწილმა?🙂 ამაზე მხოლოდ ერთი რამ მახსენდება, ადამიანი რამდენსაც ვნებს საკუთარ თავს, ისე ვერავინ და ვერაფერი ავნებს მასო🙂 გონიერი კი არა ყველაზე უგუნური, ტოესწ, ეს ჩემი აზრია🙂

  8. არაა რაა ნელ–ნელა ვრწმუნები,რომ “გლეხის ბიჭის” კვალობაზე ძალიან მაგრად წერ…აზროვნებ და ა.შ. ^.^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: